კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ამცირებს კიბოს რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს


თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაიცავთ, დიდხანს იცოცხლებთ და თან, დაავადებებსაც აარიდებთ თავს. ამიტომ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები.
* მეტი იმოძრავეთ. სიარული დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად მარტივი საშუალებაა. მოერიდეთ სტრესს და ხშირად არ იწუწუნოთ.
* კარგად გამოიძინეთ. დასაძინებლად მაშინ დაწექით, როცა ამის საჭიროებას იგრძნობთ. უძილობის თავიდან ასაცილებლად, დაწოლამდე რამდენიმე ხნით ადრე, თაფლიანი წყალი მიირთვით და წყნარ, მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ. კარგია დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნება.
* ხშირად გაიღიმეთ და იხუმრეთ. იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
* ყოველთვის მიირთვით მშვიდ გარემოში და საუზმეს ნუ გამოტოვებთ, რადგან ის კონცენტრაციის ერთადერთი მასტიმულირებელი საშუალებაა. ჭამეთ სალათები, თევზი. მოხარშული ან შემწვარი პროდუქტი აუცილებლად უმ პროდუქტს შეუხამეთ – მაგალითად, 100 გრამი ხორცი და 200 გრამი ქორფა სალათა. შაქარი თაფლით შეცვალეთ, რადგან ენერგიის ეს შესანიშნავი წყარო ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ნუ შეჭამთ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ კერძს, რადგან ეს მავნებელია კუჭისა და კბილებისთვის.
* ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი, კვირაში ერთ დღეს კი მხოლოდ წყალი სვით და უმი ბოსტნეული მიირთვით. ეს ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ.
* უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ამცირებს კიბოს რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ასეთებია: პომიდორი, ისპანახი, ბროკოლი, სტაფილო, ნიორი, ვაშლი, ყურძენი, ქლიავი, მოცვი და ასე შემდეგ.
*გრილი აბაზანა არა მარტო ებრძვის მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ სტრესს, არამედ, ზოგიერთი დაავადებისგან თავის დაღწევაშიც გვეხმარება. აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზებელ ზემოქმედებას ახდენს, რის გამოც ძილის წინ მის მიღებას ნამდვილად არ გირჩევთ.
*სწრაფად გახდომის მსურველებზე ეფექტურად და დადებითად მოქმედებს სპეციალური კონტრასტული აბაზანები. მათი საშუალებით ადამიანი დღეში 300-დან 400 გრამამდე იკლებს. აბაზანა ჭამიდან ორი საათის შემდეგ უნდა მიიღოთ და მისი ხანგრძლივობა ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს.
*გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე ანთებითი პროცესებისა და თრომბოფლებიტის დროს, წყლის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული.
*მარილის აბაზანა ხსნის კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ამცირებს ტრავმების ნეგატიურ შედეგებს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. მას მიკრომასაჟის თვისებაც აქვს, ააქტიურებს წვრილ კაპილარებში სისხლის მიმოქცევას. წყალში გახსნილი მარილის ნაწილაკები კანიდან შეიწოვება და ქმნის ეგრეთ წოდებულ მარილოვან საფარს, რომელიც მოქმედებას პროცედურის შემდეგაც განაგრძობს. მარილის აბაზანა ასე უნდა მოამზადოთ: 5 სადილის კოვზი სუფრის ან ზღვის მარილი გახსენით ცხელ წყალში და შემდეგ, სასურველ ტემპერატურამდე გააზავეთ ცივ წყალში.
*წიწვოვანი მცენარეების ექსტრაქტის აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმებს და საგრძნობლად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, მით უმეტეს, კლიმაქსურ პერიოდში.

ასაკის მატებასთან ერთად ჭამეთ ბევრი შავი ქლიავი, ხაჭო, ყველი, ისპანახი და ბოლოკი
ასაკთან ერთად მკვეთრად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი. მას თავიდან აიცილებთ, თუ პროფილაქტიკისთვის ხალხურ მედიცინაში აპრობირებულ მეთოდებს გაითვალისწინებთ. მაგალითად, მოხარშეთ 7-8 ცალი კვერცხი და გაფცქვენით. ნაჭუჭს მოაშორეთ აპკი, ნაჭუჭი კარგად გააშრეთ და დაფქვით. დააწვეთეთ ლიმონის 2-3 წვეთი და მიიღეთ დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი სამი კვირაა.
ჩვენი საკვები რაციონი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური მარილებისა და ბალასტური ნივთიერებებისგან შედგება, არადა, ხანდაზმულობის დროს აუცილებელია ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებების ოპტიმალური ბალანსის დაცვა.
ასაკის მატებასთან ერთად, ფერხდება ორგანიზმის მიერ ნახშირწყლების ათვისება. მათ სიჭარბეს კი შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის განვითარება მოჰყვეს. ამიტომ, შეამცირეთ თქვენს რაციონში ცომეულის, ბრინჯისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ, ისინი ჩაანაცვლოთ ჩირით, ნაკლებად ცხიმიანი ყველით და ასე შემდეგ.
რძის პროდუქტებიდან აუცილებელია მაწონი და ხაჭო. ისინი ხელს უშლის ნაწლავებში ლპობის გამომწვევი მიკრობების წარმოქმნას, არეგულირებს წვრილი ნაწლავის მუშაობას, ებრძვის კოლიტს და ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ცხიმები ეცადეთ, შეამციროთ. ჭამეთ რაც შეიძლება ნაკლები ქოლესტერინის შემცველი პროდუქტი, მაგალითად, ღვიძლი, ენა, კვერცხის გული. ხშირად გამოიყენეთ მცენარეული ცხიმი და მოერიდეთ ცხოველური ცხიმების მოხმარებას.
ასევე, ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა მინერალურ მარილებზე, კერძოდ, რკინაზე, მაგნიუმზე, კალციუმსა და სელენზე. ამ ელემენტებს კი დიდი რაოდენობით შეიცავს ქლიავი, ყველი, ყვავილოვანი კომბოსტო და გარგარის ჩირი.
იმისთვის, რომ ორგანიზმი საკმარისი ვიტამინებით მოამარაგოთ, ხშირად მიირთვით ბოსტნეული, კერძოდ, ნიორი, ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, მწვანილი, წიწაკა; ასევე, ჟოლო, ცირცელი და ასე შემდეგ, რადგან მათში ბევრია ბეტა-კაროტინი, B, C და E ვიტამინები.
ბალასტური ნივთიერებებით კი მდიდარია ქატო და მარცვლეული. ეს პროდუქტები მკვეთრად აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამცირებს ჰიპერტონიისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.
ისპანახი ბევრ მნიშვნელოვან, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. კერძოდ: ცილას, კაროტინს, B1, D, E და K ვიტამინებს, ნახშირწყლებს, მინერალურ ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, რკინასა და იოდს. ასეთი შემადგენლობის გამო, ის დიეტურ საკვებად გამოიყენება. ისპანახი კარგია ანემიის, ყაბზობისა და მეტეორიზმის დროს. გარდა ამისა, ის რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტონიის სამკურნალოდ.
ისპანახს აქვს ანტირაქიტული ზემოქმედება. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. გამოიყენება პარადონტოზის საწინააღმდეგოდაც.
ისპანახი არ შეიძლება მათთვის, ვინც დაავადებულია ნიკრისის ქარით, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიით.
ბოლოკში კი, ბევრი უჯრედისია. აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, აკავებს მიკროორგანიზმების ზრდას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამცირებს შაქრის დონეს სისხლში, ამაგრებს კაპილარებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეთმოსხმული ბოლოკი. იმ სალათებს კი, რომელშიც ბევრია კამა, ოხრახუში და სხვა სანელებლები, ორგანიზმი იოლად ითვისებს.

დააკვირდით სარკეში თქვენს სახესა და ტანს და მიხვდებით, რომელი შინაგანი ორგანო ითხოვს შველას
*ზურგის ზედა ნაწილში გამონაყარი იმაზე მიანიშნებს, რომ ლიმფური ქსოვილები წესრიგში არ არის. გამონაყარი ზურგის შუა ნაწილში კი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევებზე მეტყველებს. ღამით ღვიძლი აქტიურად მუშაობს. ამ ორგანოს მთავარი მიზანი ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაა. სწორედ ეს ტოქსინები ხდება გამონაყარისა და სახის ფერის ცვლილების მიზეზი. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ძილის ხარისხსა და სწორ კვებას. ასევე, გირჩევთ, ყოველდღიურად დალიოთ მინერალური წყალი.
* სახის ქვედა ნაწილში გამონაყარი ენდოკრინული პრობლემების ნიშანია, ასევე, შესაძლოა, საკვერცხეების დაავადებითაც იყოს გამოწვეული. ასეთი დარღვევები ამ ორგანოების დაძაბვაზე მეტყველებს.
* თუ გამონაყარი შუბლზე, ცხვირზე ან ზედა ტუჩზე ჩნდება ხშირად, ეს ნაწლავების დაავადების ბრალია. თუ ნაწლავის პრობლემებს დროზე მიხედავთ, გამონაყარიც გაქრება.
* თვალების ქვემოთ, უპეების შესიება საშარდე ბუშტის ანთებას მოასწავებს. თვალების ქვეშ შავი რგოლები – ღვიძლის პრობლემის ბრალია, ხოლო მოლურჯო შეფერილობის რგოლები – თირკმელების დაავადების ნიშანი.

ღვიძლს არ უყვარს ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები
ღვიძლის უჯრედებში შეუწყვეტლივ მიმდინარეობს ქიმიური რეაქცია – ალკოჰოლის გადამუშავება, ტოქსინების გამოდევნა, გლუკოზის მარაგის შექმნა და მისი გაცემა, ქოლესტერინისა და სხვა ლიპიდების წარმოქმნა და ცვლა, ნაღვლის გადამუშავება და ასე შემდეგ. ასევე, ღვიძლის უჯრედებს შესწევს აღდგენის უნარი, მაგრამ ეს – გარკვეულ ზღვრამდე. ალკოჰოლმა, ზოგიერთმა წამალმა, ვირუსებმა, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ღვიძლს, რაც მაშინვე აისახება მთელ ორგანიზმზე – იცვლება სახის ფერი, ირღვევა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობა, პირის ღრუში ჩნდება უსიამოვნო სუნი. ამ დროს სასწრაფოდ უნდა ჩაიტაროთ სისხლის ბიოლოგიური ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა. ასევე, აუცილებელია ანალიზი ჰეპატიტის ვირუსზე.
თუ ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მიიღებთ, ღვიძლში ირღვევა ცვლის პროცესი, უჯრედები კვდება და ვითარდება ციროზი. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ ღვიძლი ალკოჰოლით. ასევე, არ ჭამოთ ცხიმიანი, შემწვარი, მწარე და შებოლილი პროდუქტები დიდი რაოდენობით.
ახალი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეულის ქატო ღვიძლის კარგი და ბუნებრივი გამწმენდია. ეს ყველაფერი შეიცავს ბევრ უჯრედისს და პექტინურ ნივთიერებას. ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე ლითონებსა და ტოქსინებს.

დღის რომელი ნაწილია
ორგანიზმის დასვენებისა და აქტიურობისთვის უკეთესი
დღის გარკვეულ მონაკვეთში აღწევს ჩვენი ორგანიზმის ფიზიკური ძალები მაქსიმუმს. ამიტომ, თუ იცით, რომელ დროს, როგორ იმოქმედოთ, ამით ძალიან დაეხმარებით თქვენს ჯანმრთელობას – ღრმა სიბერემდე ნათელ გონებას, ენერგიასა და შრომისუნარიანობას შეინარჩუნებთ.
ადამიანის ყველა შინაგანი ორგანო, მათ შორის ტვინიც, მთელი სიცოცხლის განმავლობაში კარგად რომ გემსახუროთ, დღეში სამჯერ მაინც უნდა ივარჯიშოთ. სხვათა შორის, სწორედ დღეში სამჯერ აღწევს ორგანიზმის ფიზიკური ძალები მაქსიმუმს და ასევე, დღეში სამჯერ დგება დაღლილობის პერიოდიც. ეს პერიოდები უნდა იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორად დაგეგმოთ ნებისმიერი ნაბიჯი.
* დღის ორი საათიდან ოთხ საათამდე არ არის რეკომენდებული საჭესთან ჯდომა, რადგან ამ დროს ორგანიზმი უდიდეს დატვირთვას განიცდის.
* სწავლის, ინტელექტუალური განვითარებისა და სხვა დატვირთვისთვის საუკეთესო დროა 4-დან ექვს საათამდე.
* ყველაზე აქტიური და შრომისუნარიანი პერიოდი ათიდან თორმეტ საათამდე დგება. ამ დროს კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების მოგვარება, ხელშეკრულებების დადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებები.
* ფიზიკური შრომისთვის კარგია სამიდან ოთხ საათამდე პერიოდი. ამიტომ, ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი ფიზიკური სამუშაო სწორედ ამ მონაკვეთში უნდა შეასრულოთ.
* სპორტს დაუთმეთ დღის პირველი ნახევარი. ამ დროს ვარჯიში გაცილებით დადებით შედეგს მოგიტანთ.
* დღის პირველი საათიდან ორ საათამდე აუცილებელია საკვების მიღება. ამით თავიდან აიცილებთ კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს.
* შვიდი-რვა საათიდან ათ საათამდე შეგიძლიათ, უყუროთ ტელევიზორს ან იკითხოთ. ამით, ღამით მშვიდი ძილისთვის კარგ პირობას შეიქმნით.

скачать dle 11.3