31 აგვისტო - 6 სექტემბერი
- როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი პროდუქციის ფასი დახლსა და სალაროსთან არ ემთხვევა ერთმანეთს და რა უფლებები აქვს მომხმარებელს პროდუქციის შეძენისას და მომსახურების დროს
- როგორ უნდა ავირიდოთ პირველკლასელის სკოლასთან ადაპტაციისას მოსალოდნელი გართულებები და რატომ არ შეიძლება დილის პროცედურების დროს ბავშვის აჩქარება
- შეექმნა თუ არა სალომე იდოიძეს რეინჯერობის გამო პრობლემები ოჯახთან და რა საფრთხის წინაშე აღმოჩენილა ის
- რას მოიმოქმედებს გია ჯაჯანიძე თუ დამტკიცდა, რომ 32 წლის წინ მას ნამდვილად შეეძინა ქალიშვილი უცნობ ქალბატონთან
- იყო თუ არა „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი პერსონაჟის პროტოტიპი სტალინის ქვისლი და რა ურთიერთობა ჰქონდა მას ბერიასთან
- როგორ გაქურდეს მძინარე ლენუკა ყიფშიძე და რის გამო ბრაზობს და ეჭვიანობს მამამისი, ზურა ყიფშიძე
- როგორ მიმართავს პაციენტებს ექიმი რამაზ ყურაშვილი და რა უნდა იცოდეს ყველამ დიაბეტის შესახებ