კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავაწყოთ სასურველი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან და რომელ წლებში დაბადებულებთან არ ღირს კამათი

თუ გეცოდინებათ თქვენი საყვარელი ადამიანის შინაგანი ბუნება და მისწრაფებები, მაშინ მასთან ურთიერთობასაც ადვილად დაამყარებთ და   კონფლიქტის მართვასაც შეძლებთ. დაადგინეთ მისი დაბადების სტიქია და მხოლოდ ამის შემდეგ შეარჩიეთ მასთან საუბრის ტონი და ურთიერთობის სტილი. 
მიწის სტიქიას განეკუთვნებიან ის ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ კუროს, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ. მათ უყვართ პირდაპირობა, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და სტაბილურობა. მათ ყველაფერი გულწრფელად უნდა მოუყვეთ. არ უყვართ სიურპრიზები. იყავით რაც შეიძლება ბუნებრივი, რომ მათი გულის მონადირება ადვილად შეძლოთ.
ჰაერის სტიქიის ქვეშ დაიბადნენ: სასწორი, ტყუპები და მერწყული. მათ უყვართ ცვლილებები და ექსპერიმენტები. მათთან ურთიერთობის წამოწყება ადვილია, მაგრამ ამ ურთიერთობის შენარჩუნებაა რთული. არ უყვართ, როცა მაღალი და დიქტატორული ტონით ესაუბრებიან. თუ ერთხელ გაბრაზდნენ, შემდეგ მათი გულის მოლბობა და შემორიგება ძალიან გაგიჭირდებათ.
წყლის სტიქიას განეკუთვნებიან თევზების, მორიელისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები. გამოირჩევიან  ოცნებებისა და ფანტაზიის დიდი ნიჭით. მათი გაბედნიერება ადვილია ლამაზი და თბილი სიტყვებით. არარეალური დაპირებებიც კი საკმარისია ნდობის მოსაპოვებლად. ისინი იშვიათად კამათობენ და გამოდიან წყობიდან, მაგრამ, მათ გაბრაზებას არ გირჩევთ.
ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან ვერძის, ლომისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულები. ბუნებით ლიდერობის მიუხედავად, მუდამ საჭიროებენ მხარდაჭერას. ძალიან ჯიუტები არიან და ვერ ხედავენ საკუთარ შეცდომებს. მთავარია, თქვენს რჩეულს მისცეთ დრო, რათა მიხვდეს, რამდენად ღირებული ადამიანი ხართ მისთვის და დარწმუნდეს, რომ თქვენთან კამათი მას კარგს არაფერს მოუტანს. მთავარია, აცადოთ, გაიაზროს ყოველი თავისი სიტყვა და მოქმედება.
ასევე, აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, კონკრეტულ წლებში დაბადებული ადამიანები შესაბამის ფსიქოლოგიურ ჯგუფებად იყოფიან და მათ აბსოლუტურად განსხვავებული მისწრაფებები და ინტერესები გააჩნიათ.
ზოგადად, ადამიანები იყოფიან ასტროლოგიურ-ფსიქოლოგიურ ჯგუფებად და, შესაბამისად, აბსოლუტურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან შინაგანი ბუნებითა და ნიშან-თვისებებით. თუ იცით ადამიანის დაბადების წელი, აღმოსავლური ასტროლოგიური რჩევები დაგეხმარებათ, გადალახოთ მასთან ურთიერთობისას დაბრკოლებები; ასევე, გაიიოლოთ ურთიერთობა როგორც პირად, ასევე, სასიყვარულო და პროფესიული თვალსაზრისით.
ვირთხის, ხარისა და ტახის წლებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან შედარებით დაბალი მგრძნობელობით. მათ შეუძლიათ, დღედაღამ თავდაუზოგავად იშრომონ, რომ ცხოვრებაში წინ წაიწიონ. უსაქმურ ადამიანებთან ვერ მეგობრობენ. რაც შეეხება სასიყვარულო და ოჯახურ თანაცხოვრებას, მათგან სინაზესა და თანაგრძნობას ნუ ელით. ისინი თავისუფალი არჩევნის უფლებას გიტოვებენ. თუ მათთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება გინდათ ან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას აპირებთ, გაითვალისწინეთ ზემოთ ნათქვამი, რათა მომავალში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს აარიდოთ თავი.
გველის, ცხენისა და თხის წლებში დაბადებული ადამიანები განსაკუთრებული ჰუმანურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევიან. ყოველთვის რცხვენიათ საკუთარი ემოციების სააშკარაოზე გამოტანა. ცდილობენ, გარშემო მყოფთ ძლიერებად მოაჩვენონ თავი, არადა, სინამდვილეში, ძალიან დამყოლები არიან და მათი გულის მოლბობაც ადვილად შეგიძლიათ. ამ წლებში დაბადებულები ვერ იტანენ ძალადობასა და მითითებებს. ამიტომ, დელიკატურები უნდა იყოთ, თუ გსურთ, რომ მათთან პრობლემები არ შეგექმნათ.
მაიმუნის, მამლისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნებისანი არიან. თუ რაიმე მოინდომეს, ვერაფერი შეაჩერებთ. ეს მომენტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მათთან სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობის დროს. ამას გარდა, ისინი ვერ იტანენ, როცა არ უსმენენ.
ვეფხვის, კატისა და დრაკონის წლებში დაბადებული ადამიანების გვერდით თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ. კარგი მეოჯახეები, ერთგული მეგობრები და სანდო კოლეგები არიან. საღი აზროვნება აქვთ და ინტუიციურ დონეზეც ზუსტად მოქმედებენ. გამოირჩევიან რომანტიზმით, არიან საუკეთესო მეუღლეები. ტკბილი სიტყვით მათ ბევრ რამეს გააკეთებინებთ.

скачать dle 11.3