გზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილიგზასაცდენილი
„წყაროსთან ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო“
რაკი ლარი ფეხსუსტი ქალივით უნდო გახდა (ხან ზემოთ იწევს უმიზეზოდ, ხან ქვემოთ მიექანება), სავსებით ბუნებრივია, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც უჩქარებს გულს მისი თავქარიანობა. ხოლო, რაკი უჩქარებს, ემოციებსაც უმძაფრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გონიერება უკანა პლანზე ინაცვლებს, იმიტომ რომ, გონება და იმპულსები შეუთავსებელია.
ჰოდა, რაკი შეუთავსებელია, ზოგიერთთა ტვინში კონგენიალური იდეებიც მწიფდება. ასე მაგალითად, ქუთაისის საკრებულოსა და, სახელდობრ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი უკლებამ დაასკვნა, რომ ლარის გამყარების ერთადერთი საშუალება ხელფასებისა და პენსიების გაყინვაა.
საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თავისი მოსაზრება სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატა და ჩვეულებისამებრ, მაზოხისტური მოტივებიც გაურია: „გინდათ მაგინეთ და გინდათ ჩამქოლეთ. ჩემი მოკლე ჭკუით, ლარის დასტაბილურება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება: რამდენიმე თვით ხელფასებისა და პენსიების გაყინვით (სტილი დაცულია).“
იმას გარდა, რომ ჩაქოლვა რა მოსატანია, მეორე მხრივ, რატომ უნდა ჩაიქოლოს?! თუ გავითვალისწინებთ, რომ ბ-ნმა უკლებამ საკუთარი ხელფასის გაყინვაც ივარაუდა, როგორც ჩანს, უშემოსავლოდ ცხოვრების რეცეპტი აქვს გამზადებული და იქნებ უახლოეს მომავალში, თუ მთლად რეცეპტი არა, ინგრედიენტები მაინც გაგვიმხილოს?! –