ბრძნული აზრები
ემერსონი: ერი არ მოკვდება, თუ თავს არ მოიკლავს.
ლაროშფუკო: მტრებთან შერიგება ნიშანია მხოლოდ დაღლილობის ან სურვილის, რომ უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავოთ.
რუსო: დაპყრობებს მიჩვეულ ხალხს მბრძანებლის გარეშე აღარ შეუძლია.
მონტენი: სიტყვა სანახევროდ ეკუთვნის მას, ვინც ლაპარაკობს, სანახევროდ კი მას – ვინც ისმენს.
მუჰამედ ალი: დასალაშქრი მთა ნაკლებად დაგღლით, ვიდრე კენჭი ფეხსაცმელში.
დერეკ ჯეტერი: შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც შენზე მეტი ნიჭი აქვს, მაგრამ გამართლება არ გაქვს, თუკი ვინმე შენზე გაცილებით მეტს მუშაობს.
ედისონი: გენიოსობა ერთი პროცენტი შთაგონებაა და ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი – ოფლი.
ადისონი: ცოდნა – ეს ერთადერთი რამაა, რაც არსებითად ყველაზე მეტად ამაღლებს ერთ ადამიანს მეორეზე.
ლაროშფუკო: ჭეშმარიტად კეთილშობილ კაცს არასდროს არაფრით არ მოაქვს თავი.
ნაპოლეონ I: უვიცს დიდი უპირატესობა აქვს განათლებული ადამიანის წინაშე: ის მუდამ კმაყოფილია თავისი თავით.
ლაისტი: ბუნება ხომ არასოდეს ჰყოფს ადამიანს სრულყოფილად, ის თავის რჩეულებსაც და ნებიერებსაც უტოვებს ნაკლსა და სისუსტეს.
ტალეირანი: ომი ძალზე სერიოზული საქმეა იმისთვის, რომ სამხედროებს ანდონ.
მაკიაველი: ყველანაირი სახელმწიფოს – მემკვიდრეობითის, შერეულის თუ ახლის ძალაუფლების საფუძველი ყოველთვის იყო კარგი კანონები და კარგი ჯარი.
იოანე ოქროპირი: დასაბამი და ფესვი ყოველგვარი სიმდიდრისა უსათუოდ რაღაც უსამართლობაში ან ძალადობაშია.
ვიტგენშტეინი: ძალაუფლება და ქონება ერთი და იგივე არ არის, თუმცა ქონება გვაძლევს ძალაუფლებას.
სოკრატე: ადამიანები ტირიან პოეტების გამონაგონზე, ნამდვილ ცხოვრებისეულ სატანჯველს კი სიმშვიდითა და გულგრილობით ხვდებიან.
მარსელი: არსებობს მხოლოდ ერთი სატანჯველი – ეს მარტოობაა!
ცეტკინი: იდეას მოკლებული ხელოვნება ხელოვნური და ფორმალურია.
საბატინი: „ბელადონა“ იტალიურად მშვენიერ ქალს ნიშნავს, ინგლისურად კი მომაკვდინებელ შხამს. ეს ორი ენის სიღრმისეული მსგავსების გასაოცარი მაგალითია.