კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზეა დამოკიდებული ადამიანის იღბლიანობა, ბედნიერი მომავალი და როდის გაგიმართლებთ ცხოვრებაში

ზოგი ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობს, ტკბება ბედნიერებით, ზოგსაც პრობლემები აქვს და თავს ვერ ართმევს ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაზი ამბობს, ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენაზე კარმა დიდ გავლენას ახდენს. ეს ეხება როგორც ბედს, ასევე პროფესიის არჩევანსაც. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევთ შვილს, რადგან სახელი, მომავალში, ბევრ რამეზე აგებს პასუხს. მათ შორის, ბედნიერ სიყვარულზე, კარიერულ წინსვლასა და ჰარმონიულ ოჯახურ თანაცხოვრებაზეც. ასე რომ, მშობლები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სანამ შვილს სახელს შეურჩევენ და ამით მის მომავალ ბედს გადაწყვეტენ.

 ნაზი: ცხოვრებაში ყოველთვის ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც ჩვენ გვსურს. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი, მაინც ადამიანის კარმაა. როგორც ნებისმიერ მოვლენაზე ცხოვრებაში, სასიყვარულო ურთიერთობაზეც კარმა უდიდეს გავლენას ახდენს. სწორედ მასზეა დამოკიდებული, იღბლიანი და ბედნიერი იქნებით თუ არა ამ მხრივ და რამდენად გიმართლებთ ბედში. ჩვენ დამსახურებულად ვიღებთ ამ ცხოვრებაში იმას, რაც წარსულში დავთესეთ. კარმა, თქვენ მიერ წარსულში ჩადენილი საქციელის ასახვის პრინციპია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგი ქმედებები და მცდელობები, კარგ კარმას გვაძლევს, ცუდს კი, ცუდი კარმისკენ მივყავართ. როცა საქმე სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, კარმის პრინციპები ცოტა უფრო რთულად აღსაქმელი ხდება.
– სიყვარული საკმაოდ რთული, ვნებიანი და ყველაფრის მომცველი გრძნობაა. მას შეუძლია, ყველაზე გონიერ ადამიანსაც კი დააკარგვინოს თავი და ისეთი სისულელეები ჩაადენინოს, რაც სხვისგან გაუკვირდებოდა. და მაინც, როგორ საქციელს შეუძლია სასიყვარულო კარმის დაზიანება?
– სასიყვარულო კარმის დანგრევა შეუძლია ტყუილს, ღალატს, შეურაცხყოფას და ასე შემდეგ. თქვენს ჰარმონიულ სასიყვარულო ურთიერთობაში მცირედი ეჭვიანობაც კი, სასიყვარულო კარმას საგრძნობლად აზიანებს. ხომ გსმენიათ, ყველაფერი კარგად რომ იყო წყვილს შორის და მოულოდნელად დაშორდნენ. მიზეზი კი გაუგებარია. ეს კი სწორედ კარმის დაზიანების შედეგია, რამაც დაშორებამდე მიიყვანა შეყვარებული წყვილი.
–  კარმის გამოსწორება შესაძლებელია?
– თუ კარმის გამოსწორება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ წარსულში რაიმე ცუდი თუ  ჩაიდინეთ. შეიძლება, ჩადენილის გამოსწორება ვერც მოხერხდეს, სამაგიეროდ, ამჟამინდელი პრობლემების მიზეზთა გაანალიზებით, შეგიძლიათ, სწორად განაგრძოთ ჯანსაღი სასიყვარულო კარმის შექმნა თქვენი მომავლისთვის. გამოხატეთ გრძნობები, არ დაიშუროთ კომპლიმენტები, იყავით კეთილი და ყურადღებიანი საყვარელი ადამიანის მიმართ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს კარგი კარმის მოზიდვას თქვენს ურთიერთობაში. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ გადალახოთ ის გაღიზიანება, კონფლიქტური სიტუაციები და უარყოფითი ატმოსფერო, რომელიც თქვენ შორის იქმნება და ეჭვიანობის, წყენის, გარიყულობის, მიტოვების მიზეზი ხდება. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, ჯობია, გულახდილად გაარკვიოთ სიტუაცია რჩეულთან, რადგან ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება.
– გულში დაგროვლი ბოღმა და წყენა აზიანებს კარმას?
– დიახ, როდესაც წყენას და ბოღმას აგროვებთ სხვის მიმართ, ეს თქვენს სასიყვარულო კარმასაც დიდ ზიანს აყენებს. ამ უარყოფით ემოციებს კი უძლიერესი ენერგია აქვს, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ მოიშორებთ – ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებასაც დაანგრევთ და ვერც ურთიერთობებს გააანალიზებთ სწორად. ისწავლეთ ადამიანების გაგება და პატიება, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. რასაკვირველია, სიყვარული ვნებიანი გრძნობაა და პარტნიორებს შორის კამათიც „მოსულა“. ამიტომაც უნდა აკონტროლოთ ემოციები და თუ გრძნობთ, რომ აგრესია მოგეძალათ საყვარელი ადამიანის მიმართ, სასწრაფოდ დალიეთ პიტნის ჩაი და ხელები გამდინარე წყალს შეუშვირეთ. ეს სიმშვიდეს დაგიბრუნებთ და რჩეულთან კამათსაც თავიდან აგარიდებთ. დადებით და უარყოფით აზრებს მოვლენების გამოწვევის ძალა გააჩნია. თუ ნეგატიურად დაიტვირთებით, რაიმე ცუდი აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში. თუ ხშირად ფიქრობთ, რომ სასიყვარულო პარტნიორი გღალატობთ, ის აუცილებლად გიღალატებთ, რადგან, ადამიანის ფიქრის რეალიზება რეალურად შესაძლებელი ფაქტია. დადებითი მოვლენების მოსაზიდად აუცილებლად დადებითად უნდა იაზროვნოთ. უარყოფითი აზრები კი უნდა უარყოთ.
– ადამიანის სახელი სასიყვარულო ურთიერთობაში თუ ახდენს გავლენას?
– სახელი დაბადებიდანვე დიდ ზეგავლენას ახდენს მისი ფსიქოტიპის ჩამოყალიბებასა და სამომავლო ბედის განსაზღვრაზე. შვილს არასდროს არ უნდა დაარქვათ იმ ადამიანის სახელი, რომელსაც ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ხშირად ავადმყოფობდა ან წარუმატებელი პიროვნება იყო. ასეთი ადამიანის პატივსაცემად დარქმეულმა სახელმა, შეიძლება, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვის განვითარებასა და მომავალზე. ბავშვისთვის შერჩეული სახელი წარმატებული ბედის უნდა იყოს. ასევე, შეეცადეთ, ყოველთვის გაარკვიოთ არჩეული სახელის მნიშვნელობა და გადახედოთ მსგავსი სახელის მქონე სხვა ადამიანების ბედს. ნებისმიერ შემთხვევაში, ლამაზი ჟღერადობის გარდა, სახელის დადებით მნიშვნელობასა და მუხტზეც იფიქრეთ.
– თუმცა, ბედისწერას რომ ვერავინ ასცდება, ამაშიც ხომ მეთანხმებით?
– ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება, რადგან ნებისმიერი მოვლენა ასტრალში დიდი ხნით ადრე მზადდება და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ ესაა ბედისწერა. რაც შეეხება ბედს, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ ცვლილებები. ეს, რასაკვირველია ბედისწერას არ ცვლის. თუ საქმე არ გამოგდით, არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ მიიჩნიოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ და გცდით. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები, თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ კურსი შეიცვალეთ. ეს ბუნებრივია, ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად არა. ამას თქვენ გარდა, ვერავინ მიხვდება, ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, ბედიც რომ გაგიღიმებთ და კარმული თვალსაზრისითაც მოგებას მოგიტანთ.

скачать dle 11.3