რატომ ვერ დააზღვია საქართველოში უკანალი თამო ვაშალომიძემ და რას ვერ გადაიტანს ის
სკანდალების მოყვარულმა თამო ვაშალომიძემ ჟურნალ „ვენუესთვის” გაიხადა. ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ინტერნეტსივრცე დაიპყრო. თუმცა, თამოს სკანდალური სიახლეები მხოლოდ მისი შიშველი ფოტოსესიით არ შემოიფარგლება. ის უახლოეს მომავალში საკუთარი სხეულის იმ ნაწილის დაზღევას აპირებს, რომლისთვისაც ვარჯიშს არც ერთი დღე არ იზარებს. იმის გამო, რომ ქართული სადაზღვევოები ადამიანის სხეულის ნაწილებს არ აზღვევენ, უკანალის დაზღვევას მოდელი უცხოეთში აპირებს.
– თამო, რატომ გადაწყვიტე, შიშველი ფოტოების გადაღება?
– ეს იყო ჩვეულებრივი კონკურსი, როგორ იღვიძებენ დილით ვარსკვლავები. თუმცა, ფოტოებში არაფერი ჩანს და სიმართლე გითხრათ, არც ველოდებოდი ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. თავიდან, არ იყო საუბარი შიშველს თუ უნდა გადამეღო. ფოტოგრაფმა პირველი ფოტო რომ მანახა, ძალიან მომეწონა, აღვფრთოვანდი და მერე გაჩნდა იდეა, შიშველს მომეწყო ფოტოსესია. ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ფოტოებით, ასევე ჩემი თავით. საერთოდ სკანდალისტი ვარ და ამის გამო მლანძღავს ხალხი (იცინის).
– ფოტოებზე შენი სხეულის სიშიშვლე კარგად ჩანს... ფოტოგრაფთან მუშაობის პროცესი როგორი იყო. ხომ არ კომპლექსდებოდი?
– ფოტოგრაფი იყო ქალი, მაგრამ გადაღებაზე ბიჭებიც იყვნენ, ჟურნალის რედაქტორიც და ერთი ჩემი მეგობარი. არანაირი კომპლექსი არ მაქვს, როდესაც ვმუშაობ. ეს არის ჩემი სამსახური და რაც არ უნდა მოითხოვოს ჩემგან, ყველაფერს გავაკეთებ. გადაღებების დროს სახალისო მომენტიც არაერთი ყოფილა. ფოტოებს ლოგინში ვიღებდი და სხეულიც არ ჩანდა. რომ მოვრჩით ერთ კადრს. ავდექი სრულიად შიშველი, ძუძუს თავები, ყველაფერი მიჩანდა, ბიჭები გადიდებული თვალებით მიყურებდნენ. მერე მივხვდი, როგორც გამოვიყურებოდი და ისევ ლოგონში შევბრუნდი (იცინის). მიყვარს ჩემი საქმიანობა, კამერასთან მუშაობა. მომწონს ჩემი სიშიშვლე და ვგიჟდები საკუთარ თავზე. როდესაც სარკეში ვიყურები და ჩემს სხეულს ვხედავ, სულ კრიტიკული ვარ. მინდა, კარგი ვიყო. ვცდილობ, ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე და ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. ხშირად მეუბნებიან, პლასტიკური ოპერაციები გაიკეთეო, მაგრამ არ მინდა. ცხვირი, ტუჩი, მკერდი და კიდევ სხვა ნაწილები თუ გავიკეთე, დავემსგავსები ჩვეულებრივ გაბერილ თოჯინას. ვფიქრობ, ბუნებრივობას არაფერი ჯობია. ჯერ 23 წლის ვარ და სილამაზის დანახვის კუთხით, რაღაც მინდა შევცვალო საქართველოში.
– რას გულისხმობ?
– არსებულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც სიგამხდრე არის სილამაზე. თუ სუსტი ხარ, მაშინ შეგიძლია მოდელი იყო. ამ მიდგომას არ ვეთანხმები. შეიძლება უკანალიც გქონდეს, თეძოებიც, მაგრამ ძალიან კარგ ტანზე იდგე. ეს მინდა დავამკვიდრო. რა აღარ მაკადრეს ჩემი პროფესიის გამო, მაგრამ მე მომწონს ჩემი თავი. ბიონსეც ჩემნაირ ტანზეა, რომ დააკვირდეთ. ისე, მისი ფიგურა ძალიან მომწონს და ბევრ რამეშიც ვბაძავ. მაგალითად, თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, კიდევ ბევრად კარგი უკანალი რომ მქონდეს.
– რა ღირს თამო ვაშალომიძის შიშველი ფოტოსესია?
– რა თანხაც გადამიხადეს, კონტრაქტიდან გამომდინარე, ვერ გეტყვით. თუმცა, ერთი კი ნამდვილად ვიცი, არასდროს გავიხდი ფულის გარეშე. ანაზღაურება თუ მისაღები არაა, არც ვიმუშავებ.
– როგორც გავიგე, უკანალის დაზღვევასაც აპირებ. რამდენად?
– ჰო, მინდა ჩემი უკანალი დავაზღვიო. საქართველოში ვერ შევძელი ეს, ჩვენთან თურმე ადამიანის სხეულს არ აზღვევენ. უარი მითხრეს. უცხოეთში ვაპირებ და ვნახოთ, რა იქნება. ეს იდეაც შემთხვევით მომივიდა. სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი სახლში, გადავივლე წყალი და ჩემს ოთახში გავედი, სადაც მთლიან კედელზე სარკე მაქვს. როგორც ყოველთვის, ჩავიხედე სარკეში და ძალიან მომეწონა ჩემი ფიგურა. შრომამ და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. არაფერს ვერიდები იმისთვის, რომ საქართველოში საუკეთესო უკანალი მქონდეს. იმდენს ვვარჯიშობ ამისთვის, რაიმე რომ დაემართოს ვერ გადავიტან (იცინის). რაც შეეხება თანხას, მე პირადად, ნახევარ მილონზე მეტი მიღირს. თუმცა, 100 000 დოლარად ვაპირებ დაზღვევას.
– გინდა, საქართველოს სექსსიმბოლოს სტატუსს ატარებდე?
– რატომაც არა. წინა წელს „მუსიქბოქსმა” გამოკითხვა ჩაატარა და მე დამასახელს წლის სექსსიმბოლოდ, მაგრამ შემდეგ ვიღაცეებმა დარეკეს და გაუგებრობა მოხდა. წლები რომ გავა, აუცილებლად ვიტყვი, ვიღებდი შიშველ ფოტოებს იმიტომ, რომ ეს ძალიან მომწონდა! უფრო მეტიც, აწი მხოლოდ მსგავსი შინაარსის ფოტოებს გადავიღებდი სიამოვნებით.
– ზაფხულის განმავლობაში თბილისიდან არ გასულხარ. დასასვენებლად არ აპირებ წასვლას?
– ყველა დასასვენებლადაა, მე გადავწყვიტე მაშინ წავიდე, როცა სხვები ჩამოვლენ (იცინის). ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. უბრალოდ სააგენტოს მეწილე გავხვდი, 30 პროცენტი შევიტანე და გვაქვს რემონტი, რის გამოც ვერ გავდივარ თბილისიდან. შეიძლება ითქვას, ვმუშაობ მუშებთან ერთად. მათთან ერთად დავდივარ ლილოში რაღაცეების საყიდლად და ასე შემდეგ. ამ აურზაურს რომ მოვრჩები, შემდეგ დაქალთან ერთად გავემგზავრები უცხოეთში რამდენიმე დღით. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, სად წავალ. საბერძნეთში მინდა ძალიან და ვნახოთ, ბოლოს საითკენ ავიღებ გეზს (იცინის).
– ბევრი მამაკაცი ისურვებდა შენთან ერთად დასვენებას. შემოთავაზება არ ყოფილა?
– კი, როგორ არა. ნაყიდი ბილეთებიც კი გადავხიე. არის ერთი პიროვნება, რომელიც თავს არ მანებებს, არადა ცოლ-შვილი ჰყავს. უამრავ ყვავილს მიგზავნის. სახლში რომ შევდივარ, თავი მკვდარი მგონია, იმდენი თაიგული მაქვს (იცინის). ერთ დღესაც, მანქანაზე დამხვდა ორი ბილეთი ეგეოსის ზღვაზე. ბევრი არც მიფიქრია, ლამაზად გადავხიე. ამ ადამიანმა მაშინ დაკარგა ჩემს თვალში ფასი, როცა ერთ ღამეში 5 000 დოლარი შემომთავაზა. ბევრი ვილაპარაკე მასზე და მეგონა, შეეშინდებოდა, მაგრამ თავს არ მანებებს. მე ვარ ადამიანი, რომელიც ვიღაცასთან მატერიალური კეთილდღეობის გამო არ იქნება. ასე, მანქანა მიყიდო და დასასვენებლად მატარო, არ მინდა. ეს პიროვნება ისედაც არ მჭირდება, რადგან ცოლი ჰყავს. საერთოდ, ძალიან ეგოისტი ვარ ამ საკითხში. მე სიყვარული მინდა და არა ნივთები. შესაბამისად, ვიღაცასთან მანქანის გამო არ დავწვები.
– ანუ, ისევ მარტო ცხოვრობ?
– კი, მარტო ვცხოვრობ და არაფერი ხდება ჩემს პირადში. სულ არ არის მარტო ცხოვრება ჩემთვის რთული. ისეთ მამაკაცებთან ყოფნას, დღეს ჩემს ირგვლივ რომ არსებობენ, მარტოობა მირჩევნია (იცინის). ერთი დღის გაცნობილი ბიჭი რომ სახლში ყავაზე დაგპატიჟებს, ეს ნორმალურ ურთიერთობას როგორ უნდა მიაწერო. მსგავს რაღაცეებზე „ვჭედავ”. მე ჩემი პრინციპები მაქვს მამაკაცებთან ურთიერთობაში, რომელსაც არასდროს ვარღვევ. როცა კაცი „მიქარავს,” ვერ ვაპატიებ. ერთი წელია სექსიც არ მქონია. არ შემიძლია ასე. უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომ მას ვეკუთვნოდე ბოლომდე. თან, ახლა იმდენ რამეს ვაკეთებ, სულ არ მცხელა სიყვარულისთვის. რაღაც პროექტი შემაქვს „რუსთავი 2-ში” და შეიძლება, ეკრანზეც მიხილოს მაყურებელმა.