კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად აპირებს ერთი თვით ზღაპარში ცხოვრებას მარიამ რომელაშვილი და ვინ არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს მის გამგზავრებას დედამიწის სამოთხეში

მიუხედავად იმისა, რომ მარიამ რომელაშვილი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მის ცხოვრებაში უკვე ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. ამიტომაცაა, რომ ის საკუთარ ცხოვრებას რამდენიმე ეტაპად ჰყოფს და სამომავლოდაც საკმაოდ ბევრი საინტერესო გეგმა და შემოთავაზება აქვს.

 მარიამ რომელაშვილი: ცხელ ზაფხულს თბილისში ვატარებ. სამწუხაროდ, აგვისტოს ბოლომდე ვერ გავდივარ ქალაქიდან. რაც მთავარია, ძალიან ბევრი და კარგი სიახლე მაქვს. აქამდე გარკვეული პაუზა მქონდა და რა თქმა უნდა, ამას მიზეზიც ჰქონდა.  მაგრამ, ახლა უკვე აქტიურად ვაპირებ მივხედო ჩემს კარიერას. იმ ადამიანისგან, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ლონდონში წამიყვანა სასწავლებლად, მივიღე ახალი შემოთავაზება. მას კუნძულ ტენერიფეზე სასტუმროები აქვს და უნდა, რომ ერთ-ერთი სასტუმროს გახსნაზე ვიმღერო, შემდეგ კი – რამდენიმე კონცერტი ჩავატარო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი.
– ვინ არის ეს ადამიანი?
– ქართველია – შემიძლია, ეს ვთქვა. უბრალოდ, სურს, ინკოგნიტოდ დარჩეს და მეც არ ვამხელ მის სახელსა და გვარს. მას ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, ბევრს ეხმარება, განსაკუთრებით შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, მაგრამ ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. ეს არის პიროვნება, რომელსაც შვილივით ვუყვარვარ, არ მარჩევს თავის შვილებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაა, ძალიან დავახლოვდით და ეს ქალბატონი ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა. იმდენი რამ აქვს ჩემთვის გაკეთებული, როგორც ადამიანურად, ისე მატერიალურად, რომ ამ სიკეთეს ვერასდროს გადავუხდი. ლონდონშიც რომ ვიყავი, ეს ადამიანი უზრუნვეყოფდა აბსოლუტურად ყველაფერს – ჩემს იქ ცხოვრებას, სწავლას, ყველაფერს.
– ლონდონში საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა მიიღე.
– როგორც „ევროვიზიამ“ გადამახტუნა რამდენიმე საფეხურზე, ასევე მოხდა ლონდონში ყოფნის შემთხვევაშიც. სხვა პლანეტაზე მოვხვდი. წელიწად-ნახევარი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, იქიდან შეცვლილი, გაზრდილი ჩამოვსულიყავი. ახლა არსებობს იმის ალბათობა, რომ კიდევ წავიდე. უბრალოდ, ანდრიას გამო ვიკავებ ცოტა თავს, მაგრამ ეს ისევ მისი მომავლისთვის იქნება კარგი. მინდა, ცოტა წამოიზარდოს, რომ ბებიასთან დარჩეს. როდესაც ლონდონში ვიყავი, ჩემი ჩანაწერები რამდენიმე სტუდიაში დავტოვე, უბრალოდ, მაშინ არასრულწლოვანი ვიყავი და კონტრაქტამდე ვერ მივედით. ახლა მეხმიანებიან, ჩამოდიო. ანდრიას გამო ცოტა ფეხს ვითრევ. ცოტა წამოიზარდოს და წავალ. რაც მთავარია, ახლა ტენერიფეს კონცერტები მექნება და მიხარია.
– ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მოგიწევს ჩასვლა, თან, კონცერტების ჩატარება.
– ეს არის სამოთხე. ზოგადად, როცა საქმე მიდგება კონცერტზე და რაიმე საინტერესო ხდება ამ მხრივ, ეს ადამიანი სულ მირეკავს: მარიამ... პატრიოტი ადამიანია და მართალია, იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობს, ბევრ მომღერალს იცნობს, მაინც ყოველთვის სურს, ქართველები დაასაქმოს – წაიყვანოს, რომ ყველგან ქართველი ფიგურირებდეს. ამ შემთხვევაშიც, რომ დამირეკა და მითხრა: თუ სურვილი გაქვს, ჩამოდიო. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი. უკვე გამგზავნა ადამიანთან, რომელიც სიმღერებს დამიწერს. ძველ სიმღერებსაც ვიმღერებ და რამდენიმე ახალსაც ჩავწერთ. იქაც ვაპირებ სტუდიებში ჩემი დისკების დატოვებას, რომ გაიცნონ ჩემი შემოქმედება. ქართულ სიმღერასაც ვიმღერებ. ბევრი ქართველი დაპატიჟა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათთვის ვიმღერებ. გარდა ამისა, ადგილობრივებისა და უცხოელებისთვის უცხოურ სიმღერებს ვიმღერებ, „სალსას” ელემენტებით, ისეთს, ტენერიფეს და იქ მყოფ საზოგადოებას რომ ესიამოვნოს. ეს ყველაფერი წარმომიდგენია, როგორც ერთი ზღაპრული თვე ჩემს ცხოვრებაში. ჩემი ცხოვრება ეტაპებად მაქვს დაყოფილი: „ევროვიზია“ – აფეთქება, შემდეგ ჩემი ჩამოყალიბების, გარდატეხის ასაკი – ამისთვის ლონდონი და ახლა უკვე ველოდები ეტაპს, რომელიც ჩემს ცხოვრებას, კარიერას კიდევ უფრო შეცვლის.
– ბავშვის დატოვებაც მოგიწევს გარკვეული ხნით. ალბათ, უკვე ფიქრობ ამაზე.
– ძალიან რთული იქნება ჩემთვის. იმდენად მიჭირს ანდრიას გარეშე, ერთი დღეც კი ვგიჟდები ხოლმე. როდესაც ანდრია გაჩნდა, დიდი ტრანსფორმაცია განვიცადე. მანამდე ვიყავი ადამიანი, რომელიც არაფერს აკეთებდა: სწავლობდა და მღეროდა. სახლის საქმეები და მით უმეტეს, ბავშვის გაზრდა, თან, შვიდთვიანის, ძალიან რთული იყო. მაგრამ, მე მომიწია ერთ წლამდე ანდრიას გაზრდა – ეს ისე უკვირდა ყველას... მირეკავდნენ – არ გიჭირს, როგორ ისწავლეო. მე ერთი პასუხი მქონდა: ჩავარდები სიტუაციაში და თავად ის გასწავლის ყველაფერს. თან, დედური ინსტინქტი ისეთი ძლიერია, გიადვილებს კეთებას, სწავლა არც გჭირდება. თან, არ იყო რთულად გასაზრდელი. ახლა უფრო რთულია მისი მოვლა და გაზრდა, რადგან ჰიპერაქტიურია.
– მამის გარეშე რომ გიწევს აღზრდა?
– ახლა მაინც პატარაა, ვერაფერს ხვდება და ალბათ, გარდატეხის ასაკში უფრო რთული იქნება. მაგ დროს უფრო სჭირდებათ ბიჭებს მამა, რომ კაცური რჩევები მისცეს, ცხოვრება სხვა თვალით დაანახვოს, ჩამოაყალიბოს, როგორც მამაკაცი. ახლა ბევრი ადამიანი მეხმარება – ოჯახი, მეგობრები, განსაკუთრებით ნათია აბსავა, რომელიც ანდრიას მეორე დედაა. ყოველთვის წარმოდგენილი მქონდა ჩემი შვილის ტრადიციულ ოჯახში გაზრდა, მამისა და დედის გვერდით, მაგრამ ასე არ გამოვიდა. მეგობრები მეხუმრებიან: 20 წლის ასაკში იმდენი რამ მოასწარი, 40-45 წლისანი რომ ვერ ასწრებენო. პოპულარობა, სწავლა, გათხოვება-გამოთხოვება, ბავშვი – ყველაფერი მოვასწარი.
– პირად ცხოვრებაშიც სიახლეები გაქვს?
– ისეთი ტიპი ვარ, მარტოც კარგად ვგრძნობ თავს. თუმცა, გამოჩნდა ისეთი პიროვნება, ჩემი ყურადღება რომ მიიპყრო. ძველი შეცდომების მაგალითზე, სხვანაირად ვდგამ ნაბიჯებს. ცხოვრებამ ბევრი გაკვეთილი მომცა და ვცდილობ, იგივე შეცდომები არ გავიმეორო. როდესაც მისი მხრიდან დაიწყო ურთიერთობა, რა თქმა უნდა, თავიდან არაფერი მიფიქრია, მაგრამ მერე თავისი ქცევებით, ჩემდამი სიყვარულით – ამაში უკვე დარწმუნებული ვარ, იმდენად მიიქცია ჩემი ყურადღება, რომ მეც კარგად განვეწყე მის მიმართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასე ჯერ არავის ვყვარებივარ.
– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა?
– იმ ეტაპზეა, რომ მეც უკვე გამოვტყდი რაღაცეებში. თუმცა, ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება. მეგობრები მეუბნებოდნენ: მიდი, მიდიო... და ბოლოს წერილობით გადავდგი ეს ნაბიჯი. ჯერჯერობით მოგვწონს ერთად ყოფნა, ორივეს ჩვენ-ჩვენი გეგმები გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
– როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ მეუღლესთან?
– ძალიან კარგი. ისეთი ახლო  მეგობრები ვართ, ახალი გერლფრენდი რომ ჰყავს, „ფეისბუქში” ფოტოს მიგდებს: შემიფასეო. მე ფოტოს არ ჩავუგდებ, მაგრამ თუ მკითხავს, რა ხდებაო, აუცილებლად ვეტყვი. კარგი ადამიანია გიორგი, არ მძულს, არ მეჯავრება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ურთიერთობისას ძალიან ცუდად მოიქცა, ბევრი რამ არასწორად გააკეთა, მაინც პატივს ვცემ – ჩემი შვილის მამაა და კარგი ადამიანია. ვაპატიე ყველაფერი და ვაგრძელებ მეგობრობას – ამაზე ყველა გიჟდება. თუმცა, სხვა მხრივ, ჩვენს ურთიერთობას დიდი წერტილი დაესვა. უბრალოდ, საერთო შვილი გვყავს და მეგობრები ვართ.

скачать dle 11.3