კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასოებშერეული

ანუ ევრაზია კონტინენტია

 

რაკი ისე დაგვებედა, რომ მინისტრები აგერ უკვე მეთერთმეტე წელია, წრეში ტრიალებენ, ამ ამბავს ვერც გასულ კვირას ავცდით: კერძოდ, ეკონომიკის მინისტრი აწ უკვე საგარეოსია, ხოლო მისი სავარძელი კი მისმავე პირველმა მოადგილემ დაიკავა.
ჰოდა, სავარძელში ჯეროვნად არც კი მოკალათებულიყო, რომ „ნაციონალური“ კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. კერძოდ, ბ-ნმა კვირიკაშვილმა ევრაზიული სივრცე ახსენა, როგორც საინტერესო სამოქმედო არეალი, ხოლო ოპონენტებმა დაასკვნეს, რომ ქვეყანამ, არც მეტი, არც ნაკლები, კურსი იცვალა! და მერე რა, ევრაზია კონტინენტია, ასოები – ენ ვინ რაე – რომ ურევია?!  –
სახელდობრ, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ქ-ნმა კალანდაძემ ბრძანა შემდეგი: „კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველივე გამოსვლაში საერთაშორისო თანამეგობრობას და შიდა აუდიტორიას ამცნო, რომ დასავლეთის გარდა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც, როგორიცაა აღმოსავლეთი და ევრაზიული კონტინენტი.“
მეორე მხრივ, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ქ-ნი კალანდაძის მსგავსი ლოგიკის მქონეთ მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს შეძენა ურჩია.
ჩვენ არ ვიცით, ჩახედავს თუ არა ქ-ნი კალანდაძე მესამე კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოს, თუმცა, თუ მისი ლოგიკით ვიმსჯელებთ, არც ისაა გამორიცხული, ევროკავშირთან ინტეგრაციაც კურსის ცვლილებად შეფასდეს, ვინაიდან ასოთა ხმოვანება ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი, ფრიად დამთხვეულია. –

скачать dle 11.3