კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი პროდუქციის ფასი დახლსა და სალაროსთან არ ემთხვევა ერთმანეთს და რა უფლებები აქვს მომხმარებელს პროდუქციის შეძენისას და მომსახურების დროს

თუმცა ფასდაკლების ხიბლი ისაა, რომ გამონაკლისია და რეალური, ქართულ სინამდვილეში ფასდაკლებები მომხმარებელთა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ისინი ცხადდება პერმანენტულად, ოღონდ ის ხინჯი აქვს, რომ რეკლამაში მოსმენილი ინფორმაცია რეალურს არ ემთხვევა. იცავს თუ არა კანონი მომხმარებელს ამ კუთხით და როგორ უნდა დაიცვან თავი, უფრო ზუსტად, ჯიბეები მოქალაქეებმა „სეილის“ ანკესზე წამოგებისგან, –  თემას იურისტ ლევან ალაფიშვილთან ერთად განვიხილავთ.

 – როდესაც არ ემთხვევა ამა თუ იმ სავაჭრო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ფასდაკლება რეალობას, რას ამბობს ამ დროს კანონი?
– კანონი, ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი, ყველა გამყიდველს უდგენს იმ ვალდებულებას, რომ მყიდველს მიაწოდოს მინიმალური, მაგრამ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, მან მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ პროდუქტისა თუ მომსახურების მიღებაზე და მათ შორს დაიდოს გარიგება, ანუ წარმოიშვას სამართლებრივი ურთიერთობა. კანონი ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში იძლევა საშუალებას, სადავო გახდეს ეს დადებული გარიგება და შეწყდეს კიდეც, თუ მყიდველს არასწორი ინფორმაცია მიეწოდა ფასის შესახებ ან მყიდველი მალევე აღმოაჩენს სხვა დარღვევას, იქნება ეს ვარგისიანობის ვადა თუ სხვა. ანუ მყიდველს კანონი აძლევს უფლებას, მოითხოვოს ნაყიდი პროდუქტის შეცვლა, ან მისი უკან დაბრუნება. არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც განაპირობებს იმ შეცდომებს, რომლებსაც ვუშვებთ მომხმარებლები: სამოქალაქო ცნობიერების, სამოქალაქო კულტურის დაბალი ხარისხი, საკუთარი უფლებების არცოდნა, განაპირობებს იმას, რომ გამყიდველებიც კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც არასაკმარის ინფორმაციას ავრცელებენ საჯაროდ, მაგალითად, სხვადასხვა აქციის შესახებ. იმის თქმა მინდა, რომ ერთია გაწერილი რეგულაცია და მეორე, ამ რეგულაციის ცოდნა, როგორც მინიმუმ, იმის ცოდნა, რის უფლება გაქვს და მზაობა იმისთვის, თუკი ეს ინფორმაცია არ არის ის, რასაც ელოდი, დაიცვა შენი უფლება –  დააბრუნო პროდუქტი, მიმართო ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სასამართლოს. ანუ ჩვენ უნდა ვაქციოთ კანონი რეალობად და ამ გზით სიარულის შემთხვევაში, შორი არ იქნება ის მდგომარეობა, როდესაც დამაბნეველი და შეცდომაში შემყვანი რეკლამა ასე ჭარბად არ იქნება. სამოქალაქო კოდექსის ნორმა, რომელიც ვახსენე, მინიმალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ, 1997 წლიდან მუშაობს, მაგრამ მიმოვიხედოთ ჩვენ ირგვლივ: რამდენს გვისარგებლია ამ ნორმით?! ამდენად, იმას გარდა, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს თანამედროვე სტანდარტების კანონმდებლობის შექმნაზე, ეს ჩვენ ხელშიცაა.
– კონკრეტულ მაგალითს ვიტყვი: მივდივარ მაღაზიაში და გამოცხადებული 70-პროცენტიანი ფასდაკლების ნაცვლად, მხვდება 10-პროცენტიანი ფასდაკლება. ამ დროს რა ხდება?
– ზუსტად ამის ხაზგასმა მინდოდა. ორი რამ უნდა გავმიჯნოთ მომხმარებლისა და გამყიდველის ურთიერთობებში: პირველი, საჯაროდ ინფორმაციის გავრცელება, ანუ რეკლამის კანონმდებლობა და მეორე, ინფორმაციის მიღების შემდგომ ადგილზე წარმოშობილი ურთიერთობები. დასაწყისში  რომ მიგითითეთ სამოქალაქო კოდექსის ნორმა, ის მეორე ურთიერთობას არეგულირებს. პირველი ეკუთვნის რეკლამის სფეროს: რაც, რა თქმა უნდა, არის მანიპულირება, ოღონდ კანონი იძლევა ამის საშუალებას. მაგრამ მინიმალურ დონეზე რომ მაინც იყოს დაცული მომხმარებლის უფლებები შეცდომაში შემყვანი რეკლამის შემდეგ, ამიტომ შემოდის დამატებითი სამართლებრივი მექანიზმები ადგილზე იმისთვის, მომხმარებელი არ დაზარალდეს. ვერ ვიტყვი, რომ რეკლამის შესახებ კანონმდებლობა დასახვეწი არ არის, რადგან, თუმცა ბიზნესის განვითარების წინააღმდეგი არავინაა, პროდუქტსა და მომსახურებაზე სწორი ინფორმაციის გავრცელება შესაძლებელია, გახდეს რეგულაციების საგანი.
– რეკლამას ვისმენ, ჯერ არ ვიცი, რომ მატყუებენ, ამიტომ ვხარჯავ დროს, მგზავრობის თანხას და ადგილზე აღმოვაჩენ, რომ შემაცდინეს. ეს თითქოს არაფერია?
– ამისგან არც ერთ ქვეყანაში არ არის დაცული მომხმარებელი. ყველა ქვეყანაში რეგულაცია იცავს მომხმარებელს ადგილზე გარიგების დადებისას. თუკი იქ მოხდა დარღვევა, სახელმწიფო გაძლევთ საშუალებას, სასამართლოს გზით მოითხოვოთ ზარალის ანაზღაურება, მათ შორის, იმ ხარჯებისაც, რომლებიც თქვენ ახსენეთ.
– მე მაინც ისევ 70-პროცენტიან ფასდაკლებასთან ვარ და ეს არ ეხება მხოლოდ მაღაზიებს, მობილური კომპანიებიც გვთავაზობენ როუმინგს ლამის 5 თეთრიდან, ოღონდ ეს 5-თეთრიანი ტარიფი ისეთ ქვეყანაში მოქმედებს, სადაც არავინ მიდის.
– ეს ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ერთია რეკლამა და მეორე, შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება. მივიღეთ ინფორმაცია რეკლამით რაღაც პროდუქტის ან მომსახურების შესახებ, მაგრამ იმთავითვე ვიცით, რომ ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია. გადწყვეტილებას კი ვიღებთ ადგილზე. არც ერთ ქვეყანაში არ ავალდებულებს კანონი ბიზნესს, რომ ყველა პროდუქტის შესახებ გაავრცელოს სრული ინფორმაცია. რაკი გადაწყვეტილებას ვიღებთ ადგილზე, ეს არის ჩვენი დაცვის მექანიზმი. ამ შემთხვევაში დიდი წილი მოდის სამოქალაქო ცნობიერებაზე: როდესაც ტექნიკის ესა თუ ის მაღაზია აცხადებს 70-პროცენტიან ფასდაკლებას ნებისმიერ პროდუქტზე, უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მაღაზიაში არა ერთი პროდუქტია და ადგილზე გადამოწმებით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.
– თუ მე არ მაქვს ფული, რაც უნდა მიმიზიდონ რეკლამით პროდუქციისა თუ მომსახურების მისაღებად, ხომ ვერ შევიძენ? რა აზრი აქვს მაშინ ასეთ რეკლამას თუ იმედი აქვთ, რომ ადგილზეც გავბრიყვდები?
– რეკლამის განმთავსებელმა იცის  რომელიღაც კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრები 100 მოსახლიდან, რამდენია მისი პოტენციალური მყიდველი. მარკეტინგული გათვლები კიდევ სხვა სფეროა. როგორც ჩანს, უღირს, რადგან რეკლამას აკეთებს. ეს მისი რისკია.
– ანუ კანონით დაშვებულია მარკეტინგული ხრიკები, როდესაც პროდუქცია რეალურად ღირს, ვთქვათ, 1 500 ლარი, მაგრამ ფასზე აწერია გადახაზული 1 700 ლარიც და ვითომ ფასდაკლებული ღირებულებაა 1 500 ლარი; ან, როდესაც მოგვდის ტექსტური შეტყობინება, რომ მოვიგეთ 200-ლარიანი ფასდაკლება ამა და ამ ბრენდის ტექნიკაზე, არადა რეალურად არანაირი ფასდაკლება არ არის?
– როდესაც ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, პირველი დათქმაა სამოქალაქო ცნობიერება, საკუთარი უფლებების დაცვის მზაობა და მეორე, როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მისი საკუთრებაა.
– დიახ და ის ორიენტირებულია, მომატყუოს?
– მას არ აქვს რამე ვალდებულება, გარდა იმისა, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, როდესაც მიხვალთ საყიდლად, ანუ გარიგების დასადებად. ასე რომ, მხოლოდ ბიზნესის გადასაწყვეტია, რატომ არის 70-პროცენტიანი ფასდაკლება ერთ საქონელზე და არა მეორეზე, რადგან მისი საკუთრებაა. ამ ურთიერთობებში გარდა სამართლებრივი მომენტისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: თუკი ჩვენ, მომხმარებლები, ვიქნებით სათანადოდ განვითარებულები, ამგვარი რეკლამებიც ხომ არ იქნება?!
– ის ფაქტი, რომ რეკლამების შინაარსის ძირითადი ნაწილი ტყუილია...
– მოდი, ასე ვთქვათ, რეკლამებში არასაკმარისი ინფორმაციაა, რაც კანონთან შეუსაბამო არ არის.
– კეთილი, რეკლამა გათვლილია იმაზე, რომ მე მოვტყუვდები…
– ასე ვთქვათ: თქვენ მიიღებთ ბიზნესის და არა თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას. ჩვენ გვინახავს არაერთი ბეჭდური მედია, რომლებიც თავიანთ პერიოდულ გამოცემებთან ერთად ჰყიდიან წიგნებსაც. რა ვუწოდოთ ამას? ეს ერთ-ერთი მარკეტინგული საშუალებაა და რატომაც, არა?!
– თქვენ შეგიძლიათ, ცალკე შეიძინოთ გამოცემა ჩვეულ ფასად ან წიგნთან ერთად, ან მხოლოდ წიგნი. სამი ვარიანტია და თავად ირჩევთ.
– რა თქმა უნდა, ბიზნესი დაინტერესებულია პროდუქციის გაყიდვით და ძალიან კარგი ბიბლიოთეკაც შევქმენი. თუმცა, რომ დავთვალო, როგორც მომხმარებელს, შესაძლოა, არ მიმიღია საუკეთესო გადაწყვეტილება, მაგრამ მე მომწონს ეს შეთავაზება და ვყიდულობ. თუ ბიზნესი არ მეუბნება სრულ სიმართლეს და მეუბნება ნაწილობრივს, ეს ხომ არ არის ტყუილი?!
– შეკითხვას დავასრულებ: ასეთი ტიპის რეკლამების სიმრავლე, რომელიც ორიენტირებულია, თქვენი აზრით, ბიზნესისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე, მეტყველებს, რომ ბიზნესი მოელის, მომხმარებელი მოტყუვდება?
– ამ დასკვნის გასაკეთებლად კვლევითი მონაცემები გვჭირდება. ბიზნესი იკვლევს ბაზარს და ამის მიხედვით აკეთებენ რეკლამებს. საერთოდ, ბიზნესი რეკლამის გარეშე არ არსებობს, სხვადასხვა სახითა და მეთოდებით, მაგრამ ეს არის ის, რაც განაპირობებს მათ განვითარებას, მხოლოდ რეგულაციები აქ ეფექტიანი ვერ იქნება.
– განვითარებულ ქვეყნებშიც იგივე მიზანი აქვს ბიზნესს და ასეთივე მასშტაბისაა სიმართლის დაფარვა მომხმარებლის მიზიდვისას? ჩვენთან პროდუქციას ხანდახან 1 000-პროცენტიანი ფასნამატიც კი აქვს. თვით წამლებზეც კი გვხვდება 100-200-700-პროცენტიანი ფასნამატები.
–  მარტივად შევხედოთ ამ საკითხს: ეს მისი პროდუქციაა და ამხელა ფასნამატით რისკავს, რომ ვერ გაყიდის, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. კანონი ვერ ჩაერევა, გარდა ცალკეული შემთხვევისა, როდესაც მონოპოლისტური მდგომარეობაა. აი, იქ ერევა სახელმწიფო, რომ ფასი იყოს გონივრული, სხვა ნაწილში სახელმწიფო ვერ ჩაერევა.
– მეც ეს ვიკითხე: იქ რომ მოგების მარჟა 5-10 პროცენტია, აი, ამას როგორ მიაღწიეს?
– საზოგადოებამ და ბიზნესმა ერთად განავითარეს ერთმანეთი. მომხმარებლების მიერ საკუთარი უფლებების დაცვის მზაობის კვალობაზე, ბიზნესიც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადადის. მათ შორის, ფრთხილია რეკლამირებისას, ადგილზე მომხმარებელს დეტალურად უხსნის, რადგან მომხმარებელი მოითხოვს ამას. ეს საკმაოდ რთული სფეროა, მაგრამ მხოლოდ კანონის იმედად დატოვება არ ეგების, იმიტომ რომ, თუ მხოლოდ კანონის გზით წავალთ, მივიღებთ არა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, არამედ დარეგულირებულს. მეორე მხრივ, აქ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაცაა გასათვალისწინებელი. არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის კვალობაზე ბიზნესიც რთულ ვითარებაშია, რადგან ბევრი მსყიდველობითუნარიანი მომხმარებელი არ ჰყავს. ეს რეალობა განაპირობებს ბიზნესისა და მომხმარებლის ქცევას. ერთი მხრივ, როდესაც მომხმარებელი, რომელსაც, სამწუხაროდ, არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ ხარისხიანი პროდუქტი შეიძინოს, იგებს ფასდაკლების შესახებ, მასში ავტომატურად იწყება პროცესი, რასაც საბოლოოდ მოჰყვება გადაწყვეტილების მიღება პროდუქტის შეძენის სასარგებლოდ; მეორე მხრივ, თვითონ ბიზნესიც, იმ მიზეზით, რომ საქართველოს ბაზარზე ბევრი მომხმარებელი არ არის, ამაზე თამაშობს და აცხადებს ფასდაკლებებს. მაგრამ გავიხსენოთ, როგორი მდგომარეობა იყო 5-10 წლის წინათ, როდესაც არჩევანი უბრალოდ არ იყო. ასე რომ, ეს რთული პროცესია, მაგრამ, ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, რომლებიც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისკენ იქნება მომართული.
– თუმცა ბიზნესი, ზოგადად ვამბობ, ღიზიანდება, როდესაც პროდუქტზე ეძებ ვარგისიანობის თარიღს.
– რამდენი ამოწმებს თქვენ გარშემო ამ ინფორმაციას პროდუქტზე?! ასეთების სიმცირე ხომ კომფორტი და ცდუნებაა ბიზნესისთვის, რომ პროდუქტი დახლზე დატოვოს მაშინაც, როდესაც იმ დღეს გასდის ვადა?!
– როდესაც პროდუქციის ფასები არ ემთხვევა დახლზე და სალაროსთან, ეს რას ნიშნავს? კანონი აქაც უძლურია?
– თუკი მომხმარებელს სალაროსთან ფული ჯერ არ აქვს გადახდილი და მას შეუძლია პროდუქტის დაბრუნება; თუ გადაიხდის ფულს, მაგრამ ჩეკში სხვა ფასია და დახლზე სხვა, მას ან ფასთა სხვაობა უნდა აუნაზღაურონ, ან უნდა დაიბრუნონ პროდუქტი. ეს არის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა.
– არც ჯარიმაა ამ დარღვევაზე?
– არა.
– ესე იგი, თავდაცვის ერთადერთი საშუალებაა, რომ ასი თვალი და ყური გამოისხას მომხმარებელმა?
– დემოკრატია თავისით არ მუშაობს, მოქალაქეები განავითარებენ საკუთარ თავსაც და დემოკრატიასაც. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი უფლებების დაცვა და ამით სხვასაც მივცეთ მაგალითი.

скачать dle 11.3