კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი ქმარი ყოფილ შეყვარებულთან შერიგებას აპირებს
გაზაფხულზე გავთხოვდი. თითქმის მთელი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს მე და თემო. ჯერ არ ვაპირებდი გათხოვებას, მაგრამ, თემო იმდენს მეხვეწა და ისე მეფიცებოდა სიყვარულს, ბოლოს მეც დავთანხმდი. საქორწინო მოგზაურობაში მაშინ ვერ წავედით რაღაც მიზეზების გამო, სამაგიეროდ, ივლისის დასაწყისში გავემგზავრეთ ეგვიპტეში – თან იაფი ჯდებოდა და თან ძალიან საინტერესო იყო.
ძალიან ბედნიერი ვიყავი. სიყვარულისგან და სიხარულისგან დავფრინავდი. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ იქ უამრავი ქართველი ვნახეთ და მათ შორის ბევრი იყო ნაცნობი. პრინციპში, ამას მოველოდი კიდეც, მაგრამ ერთ ქართველ წყვილთან შეხვედრის შემდეგ თითქოს ქმარი შემიცვალეს: სულ მოღუშული და დაბოღმილი იყო; ყველაფერზე ღიზიანდებოდა და ნერვები ეშლებოდა; ყოველ სიტყვაზე მიშარდებოდა და მეჩხუბებოდა, მოკლედ, აშკარად ნერვებს ვუშლიდი და ვაღიზიანებდი, მაგრამ არ იცოდა, როგორ მოვეშორებინე თავიდან.
ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რა დაემართა, რატომ შევძულდი ასე სწრაფად. ძალიან ბევრი ფიქრისა და დედუქციის მეთოდის გამოყენების შემდეგ კი იმ დასკვნამდე მივედი, რომ თემოს სწორედ იმ დღიდან აერია ტვინი, ქართველი ცოლ-ქმარი – ნათია და გური რომ გავიცანით. თავიდან თითქოს ორივე მომეწონა, განსაკუთრებით – ნათია. მერე შევამჩნიე, რომ გური ძალიან ხშირად არ გამოიყურებოდა ადეკვატურად, რის გამოც ნათია სულ დაძაბული იყო ხოლმე და ცდილობდა, ქმრის გარეშე ევლო ყველგან. სად ახერხებდა გური ამ შუაგულ ეგვიპტეში ნარკოტიკის შოვნას, აზრზე არ ვარ, მაგრამ, რაც იქ ვიყავით, ალბათ, სულ ერთი-ორჯერ ვნახე ფხიზელი. ძალიან შემეცოდა ნათია და ვუთხარი კიდეც ეს თემოს, რაზეც ისეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა, გამიკვირდა კიდეც. ერთ საღამოს კი დავინახე და გავიგონე კიდეც, როგორ ეჩხუბებოდა თემო აცრემლებულ ნათიას ქუჩაში – ამ სირზე (ბოდიშს გიხდით უწმაწურობისთვის) როგორ გამცვალე, ყველაფერი ახია შენზე, ახლა ნუღარ მთხოვ დახმარებასო. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გავიგე, თურმე, დახმარებას კი არა, დაბრუნებას სთხოვდა (ალბათ, მიხვდით, რომ ნათია თემოს ყოფილი შეყვარებული აღმოჩნდა, რომელიც მას სწორად იმ ნარკომანის გამო დაშორებია, ახლა კი ნანობდა თავის არასწორ არჩევანს და ცდილობდა, თუნდაც ჩვენი ოჯახის დანგრევის ფასად, ისევ დაებრუნებინა თემო.
მე არ მითქვამს თემოსთვის, რომ მათი საუბარი თუ საქმის გარჩევა გავიგონე. იმ ამბიდან მეორე თუ მესამე დღესვე დავბრუნდით თბილისში, რადგან, თურმე, ნათია და მისი ქმარიც ბრუნდებოდნენ. იმ დღიდან ჩემი ქმარი თბილად აღარ დამლაპარაკებია. დილიდან საღამომდე (როცა სახლშია) თავის ოთახშია ჩაკეტილი და აშკარად იმ ნათიას ელაპარაკება სკაიპით. არ ვიცი, იმას ვერ იშორებს თავიდან თუ თვითონ აპირებს მასთან დაბრუნებას, მაგრამ, ჩვენ რომ გაგვიფუჭდა ურთიერთობა, ამას წყალი არ გაუვა.
მე მაინც ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი და არ მინდა ოჯახის დანგრევა, თუმცა, გამოგიტყდებით, რომ ასე ცხოვრებაც აღარ  შემიძლია. კიდევ რამდენიმე დღეს ვაცლი გონზე მოსასვლელად და, თუ თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, უფრო სწორად, ვისთან უნდა ცხოვრება, მე მივაღებინებ გადაწვეტილებას – აირჩიოს ის, ვინც ერთხელ უკვე უღალატა, ერთხევლ უკვე უარყო და ახლა მხოლოდ იმიტომ უნდა მისი დაბრუნება, რომ იმ არარაობისგან დაიხსნას თავი და, მერე, თუ კიდევ გამოჩნდება ვინმე თემოზე  უკეთესი, ისევ უღალატოს და მიატოვოს. მე კი აღარ მინდა ისეთ კაცთან ცხოვრება, რომელიც ლამის 30 წლის ასაკშიც კი ვერ გარკვეულა, ვინ უყვარს და ვისთან უნდა ყოფნა.
ეკო, 23 წლის.

скачать dle 11.3