კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცეს ქართველი მეცნიერის დახმარებით ბოროტმოქმედებმა 20 მილიონი მანეთი და ნახევარი ტონა ოქრო

პატარა გენიოსი
1963 წლის მაისში 13 წლის თბილისელმა მოსწავლემ, ანდრო გაბელიამ, მოსკოვში გამართულ ნორჩ ტექნიკოსთა საკავშირო კონკურსში გაიმარჯვა. მის მიერ აწყობილმა მოკლეტალღურმა რადიოგადამცემმა პირველი ადგილი აიღო და საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერების აღტაცება დაიმსახურა. გამარჯვებული ქართველი მოსწავლე საკავშირო პიონერულ ბანაკ „არტეკში“ ერთი თვით გაგზავნეს დასასვენებლად, სადაც მან მრავალფუნქციური რადიოკვანძი შექმნა და ამის გამო ბანაკის ხელმძღვანელობამ ანდროს კიდევ ორი თვით გაუხანგრძლივა ბანაკში დასვენება და ისე გამოვიდა, რომ ბიჭმა მთელი ზაფხული  გაატარა „არტეკში”. თბილისში დაბრუნების შემდეგ ანდროს სკოლას „არტეკიდან“ მადლობის წერილი და დიდი წითელი დიპლომი მოუვიდა, რის შემდეგაც, ისედაც კარგად ცნობილი და პოპალარული ანდრო კიდევ უფრო დაფასებული გახდა. მისი სკოლის დირექტორი კი სიხარულით მეცხრე ცაზე დაფრინავდა. არანაკლებ ხარობდნენ თბილისის პიონერთა სასახლის „ნორჩი ტექნიკოსის“ წრეშიც, რადგან ანდროს ქების წერილი მათაც მიუვიდათ. ერთი სიტყვით, ქართველ ვუნდერკინდს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
მჟავანაძის თვითმფრინავი
პირველი დიდი წარმატების შემდეგ პატარა ანდროს ცხოვრება აღმავალი ნიშნით წარიმართა და სკოლის დამთავრებამდე მრავალი საკავშირო ჯილდო დაიმსახურა. 1966 წლის დეკემბერში კი, ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაში გამართულ ჭაბუკ რადიომოყვარულთა კონკურსზე ანდროს აწყობილმა პორტარტულმა რადიომოწყობილობამ დიდი ოქროს მედალი და საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილი დაიმსახურა. მოსკოვში დაბრუნებულ ქართველ ჭაბუკს ცნობილი საბჭოთა რადიოინჟინერი, აკადემიკოსი პავლე კუკუშკინი შეხვდა, გაესაუბრა, აღფრთოვანებული დარჩა და თავის კოლეგებს უთხრა:
– ამხანაგებო, გარწმუნებთ, რომ ეს გენიოსი ჭაბუკი რამდენიმე წელიწადში დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი დარგის განვითარებაში.
თბილისში დაბრუნებულ ანდროს, რომელიც სულ რაღაც 17 წლის იყო, როგორც დიდსა და ავტორიტეტულ ადამიანს, ისე ეპყრობოდნენ, პატივს სცემდნენ და ჭკუას ეკითხებოდნენ. ანდრომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა და 1967 წლის ივლისის მიწურულს მოსკოვის ბაუმანის სახელობის  ტექნიკურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად ემზადებოდა. 24 ივლისს მას საქართველოს „კაგებეს“ რადიოტექნიკური განყოფილების თანამშრომლები და გამომძიებლები ეწვივნენ. მის ეზოსთან კი პელენგატორიანი რადიოფურგონი იდგა. სწორედ მისი მეშვეობით იპოვეს ანდრო. საქმე ის იყო, რომ 23 ივლისის ღამეს თბილისისკენ მომავალმა თვითმფრინავმა, რომელსაც „ცეკას“ პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე მოჰყავდა, აეროპორტში დაჯდომა ვერ შესძლო და კვლავ მოსკოვში გაფრინდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ სამთავრობო ავიახაზები უცნობი  სიგნალებით იყო დაბლოკილი და აეროდისპეტჩერები თვითმფრინავის დასმას ვერ ახერხებდნენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომელსაც საბოტაჟის სუნი ასდიოდა. ამიტომ საქმეში „კაგებე“ ჩაერთო, ისინი კი ანდროს მიადგნენ, რომელმაც ეს რადიოხულიგნობა ჩაიდინა და მას ხელწერილი ჩამოართვეს, რომ ასეთ საქციელს აღარ ჩაიდენდა. ორი დღის მერე ანდრო და მამამისი მოსკოვში გაემგზავრნენ. აბიტურიენტმა წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და17 წლის ყმაწვილი ბაუმანის ინსტიტუტის ყველაზე ახალგაზრდა სტუდენტი გახდა.
ძარცვა
ანდრო აკადემიკოს პავლე კუკუშკინის უსაყვარლესი სტუდენტი გახდა. ღვაწლმოსილი აკადემიკოსი შვილიშვილის ტოლ ბიჭს პატივისცემის ნიშნად მამის სახელით მიმართავდა და „ანდრო ივანიჩს” ეძახდა. აკადემიკოსმა ბიჭს თავისი ლაბორატორია დაუთმო, სადაც ქართველი ყმაწვილი ცდებს ატარებდა. 1971 წელს, 21 წლის მეოთხეკურსელმა სტუდენტმა უნიკალური რადიოპულტი შექმნა, რომელშიც სხვადასხვა სიხშირის სიგნალების დაჭერა, გარდაქმნა და მართვა შეეძლო. ეს იყო გენიალური გამოგონება, რომელიც მაშინვე გაასაიდუმლოეს, სამხედრო-სარაკეტო და საავიაციო მრეწველობაში დანერგეს და დღემდე იყენებენ. ანდრომ დროზე ადრე მიიღო ინსტიტუტის დიპლომი. მის სადიპლომო ნამუშევარს კი საკანდიდატო ხარისხი მიანიჭეს. 22 წლის ქართველი ახალგაზრდა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გახდა. ამ დამსახურებისთვის მას მოსკოვში ოთხოთახიანი ბინა მისცეს და ერთ-ერთ გასაიდუმლოებულ ლაბორატორიაში გაამწესეს, რომელსაც აკადემიკოსი კუკუშკინი კურირებდა. კუკუშკინს ორი ქალიშვილი ჰყავდა – ალა და ნატა. 26 წლის ალა ანდროს უყვარდა და მისი გულის მონადირებას ცდილობდა, ალა კი სულ სხვა ადამიანი იყო – კრიმინალური მენტალიტეტის მქონე გოგონა დიდ საქმეზე ოცნებობდა. იგი სახელმწიფო ბანკში მუშაობდა და ორგანიზებულ დამნაშავე ჯგუფთან იყო დაკავშირებული. ჯგუფს ყოფილი სამხედრო ლეიტენანტი, 36 წლის რომან კაზანცევი ხელმძღვანელობდა. ალა რომანის საყვარელი იყო და მისი გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. რომანმა ანდროს შესახებ ალასგან იცოდა და ხშირად დასცინოდა შეყვარებულ ქართველ ახალგაზრდას. ერთ მშვენიერ დღეს ალამ რომან კაზანცევს უთხრა:
– როგორც იქნა, ჩვენს ქუჩაზეც მოვიდა ზეიმი. რაზეც ეს წლები ვოცნებობდით, რეალური ხდება და, თუკი ყველაფერს ზუსტად შევასრულებთ, დიდ კუშს ავიღებთ.
ალამ კაზანცევს უამბო, რომ 1972 წლის 4 ივნისს მოსკოვიდან კიევში საბჭოთა კავშირის ფინანსთა სამინისტროს პატარა კუთვნილი თვითმფრინავი უნდა გაფრენილიყო. თვითმფრინავში 20 მილიონი მანეთი, 500 კილოგრამი ოქრო და ფინანსური დოკუმენტაცია იქნებოდა. ქალმა რომანს ამ თვითმფრინავის გაძარცვა შესთავაზა.
– კი მაგრამ, როგორ უნდა გაძარცვო ეგ თვითმფრინავი, მას ხომ გაძლიერებული დაცვა ეყოლება და აეროპორტამდეც კი არავინ მიგვასუნინებს, – უთხრა რომანმა ალას.
– დაცვა მას მხოლოდ აეროპორტამდე მიაცილებს და კიევში დახვდება. ჩვენ ის ჰაერიდან უნდა მოვხსნათ, – მიუგო ალამ, რაზეც რომანმა უთხრა:
– შენ, მგონი, შეიშალე, ჩემო გოგონა, დიდი საქმის იდეაფიქსმა რეალობას მოგწყვიტა.
– სულაც არა, – გაეცინა ალას, – თვითმფრინავს მოსკოვიდან 160 კილომეტრით დაშორებულ, მიტოვებულ სამხედრო აეროდრომზე დავსვამთ. შენ და შენი არწივები კი მას იქ დახვდებით და გაძარცვავთ.
– ჰო, დასვამ, ხელს ჩაავლებ და დასვამ... ან, უბრძანებ – დაჯექიო და დაჯდება.
– თვითმფრინავს ჩემი თაყვანისმცემელი ანდრო დასვამს. მან სპეციალური მოწყობილობა გამოიგონა და, მე რომ ვეტყვი, შეასრულებს, – მიუგო ალამ კაზანცევს.
1972 წლის 4 ივნისს, დილის 9 საათსა და 47 წუთზე, ანდრო გაბელიამ თვითმფრინავი მიტოვებულ აეროდრომზე დასვა თავისი მოწყობილობის მეშვეობით. კაზანცევმა და მისმა ბანდამ ის ხუთ წუთში „გაასუფთავეს” – ფული და ოქრო გატაცებულ სამხედრო მანქანაზე დატვირთეს და გაუჩინარდნენ.
მოსკოვის მახლობლად განხორციელებული დანაშაული უპრეცედენტო იყო როგორც თავისი მასშტაბებით ისე შესრულების მხრივ. თუმცა, ამ დანაშაულის ყველა მონაწილე „კაგებემ“ ორ დღეში დააპატიმრა. პირველად ანდრო აიყვანეს, შემდეგ კი – ალა კუკუშკინა და კაზანცევი თავისი შეიარაღებული ბანდით. ყოფილ სამხედროებსა და მის ბანდიტებს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალა კუკუშკინას პირობითი ხუთწლიანი სასჯელი გამოუტანეს და გაძლიერებული მეთვალყურეობა დაუწესეს. გენიალური ქართველი რადიომეცნიერი კი „კაგებემ“ ისე გაასაიდუმლოა, რომ მისი ადგილსამყოფელი სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა.

скачать dle 11.3