კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ცნობილი ვარსკვლავის ჩამოყვანას აპირებს საქართველოში შორენა მარცვალაძე და რას უწუნებს ქართველ მამაკაცებს იტალიაში ცნობილი ქართველი დიზაინერი

წარმოშობით ქართველი დიზაინერი შორენა მარცვალაძე, რომელსაც მსოფლიოს მოდის სფეროში შერონ მარის სახელით იცნობენ, უკვე რამდენიმე წელია, იტალიაში მოღვაწეობს. მის ნამუშევრებს იცნობენ ისეთი დონის მოდის ფესტივალზე, როგორიც „მედმოდაა”. მისი ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა მსოფლიო მოდის ფესტივალი, რომელმაც ბევრ უცხოელ სტუმარს უმასპინძლა. ამჟამად ის სამშობლოში იმყოფება და საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო გეგმა აქვს. ამის შესახებ თავად დიზაინერი გვესაუბრა.

 შერონ მარი: ბავშვობიდან მიყვარდა ხატვა. დედაჩემი მეუბნება. რომ ხშირად ვუკერავდი თოჯინებს ტანსაცმელებს. მოგვიანებით, ძალიან მინდოდა, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სამხატვრო აკადემია ვარჩიე. თუმცა, რომ გითხრათ, სწავლით თავს ვიკლავდი-მეთქი, მოგატყუებთ. ბევრს ვაცდენდი კიდეც. კარგად მახსოვს დიპლომის დაცვა – გავაკეთე 60-70-იანი წლების მოდელები ტყავისა და ბეწვის კომბინაციით, რამაც ძალიან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ამის მერე უკვე ჩემი პირველი წარმატება იყო „მედმოდაზე”. რასაც არ უნდა მივაღწიო ცხოვრებაში, ეს პერიოდი ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება
– როგორ მოხვდი „მედმოდაზე”?
– 2013 წელი იყო, გავიგე, რომ „მედმოდა” ტარდებოდა და გადავწყვიტე, ბედი მეცადა. გავაგზავნე ჩემი რამდენიმე ნამუშევარი და დადებითი პასუხი მომივიდა. უბედნიერესი ვიყავი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გარკვეულ ფინანსებთან იყო დაკავშირებული და „მედმოდაზე” წასასვლელი ფული რომ შემეგროვებინა, ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში ჭურჭელს ვრეცხავდი. სულაც არ მეთაკილება ამის აღიარება. საბედნიეროდ, გამიმართლა და  იქ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კონტაქტი დავამყარე. გავიცანი მოდის სფეროს ძალიან საინტერესო წარმომადგენლები, რომლებისგანაც დადებითი შეფასება მივიღე. ეს კი ჩემთვის დიდი ბედიერება იყო. ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ფოტოგრაფმა მითხრა, იმდენად საინტერესო ნამუშევრები გქონდა, პირველი მოდელის გამოსვლის შემდეგ, სულმოუთქმელად ველოდებოდი დანარჩენებსო.
– ამის მერე როგორ გაგრძელდა შენი კარიერა?
– იქ გავიცანი სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები. ბევრი მათგანისაგან მივიღე შემოთავაზება. ცნობილმა იტალიურმა სააგენტომ, E - model agency-მ შემიკვეთა კოსტიუმები და მათთან ვითანამშრომლე. მე არ ვარ პირველი ქართველი, ვინც „მედმოდაზე” მოხვდა. მაგალითად, დიზაინერი თამარ ქირია სულ მონაწილეობს მასში და ფაქტობრივად, უკვე „მედმოდის” მეგობარია. მე ამის მერე, სიმართლე გითხრათ, აღარ მქონია სურვილი, კიდევ მიმეღო მონაწილეობა.  არ მიყვარს. ერთი ადგილის ტკეპნა. მირჩევნია, სულ წინ ვიარო და ახლა სხვაგან ვცადო ბედი.
– ამჟამად რას საქმიანობ?
– პორტუგალიაში მაქვს  ატელიე.  მყავს მკერავი, რომელიც ქმნის პროდუქციას, რაც საკმაოდ კარგად იყიდება. ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. ერთდროულად რამდენიმე პროექტისთვის ვემზადები. მიწვეული ვარ ინგლისის მოდის კვირეულზე, რომლისთვისაც ასეთი თემა მაქვს – „მარლენ დიტრიხი”. ვცდილობ, ისეთი კოსტიუმები წარვადგინო, რომელიც მერე ადვილად გაიყიდება. ასევე, ვემზადები ინდოეთისთვის. „ბოლივუდის” ერთ-ერთი კომპანია დაინტერესდა ჩვენით. ოქტომბერში ჩავალ ინდოეთში და დეტალებზე უკვე იქ მოვილაპარაკებთ.
– საქართველოში რა მიზეზით ხარ ჩამოსული, აქაც ხომ არ  გეგმავ რაიმეს გაკეთებას?
– საქართველოში ჩავატარე მსოფლიო მოდის ფესტივალი. ჩამოვიყვანე მოდის სფეროში ძალიან ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი. მათ შორის იყვნენ: „არმანის“ კოსმეტიკური ფირმის ვიზაჟისტი, მსოფლიოს ყველა ცნობილი მოდის კვირეულის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი - ანტონიო ტაკონე, მილანისა და „მედმოდის” ივენთების დირექტორი, იტალიის სილამაზის კონკურსის პროდიუსერი და კიდევ ბევრი ცნობილი და საინტერესო ფიგურა. ყველაფრის ორგანიზება თავად გავაკეთე და ვფიქრობ, პირველი ცდისთვის, კარგი გამოვიდა. საქართველოში ვიპოვე ძალიან კარგი ადამიანი, რომელიც გახდა ჩემი პროდიუსერი.  მალე ოფიციალურად წარვადგენ მას, ჩვენ ერთად ვგეგმავთ საინტერესო პროექტებს. იმის მიუხედავად, რომ მე აქ არაფრის გაკეთების სურვილი არ მქონდა, ამ ადამიანმა დამარწმუნა,  რომ აუცილებელია, ჩემს ქვეყანაშიც მიცნობდეს ხალხი. ამიტომ, ვგეგმავ პატარა მაღაზიის გაკეთებას ქართველი მომხმარებლისთვისაც.
– გარდა მაღაზიისა, რომლის გახსნასაც აპირებ, სხვა გეგმებიც ხომ არ გაქვს საქართველოსთან დაკავშირებით?
– საშობაოდ ვგეგმავ გრანდიოზულ ჩვენებას, რომელიც არ იქნება სტანდარტული. ყველაფერი უკვე მოფიქრებული მაქვს. რომიდან ჩამოვიყვან სპეციალისტებს, რომლებიც დაამონტაჟებენ სცენას. თქვენს მკითხველს გავახარებ და გეტყვით, რომ ჩემი ბრენდის სახე გახდა „ბოლივუდის” ძალიან ცნობილი მსახიობი მამაკაცი, როჰიტ ჰურანა, ამჟამად ერთ-ერთი ქართული არხი უჩვენებს სერიალს მისი მონაწილეობით. ძალიან მალე ვაპირებთ მის ჩამოყვანას საქართველოში.
– სად შეიკერება ის კოლექცია, რომელსაც საქართველოში წარადგენ?
– ეს კოსტიუმები შეიკერება რომში. უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა და რამდენიმე კოსტიუმი უკვე შექმნილია. ამ ყველაფერს მერე გავყიდი იმ ატელიეში, რომლის გახსნასაც ვაპირებ.
– ქართველ დიზაინერებზე რა აზრის ხარ?
– რა თქმა უნდა, დამაინტერესა რას ქმნიან ქართველი დიზაინერები და გავიარე რამდენიმე მაღაზიაში. შეიძლება, ბევრმა ცუდად გაიგოს, მაგრამ მე იმას ვერ ვუწოდებ დიზაინერს, ვინც სტამბულში წავა, ჯინსებს ჩამოიტანს, ზედ რაღაცებს დააკერებს და ასაღებს, როგორც მისი ბრენდის ნაწარმს. ქართველი დიზაინერებიდან ჩემს კონკურენტად ვერავის აღვიქვამ.
– როგორი უნდა იყოს დახვეწილი ქალი და ქართველი ქალებიდან ვინ  მოგწონს?
– საშინლად არ მომწონს ლამაზი ქალები. ქალს უნდა ჰქონდეს რაღაც შარმი. მინახავს გოგოები ძალიან უშნო ცხვირით, მაგრამ აქვთ რაღაც, რითაც მიმზიდველები არიან და იქცევენ გარშემო მყოფების ყურადღებას. მაგალითად, საერთოდ არ მომწონს მერლინ მონრო. რაც შეეხება ქართველ ქალებს, მომწონს ჟურნალისტი ეკა ხოფერია. ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი ქალია, მაგრამ არის მასში რაღაც, რაც ძალიან მომწონს.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– დაოჯახებული არ ვარ. რამდენიმე ხნის წინ დავასრულე ექვსწლიანი ძალიან სერიოზული ურთიერთობა ერთ პორტუგალიელ  მამაკაცთან, ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი ამ ხნის განმავლობაში, საშინლად ეჭვიანი იყო და ვერ ეგუებოდა ჩემი ცხოვრების სტილს. მე სულ დაკავებული ვარ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და ყოველთვის ეს ხდებოდა ჩვენი უთანხმოების მიზეზი. ამიტომ გადავწყვიტე მასთან დაშორება. ამჟამად მარტო არ ვარ, გვერდით მყავს არაჩვეულებრივი მამაკაცი, რომელიც ასევე პორტუგალიელია. ძალიან კარგი ადამიანია და მზად არის ყოველთვის ჩემ გვერდით იყოს. ისიც ჩემსავით ძალიან დაკავებულია, საკუთარი ბიზნესი აქვს პორტოში და როგორც კი ცოტა დროს გამოვნახავთ, მაშინვე მივდივართ სამოგზაუროდ. სექტემბერში ჩამოვა საქართველოში და გავაცნობ ჩემს ოჯახს. უახლოეს მომავალში აუცილებლად ვგეგმავ გავხდე დედა.
– ქართველ მამაკაცებზე რა აზრის ხარ?
– არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რატომღაც მე ვერ ვიხიბლები ქართველი მამაკაცებით, იმიტომ არა, რომ ისინი ცუდები არიან, უბრალოდ, მე თავს ვერ ვგრძნობ კომფორტულად. რაც არ უნდა ეცადონ, ბევრ მათგანს შინაგანი კომპლექსი მაინც აქვს და მე ეს საშინლად არ მომწონს. შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი მეგობარი ბიჭი არასდროს მყოლია, უბრალოდ, არც მოვხიბლულვარ.
– საბოლოოდ, სად აპირებ დამკვიდრებას?
– ჩემი ქვეყანა უზომოდ მიყვარს და როგორც კი დროს გამოვნახავ, ყოველთვის ვცდილობ, თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოვიდე, მაგრამ ჩემი პირადი თუ კარიერული საქმიანობიდან გამომდინახე, აქ საცხოვრებლად გადმოსვლა არახელსაყრელი იქნება, მე ვფიქრობ, ალბათ, საბოლოოდ მაინც, პორტუგალიაში დავსახლდები.

скачать dle 11.3