კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვაი, რა ბოძი წაგვექცა“

კურცხლებით დაბრმავებულები

გასულ კვირას განგაშის ისეთი ხმამაღალი ზარები დაირისხა, რომ, მაგალითად, ბ-ნმა გია ნოდიამ ეს ამბავი ისლამური სახალიფოს მიერ პალმირის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას შეადარა, დანარჩენებმა მილიარდერის შურისძიებადაც კი შერაცხეს. ანუ არა მხოლოდ ენას არ აქვს ძვალი, არამედ, როგორც ჩანს, თვით ტვინსაც შეუძლია მუშაობა რუხი ნივთიერების გარეშე – . სახელდობრ, ოდესის გუბერნატორმაც ამცნო ეს „ტრაგიკული“ ამბავი სრულიად უკრაინას (თუმცა რთული სათქმელია, ჩამოჰკრა თუ არა გლოვის ზარმა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, რომელიც მეგობრისთვის უჩვეულო პოზაშია). 
რა თქმა უნდა, საქმე ბათუმში „ალისა და ნინოს“ ძეგლის გადატანას ეხებოდა და ამ პროცესში გადამტანთა უხიაგობის გამო ნინოს ნაწილის, სამწუხაროდ, დამსხვრევას.
მაგრამ, ვიდრე მგლოვიარეთა და თავზარდაცემულთა თვალები კურცხლებით იყო სავსე, ხოლო მათი გულები გმინავდა ამ მოუნელებელი ტკივილებით, გაირკვა, რომ ძეგლის გადატანა შეთანხმებული იყო ავტორთან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის მიერ, რადგან საძირკველი უზიანდებოდა და, რაც მთავარია, დაზიანებულ „ნინოს“ აღადგენდნენ.
მე არ ვიცი, გადაეყარათ თუ არა კაეშნის ღრუბლები მგლოვიარეთ, რაკი „ტრაგედიას“ ნათელი მოეფინა, თუმცა შესაძლოა, აი, ეს შემთხვევაც იყოს: „ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას ძვირფასი მურადას ტრაგიკული დაღუპვის გამო, თქვენთან ერთად ცხარე ცრემლებით დავსტირი მის მძორს. განუზომელია ჩემი მწუხარება და გულისტკივილი, არ ვიცი, როგორ მოვინელებ ამ დანაკლისს. ვწუხვარ, დაკრძალვას ვერ ვესწრები. არ ვიცი, როგორ განუგეშოთ, ძაღლი მიგაკვდათ ორივეს სულში. ვაი თქვენს პატრონს უბედურს...“

 

скачать dle 11.3