მონდომებული
ანუ ვის უნდა კიდევ უფრო მეტი „ნატო“
თუმცა ევროპის უკანასკნელ დიქტატორადაა შერაცხილი და ბელორუსიის გულში კვლავაც ამკობენ გვირგვინებით ვლადიმირ ლენინის ძეგლს, იმას გარდა, რომ დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის წლისთავებსაც ზეიმობენ, ისე მოხდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ, არც აცია, არც აცხელა და ყველასთვის მოულოდნელად, ექვსი პოლიტპატიმარი შეიწყალა.
მათ შორის, ნიკოლაი სტატკევიჩი – თავისივე კონკურენტი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში.
ეს უკანასკნელი 2010 წელს დააკავა სპეცრაზმმა საპროტესტო აქციაზე, სასამართლომ კი ბრალად მასობრივი არეულობის მოწყობის მცდელობა წაუყენა, რის შედეგადაც 2011-ში ექვსი წლით აღუკვეთეს თავისუფლება.
საერთო ჯამში, დანარჩენი პოლიტპატიმრების პატიმრობის ვადები 4,5-დან 8 წლამდე მერყეობდა, მაგრამ აწ უკვე ისინი თავისუფლები არიან.
ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ეს იდილია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ბ-ნ ლუკაშენკოსაც მოსურვილებოდა (ჩვენ შემხედვარეს) უფრო ბევრი „ნატო“ ბელორუსიაში, ოღონდ ეს მაინც ვერ უკარგავს აქტუალობას პათოსს: „ქარის მესმის, მაგრამ ქალებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბ-ნ ლუკაშენკოს) ვერ გავუგე ვერაფერი“. –