კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ღვთისმშობლის ხატი „ტრიხერუსა“ ხილენდარის მონასტრის წინამძღვარი

1112 წელს, ღვთისმშობლის ნებით, ღვთისმშობლის ხატი „ტრიხერუსა“ სერბეთში გადაბრძანდა. მეთექვსმეტე საუკუნეში, როდესაც თურქების შემოსევით ხატს სერბეთში განადგურების საფრთხე დაემუქრა, ღვთისმსასოებელმა მამებმა ის სახედარს შეადგეს და პირუტყვი თავის ნებაზე მიუშვეს. სახედარმა ძვირფასი „ტვირთი“ ათონის წმიდა მთაზე, ხილენდარის მონასტერში ჩააბრძანა. იქაური მონაზვნები მათთან სასწაულებრივად ჩაბრძანებულ ხატს უდიდესი სიხარულით შეეგებნენ და მთავარი ტაძრის საკურთხეველში დააბრძანეს.
რამდენიმე წლის შემდეგ მონასტრის იღუმენი გარდაიცვალა და ახალი წინამძღვრის არჩევასთან დაკავშირებულმა აზრთა სხვადასხვაობამ მონასტრის საძმო ორად გახლიჩა. შფოთის ჩასაცხრობად ძმათა კამათში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ისურვა ჩარევა. ერთხელ, დილით, ღვთისმსახურებაზე შეკრებილ ძმებს „სამხელიანი“ ღვთისმშობლის ხატი საკურთხეველზე აღარ დახვდათ. ხატი იღუმენის (მართლმადიდებელ მამათა მონასტრის წინამძღვარი) ადგილზე გადაბრძანებულიყო. ძმებმა ხატი საკურთხეველში დააბრუნეს და კარები საგულდაგულოდ ჩაკეტეს. მაგრამ, მეორე დილით იგივე სურათი იხილეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს ერთ, სიწმინდით გამორჩეულ ბერს ყოვლადწმიდა ქალწულმა განუცხადა – ამიერიდან ძმები მისი ხატის საკურთხეველში გადასვენებით აღარ გარჯილიყვნენ, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი ხატის საშუალებით სავანის იღუმენის ადგილი თავად დაეკავებინა.
ამ დღიდან მოყოლებული ხილენდარის მონასტერში წინამძღვარს არ ირჩევენ, არამედ პირდაპირ ნიშნავენ მის მოადგილეს. წინამძღვრის ადგილას „ტრიხერუსას” სასწაულთმოქმედი ხატი ბრძანდება და ყოველი მსახურების წინ, მამები როგორც იღუმენისგან, ლოცვა-კურთხევას მისგან იღებენ.
ათონზე ამ უდიდესი სასწაულებით განთქმული ხატის შესახებ ერთი ასეთი გადმოცემაც არსებობს: ერთმა ხატმწერმა ბერმა, რომელიც ხილენდარის მონასტერში მოღვაწეობდა, ღვთისმშობლის ხატის დაწერა მოისურვა და ფიცარზე ზეციური დედოფლის სახე ცარცით მოხაზა. მცირე ხნით ის სენაკიდან გამოვიდა და მიბრუნდა რა უკან, იხილა, რომ ხატის მონახაზზე მესამე ხელი გამოსახულიყო. ბერმა იფიქრა, რომ მას ძმებმა ბოროტად დასცინეს. განრისხებულმა გამოსახული ხელი წაშალა, მაგრამ ღამით ხელი ხატზე კვლავ გამოისახა. ასე განმეორდა სამჯერ. ბოლოს ხატმწერს ხმა მოესმა: „ნუ გაკადნიერდები და მესამე ხელს ამიერიდან ნუ წაშლი, ასეთია ჩემი ნება“. ამ საოცარი სასწაულის შემდეგ ბერმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ნება აღასრულა და დაწერა სამხელიანი ხატი, რომელმაც თავისი წინამორბედი ხატის – „ტრიხერუსას“ მსგავსად, სახელი მრავალი სასწაულით გაითქვა.

скачать dle 11.3