კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა გიორგი ვარდოსანიძისა და ნინი ონიანის ფლირტი ჭორების საბაბი და როდის აძლევს ის თავს სრულ თავისუფლებას

რაც ნინი ონიანი ტელეეკრანზე გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ განელებულა. ეს შეიძლება მის გარეგნობას, თამამ ჩაცმულობას და თუნდაც, იმ როლებს მივაწეროთ, „კომედი შოუს“ სკეტჩებსა და „კომედი არხის“ გადაცემა „ქალთა სახეებში“ რომ ასახიერებს. თუმცა, სკანდალური მას შემდეგ გახდა, რაც სალომე ჭაჭუასა და გიორგი ვარდოსანიძის ოჯახის დანგრევასთან დააკავშირეს. როგორც თავად ამბობს, ამაში მას ბრალი არ მიუძღვის, არასდროს დაიჭერს საქმეს ცოლიან კაცთან და არც ოჯახის დამანგრეველ გოგონათა ჯგუფს მიეკუთვნება. ნინი საკმაოდ გულახდილი რესპონდენტია და, თუ მას პირადად გაიცნობთ, მიხვდებით, რომ მასთან საუბარი, ძალიან სასიამოვნოა.

 ნინი ონიანი: მიმაჩნია, რომ ყველაფრის მიუხედავად, იღბლიანი ვარ. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, ცხოვრებაში რაიმე მარტივად გამომდის-მეთქი. არ ვწუწუნებ და არც წუწუნა ადამიანები მიყვარს. ყოველთვის ვამბობ, იღბლიანი ვარ-მეთქი. ცხოვრებაში, სულ ბრძოლები მიწევს – სულ ბრძოლაში ვარ. ზოდიაქოთი „ტყუპებს“ ხანდახან გაორებაც მაქვს, მაგრამ ვცდილობ, საღი აზრი შევინარჩუნო და ძალიან არ გავორდე (იცინის).
– ტელეეკრანზე შენმა გამოჩენამ, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ყველას აინტერესებდა, საიდან მოხვდა „რუსთავი 2-ში,“ თამამად ჩაცმული, სექსუალური იმიჯის მქონე, ლამაზი გოგონა. ეს ქასთინგის დამსახურებაა, ნაცნობობის, თუ გარეგნობისა და თამამი ჩაცმულობის. რეალურად, ვინ არის ნინი ონიანი?
– მე ვარ ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც უყვარს მეგობრები, ურთიერთობები და ყველა საქმეს სერიოზულად ვუდგები. პროფესიით ფარმაცევტი ვარ. დავამთავრე ფარმაცევტული ფაკულტეტი, მაგრამ მივხვდი, ეს საქმე ჩემი არ იყო. სულ მინდოდა, ხელოვნებასთან მქონოდა შეხება, უფრო კინო და ტელევიზია მიზიდავდა. ქასთინგების მეშვეობით, ეს ოცნება ავიხდინე. სულ ვამბობ, უბრალოდ, ჩემს პროფესიას არ გავყევი, თორემ, საკმაოდ კარგი ფარმაცევტი დადგებოდა ჩემგან-მეთქი (იცინის). დამიჯერეთ, არანაირი ნაცნობობა და გავლენა – თუ რამე გამიკეთებია და სადმე გამოვჩენილვარ, ეს ქასთინგების დამსახურებაა, ჩემით და ყოველგვარი დახმარების გარეშე. მივედი, მომცეს რამდენიმე სკეტჩი, რომელიც უნდა გამეკეთებინა. შევასრულე დავალება და ამიყვანეს. ასე რომ, „კომედი არხის“ გადაცემა „ქალთა სახეებშიც“ კასტინგით მოვხვდი. მერე „კომედი შოუს“ სკეჩებშიც გამოვჩნდი და ამით უფრო გამიცნეს.
– თუმცა, მანამდე, კრიმინალი ქალიც იყავი...
– (იცინის) კი, სანამ ტელევიზიაში მოვხვდებოდი, კრიმინალი ქალიც ვიყავი. ეს იყო სერიალი, სადაც ძალიან სახასიათო როლი მქონდა. რას ვიზამთ, ხან კრიმინალი ვიქნები, ხან იუმორისტი, ხან სექსუალური და ხანაც მტაცებელი (იცინის). მე ეს პროფესია ავირჩიე და კმაყოფილი ვარ არჩევნით. მიყვარს მრავალფეროვნება და ჩემი ასეთი სახეცვლილებები ძალიან მომწონს. მივხვდი, მსახიობობა ის საქმეა, რისი კეთებაც მინდა მთელი ცხოვრება.
– ვინც გიცნობს, ყველა ამბობს, ნინის ავაზას ხასიათი აქვსო. ეს რას ნიშნავს? მტაცებელი ბუნება გაქვს?
– (იცინის), ვერ გეტყვით, რას ნიშნავს ეს. თუმცა, ავაზას მადარებენ. ალბათ, მაცდური ვარ.
– ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სანამ მსახიობობას გადაწყვეტდი, მანამდე იყო – სპორტი, სიმღერა... რატომ არ გაჰყევი რომელიმეს?
– კარგად ვდგავარ თხილამურებზე, დავდიოდი ცურვაზე, ტანვარჯიშზე, ვმღეროდი... რომ გითხარით, მიყვარს მრავალფეროვნება-მეთქი, ესეც ვიგულისხმე ამაში. კონსერვატორიის ათწლედშიც ვსწავლობდი. ვიოლინოზე და ფორტეპიანოზეც ვუკრავ – მრავალმხრივი მუსიკალური განათლება მივიღე. თუმცა, ვერც სპორტში და ვერც მუსიკაში, ჩემი თავი ვერ ვიპოვე. ასაკი რომ მომემატა და გავიაზრე, ცხოვრებაშ ჩემი თავი ვიპოვე იქ, სადაც დღეს ვარ, ანუ სამსახიობო კარიერაში. მომავალში კი მინდა, უფრო სერიოზული ნაბიჯები გადავდგა, არ გავჩერდე ერთ ადგილას და უფრო მეტის გაკეთება შევძლო.
– მითხრეს, რომ უსაყვარლესი ძაღლი გყავს, და, ზოგადად, ცხოველები ძალიან გიყვარს...
– უსაყვარლესი ბიჭი მყავს – ლაბრადორი, „ოზი“. ძალიან მიყვარს ცხოველები და როცა დიდი სახლი მექნება, აუცილებლად მეყოლება ბევრი ცხოველი. ოზი ის „მამაკაცია”, რომელიც სულ მელოდება, ერთგულია და არასოდეს მიღალატებს (იცინის).
– რადგან მამაკაცებზე დავიწყეთ საუბარი, აუცილებლად უნდა გკითხო, როგორი ტიპის მამაკაცს ვერ შეეგუები?
– ვერასოდეს შევიყვარებ მამაკაცს, რომელიც სექსუალურია, მაგრამ უსაქმური. ზოგადად, მამაკაცს თუ ცხოვრებაში არაფრის ინტერესი არა აქვს, არ ცდილობს, რაიმეს მიაღწიოს და ერთ ადგილს ტკეპნის, ჩემთვის ის საინტერესო ვერ იქნება. ყოველდღიურად ვცდილობ, დავხვეწო საკუთარი თავი, განვვითარდე, შევქმნა ახალი, გამოვასწორო ჩემი მინუსები, გავხდე უკეთესი და რად მინდა გვერდით ისეთი მამაკაცი, რომელიც ფეხი-ფეხზე გადადებული ზის და შორიდან მაკვირდება. ჩემს გვერდით ვერ წარმომიდგენია უინტერესო მამაკაცი, ანუ რომელიც მხოლოდ იმიტომ წვება, რომ დაიძინოს და დგება იმიტომ, რომ გათენდა.
– შენს ეკრანზე გამოჩენას, მალევე მოჰყვა ჭორები პირად ცხოვრებაზე. მოდი, პირდაპირ გეტყვი, გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას შორის ჩადგომას ვგულისხმობ და იმას, რომ მათი ოჯახის დანგრევაში შენ გადანაშაულებდნენ. რეალურად რა მოხდა?
– მეც გამიგია ჭორები, თითქოს ვიღაცის ოჯახებს ვანგრევ. ეს აბსურდია. ცოლიან მამაკაცთან ფლირტაობა ჩემში არ ზის. რაც შეეხება გიორგი ვარდოსანიძეს, წერდნენ, რომ თითქოს მე მასთან დავდივარ, ჩავდექი მასა და სალომეს შუაში, დავუნგრიე ოჯახი – ეს აბსურდია. პირდაპირი და გულახდილი ვარ და ასე რომ ყოფილიყო, გეტყოდით და  არ დაგიმალავდით. არ მაქვს რაიმეს დამალვის პრობლემა.
– სოციალურ ქსელში რომ შენი და გიორგის ერთად გადაღებული ფოტოები დაიდო და რეალურად, სულ ერთად იყავით? მაშინ, გულწრფელად მითხარი, როგორი ურთიერთობა გაქვთ დღეს შენ და გიორგის?
– მე გიორგი რომ გავიცანი, მის გვერდით მეუღლე არ მინახავს და როგორც გავიგე, უკვე დაშორებულები იყვნენ. ანუ, თუ უკვე გაშორებულები იყვნენ, მე როგორ დავაშორებდი? ასეთი რამ ცხოვრებაში არ მიქნია და ცოტა მეწყინა კიდეც, ოჯახის დანგრევა რომ მე დამაბრალეს. მაგრამ, მე ვიცი სიმართლე და იმათაც, ვინც ჩემ გარშემოა. ხალხს კი, ჭორაობას ვერ ავუკრძალავ.
– ანუ, თქვენს შორის სასიყვარულო ურთიერთობა არ ყოფილა?
– არ მიყვარს პირად საკითხებზე საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ ფლირტი იყო ჩემსა და გიორგის შორის. აქედან აგორდა ეს ჭორიც. დღეს მეგობრები ვართ და მიკვირს ჩვენს მეგობრობას რატომ მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი? გიორგის გარდა, მილიონი ბიჭი მყავს მეგობარი. ახლაც მეგობრებთან ერთად, ანაკლიაში ვისვენებ, მთელი ღამე ვერთობით და რამდენიმე დღეა, გამოუძინებელი დავდივარ. მაინტერესებს, ამასაც ჭორები მოჰყვება? (იცინის) ზაფხული ის პერიოდია, როცა თავს მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ,  ფრთებს ვშლი და ვისვენებ.

скачать dle 11.3