კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაართვეს ექსპრეზიდენტის მოთხოვნით ტატო გოდერძიშვილს სიმღერა „ფსოუს წყალი“ და როგორ გახდა ნინი ბადურაშვილი მისი შემსრულებელი

მომღერალი ტატო გოდერძიშვილი ბავშვობიდან სცენაზე დგას და თავისი ნიჭიერებით არაერთხელ მოუხიბლავს მაყურებელი, განსაკუთრებით უცხოეთში – ტატო ბევრი საერთაშორისო ფესტივალის, კონკურსის მონაწილე და გამარჯვებულია. გარდა ამისა, ტატო ხალხური ანსამბლის,  „ხარების“ პროდიუსერია, რომელიც ახლახან ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრა. შარშან კი ნიჭიერი ბიჭებით დაკომპლექტებული ანსამბლი ლიტვა-ლატვია-ესტონეთსა და შვედეთში იმყოფებოდა, საიდანაც გამარჯვებულები დაბრუნდნენ.

 ტატო გოდერძიშვილი: ჩემი პირველი წარმატება სწორედ სიმღერა „ფსოუს წყალს“ უკავშირდება. 1997 წელს ეს სიმღერა ჩემს სახლში, სოფელ ბაკურციხეში დაიწერა, ჩემმა ბიძამ ნუგზარ თუშიშვილმა დაწერა. ამ სიმღერით სამი ფესტივალი მოვიგე და შეიძლება ითქვას, პირველი წარმატება სწორედ ამ სიმღერამ მომიტანა. თუმცა, მანამდე იყო სიმღერები: „ვარალე“ და „მწყემსური“, რომელსაც ანსამბლ „ლახტში“ ვმღეროდი, ბატონ რობერტ ბარძიმაშვილთან. როცა „ლახტში“ მივედი, უკვე მქონდა ორი ოქროს მედალი, ანუ ორი ფესტივალის ლაურეატი ვიყავი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. ბატონ რობერტთან მისვლის შემდეგ, მესამე მედალიც ავიღე და ასე, მკერდზე სამი მედლით გამოვდიოდი და ვმღეროდი ხოლმე.
– მომიყევი სიმღერა „ფსოუს წყლის“ შექმნის ისტორია.
– ბატონ ნუგზარს არაერთხელ უთქვამს, რომ ეს სიმღერა მე დამიწერა. ძალიან დიდ პატივს ვცემ ნინი ბადურაშვილს, რომელიც საკმაოდ ნიჭიერია და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე, უბრალოდ, პასუხს ვცემ დასმულ კითხვებს. ეს სიმღერა ჩემია და აუცილებლად ჩავწერ თავიდან, კლიპსაც გადავიღებ. მაშინდელი გადაღებული ვიდეომასალებიც მაქვს და გაზეთები. ერთ-ერთში პირდაპირ სათაურად წერია: „დალიეთ, ბიჭებო, ეს ფსოუს წყალია“, 1998 თუ 1999 წელსაა გამოშვებული. 2001 წლიდან წავედი 10 წლით რუსეთში, იქ ვმუშაობდი. ერთ-ერთი ჩამოსვლისას მე და ბატონი ნუგზარი შევხვდით ერთმანეთს და შემდეგ შემთხვევით მოვხვდით რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში. ბატონმა რობერტმა მთხოვა, რომ მისთვის მიმეტანა ჩემი ალბომი. მე შინაურულად გადავწერე დისკზე ჩემი სიმღერები, მათ შორის „ფსოუს წყალი“ და ვაჩუქე ბატონ რობერტს. როგორც აღმოჩნდა, ბატონ რობერტს სტუდიაში ჰყავდა მოსწავლე, რომელიც სოხუმიდან იყო წარმოშობით. მან არც მე და არც ბატონ ნუგზარს არაფერი გვკითხა, ისე მისცა ამ ბიჭს ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, მან იმღერა და კლიპი გადაიღო, რომელიც ერთ-ერთ არხზე ტრიალებდა. ამის შესახებ ჩემმა დამ მოსკოვში დამირეკა. გამიკვირდა, ეს სიმღერა ძალიან მიყვარდა, სამი ფესტივალი მოვიგე... საბოლოოდ გავარკვიე, გავესაუბრე იმ ბიჭის მშობლებს და რა თქმა უნდა, მათ არაფერი იცოდნენ არც სიმღერის და არც ტექსტის ავტორის შესახებ. მხოლოდ ის მითხრეს, რომ ბატონმა რობერტმა აჩუქა ის მათ შვილს. ბატონი რობერტი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო. ჩემი თხოვნით, ტელევიზიიდან მოხსნეს კლიპი, მაგრამ ამასობაში ის უკვე ვიღაცეებმა ნახეს, მოეწონათ და გაუჩნდათ იდეა, რომ ნინი ბადურაშვილს ემღერა. ბიძაჩემთან მივიდნენ, ჰკითხეს ვისი იყო ეს სიმღერა. უთხრეს, რომ პირდაპირი დავალებაა, მაღლიდან პრეზიდენტისგან, რომ ნინიმ უნდა იმღეროს ეს სიმღერაო. ბიძაჩემმა უთხრა: ეს სიმღერა ჩემს დისშვილს ეკუთვნის, დაურეკეთ და მისგან აიღეთ უფლებაო. მათ უპასუხეს: ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი დისშვილი, თქვენ ხართ კომპოზიტორიო. რამდენჯერმე კიდევ ავიდნენ მასთან, რადგან უარზე იყო... სატელეფონო ზარებიც ყოფილა. მეც დამიკავშირდა ბიძაჩემი, ბიცოლაც: მკითხეს, რა ვქნათო. რა თქმა უნდა, მე უარი ვუთხარი. მესამედაც რომ მივიდნენ ბატონ ნუგზართან, მან შესთავაზა, რომ ეს სიმღერა ტატოს ემღერა ნინისთან ერთად. მაგრამ ცალსახად მოსთხოვეს: უნდა დათმოთ სიმღერა, თორემ პრობლემა შეგექმნებათო. ალბათ, შეშინდა ეს ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, ისე მოხდა, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე იმ დროს. ამ თემაზე ინტერვიუებში მითქვამს, ტელევიზიითაც დამიფიქსირებია ჩემი აზრი. ძალიან დამწყდა გული, განსაკუთრებით, როცა ერთ-ერთ გამოცემაში ნინის პასუხი ვნახე: რა გამიწყალა გული ამ ადამიანმა, თუ ძალიან უნდა, იმღეროსო. მე მგონი, მე კი არა, სხვებს აქვთ საიმისოდ საქმე, რომ პატიება ითხოვონ ან კოლეგიალობა გამოამჟღავნონ. მე არავისთვის წამირთმევია სიმღერა, სხვებმა წამართვეს – ასე გამოვიდა საბოლოოდ. მე, მართალია, ბევრჯერ ვიმღერე ეს სიმღერა, მაგრამ საბოლოოდ, ხალხმა ისე გაიგო, რომ ეს ნინის სიმღერაა და არა ჩემი. ნინით გახდა ცნობილი და ნინით წარსდგა ეს სიმღერა საზოგადოების წინაშე.
– რა გახდა შენი მოსკოვში წასვლის მიზეზი?
– ხშირად ვიბლოკებოდი საქართველოში, რადგან კლანური სისტემა იყო. არა მხოლოდ მე, ბევრი სხვა ნიჭიერი ადამიანიც. ბევრჯერ ჩასმული ვყოფილვარ კონკრეტულ ღონისძიებაში, კონცერტში, მაგრამ დავბლოკილვარ. სუსტს თავისზე ძლიერი არასდროს უნდა და მასზე უკეთესად რომ არ გამოჩნდე, რა თქმა უნდა, გბლოკავენ. ამის გარდა იყვნენ კლანები, მათში მე არ მოვიაზრებოდი და ვიბლოკებოდი. იყო ბევრი პროექტი, სადაც სწორედ ჩემი პროფესიონალიზმის გამო მიწუნებდნენ. ყველგან ერთი და იგივე შინაარსი იყო. დამთავრდა ჩემთვის კონკურსები საქართველოში. უცხოეთში ბევრად უფრო მაფასებენ, ვიდრე საქართველოში, ხალხზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი. რომ ვნახე, არაფერი გამოდიოდა, წავედი მოსკოვში. იქ ყოფნისას დაახლოებით 5 ფესტივალში მივიღე მონაწილეობა, ყველადან გამარჯვებული დავბრუნდი. ეს პერიოდი ჩემთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ვმღეროდი მოსკოვის კლუბებში, ასევე, რესტორან „ბერიკონში“ ვმუშაობდით მე, ნუგზარ კვაშალი, ბესო კალანდაძე, ზურა კობეშავიძე, მანანა თოდაძე. მათთან ურთიერთობით დიდი გამოცდილება მივიღე. მათ ჩემს ცხოვრებაში, მომღერლად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.
–  რამ გადაგაწყვეტინა საქართველოში დაბრუნება?
– ეს დედაჩემის ბრალია, ძალიან უნდოდა, დავნიშნულიყავი. ერთ დღეს მითხრა: ერთი გოგონაა, რომელიც კარგად მღერის და უნდათ, რომ მოუსმინო და დაეხმაროო. ამ თემაზე ყოველთვის ხმალამოღებული ვარ და როგორც შემიძლია, ვეხმარები ნიჭიერ ხალხს. შევხვდი ამ გოგოს და მის დაქალს. ვისაბურეთ დიდხანს, ანეკდოტები მოვუყევი და ბოლოს ვკითხე: რა ჟანრში მღერით-მეთქი. მან კი აქეთ მიპასუხა: ვინ გითხრათ, რომ მე ვმღერი? მივხვდი ყველაფერს. მაგრამ, მეორედ ისევ „გამიჩალიჩეს“ და უკვე ამ გოგონას სახლში აღმოვჩნდი. მომავალი სასიდედროც გავიცანი. საბოლოოდ, განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. 13 წლით არის ჩემზე უმცროსი, სკოლის მოსწავლე იყო, როცა ცოლად მოვიყვანე. მეთორმეტე კლასში სწავლობდა. მანამდე მის „პაკლონიკებთან“ მომიწია ჩხუბი. ზოგი ვცემეთ, ზოგმა გვცემა, დავასახიჩრეთ ერთმანეთი. ახლა ორი შვილი გვყავს  და სექტემბრის ბოლოს ველოდებით მესამეს. მარი, ჩემი მეუღლე, ჩემი ცხოვრების აზრია, ჩემი ყველაფერი.
– ცოტა ხნის წინ „ახალგაზრდული ოლიმპიადის გახსნაზე“ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჰიმნი შეასრულე. რატომ გააკეთეს შენზე არჩევანი, აღარ გბლოკავენ?
– კულტურის სამინისტროში დამიბარეს და მითხრეს ამის შესახებ. ჩემი თავი მათ შესთავაზა ქალბატონმა ერნა წიფურიამ. უფრო სწორად მათი მხრიდანაც იყო ჩემზე მოთხოვნა. ბატონი პაატას გვერდით დგომა ძალიან სასიამოვნო და საპასუხიმგებლოა. თან, მე დავიწყე კლასიკური მუსიკისკენ სვლა. ბატონი სულხან გველესიანი მამეცადინებდა. ბატონ პაატასთან მისვლის შემდეგ, უკვე დავიწყე მეცადინეობა მის პედაგოგთან, ქალბატონ მილა ივანოვასთან. მან მითხრა: შენ ხარ ნიჭიერი, გაქვს გამორჩეული ხმა, ტემბრი, შენ გაქვს „მირავოი გოლოს“ და არ შეიძლება, ეს დაკარგო, უნდა მიხედოო. სექტემბრიდან ვაპირებ, იტალიის რომელიმე აკადემიაში სასწავლებლად წავიდე. თან, პარალელურად, კიდევ გავივლი მასტერკლასებს ქალბატონ მილასთან.

скачать dle 11.3