კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააბრაზა რუსუდან კობიაშვილმა გიორგი ლიფონავა და რისი მტკიცება უწევს მას გამუდმებით

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ამ სეზონზე ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი, რომელმაც მაყურებლის უდიდესი ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა დუდუა. ცოტა ხნის წინ, იდუმალი დუდუს ოჯახიც გავიცანით. თუმცა, ის სულაც არ აღმოჩნდა ისეთი „იდეალური“, როგორიც ამ ოჯახის უფროსი გახლდათ. დუდუს მეუღლის როლს ყველასთვის კარგად ცნობილი და უნიჭიერესი მსახიობი – რუსუდან კობიაშვილი ასრულებს. მას შემოქმედებასა და ცხოვრებისეულ ამბებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

 რუსუდან კობიაშვილი: დაახლოებით 25 წელია, რაც ამ სფეროში ვარ. ხმა ამოვიღე თუ არა, მივხვდი, რომ მსახიობობის გარდა, არაფერი მინდოდა. ოჯახში ერთი ბებია მსახიობი იყო, კოტე მარჯანიშვილთან მოღვაწეობდა და მერე ახალციხის თეატრში წავიდა. მეორე ბებია რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციაში მუშაობდა. შესაბამისად, თეატრში დავიბადე და „მოვიწამლე ამ საშინელი“ პროფესიით. საშინელი იმიტომ რომ, ძალიან შრომატევადია. 13 წლის განმავლობაში ახმეტელის თეატრში ვმოღვაწეობდი. მერე თეატრის მმართველობის სისტემაში ცვლილებები მოხდა. ჩემი საყვარელი რეჟისორები იქიდან წავიდნენ და მივხვდი, რომ ჩემი ადგილიც აღარ იყო. წამოვედი და სახლში დავრჩი. საერთოდ, დეპრესიული ნატურა ვარ. ორი უკიდურესობა მჭირს – ან ძალიან აქტიურად ვმუშაობ, ან საერთოდ არაფერს ვაკეთებ. იმ დროს არაფერს ვაკეთებდი. მერე გადავწყვიტე, რომ ჩემში რეჟისორის ნიჭი იყო და მაგისტრატურაში სარეჟისოროზე ჩავაბარე ბატონ გიზო ჟორდანიასთან. 38 წლის ასაკში სტუდენტი ვიყავი და ეს საოცარი გრძნობა იყო (იცინის). ვთვლი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. საოცარი სამყარო აღმოვაჩინე, თუმცა – გაცილებით რთული. ძალიან თვითკრიტიკული ვარ, თან რეჟისურა „არაქალური“ პროფესიაა. როცა სათავეში ქალია, ყოველთვის უწევს იმის მტკიცება, რომ შეუძლია, ამ საქმეს უხელმძღვანელოს და ბოლომდე კარგად მიიყვანოს.
– თქვენი, როგორც რეჟისორის, დებიუტი როგორ შედგა?
– ძალიან საინტერესო დებიუტი გამოვიდა. სადიპლომო ნამუშევრად ურთულესი მონოპიესა „სეზარი და დრანა“ ავიღე. დღეს ცხოვრება ისეა აჩქარებული, რომ მაყურებლის გაჩერება მონოსპექტაკლზე საათი და ოცი წუთი, მარტივი არაა. გარდა ამისა, ამ ტიპის სპექტაკლში ფანტასტიკური მსახიობი თუ არ გყავს, არაფერი გამოგივა. გამიმართლა და ისეთი მსახიობი მენდო, როგორიც ქალბატონი ლილი ხურითია. ამ სპექტაკლმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. წელს ის  თბილისის საერთაშორისო ფესტივალის 12 საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა და ოქტომბერში ვითამაშებთ. მიხარია, რომ თვითონ დრამატურგი აპირებს ჩამოსვლას. ის ფრანგი მსახიობია და კანადაში ცხოვრობს. ამან, სიმართლე გითხრათ, ცოტა შემაშინა, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა. მეორე სპექტაკლი ილიას უნივერსიტეტში გავაკეთე და ახლა კიდევ ერთს ვიწყებ, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, რას.
– რეჟისურიდან სერიალში როგორ აღმოჩნდით?
– თეატრის გარდა, წლების წინ რამდენიმე მხატვრულ ფილმში ვითამაშე. მერე იყო რამდენიმე სერიალი. „კრეატივ ჯგუფთანაც“ მაქვს ნამუშევარი და ისინი ყოველთვის ძალიან მომწონდნენ. მანამდე „ნაფიც მსაჯულებში“ პროკურორის როლს ვასრულებდი. მახსოვს, ძალიან მცირე დროში უნდა გადაგვეღო და თან, პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარე, რთული ტექსტი გვქონდა. გადაღებები სასამართლო დარბაზში იყო და პარალელურად, ბრალდებულთათვის განაჩენი გამოჰქონდათ, რაც საკმაოდ რთული პროცესია და ძალიან განვიცადე. მერე ხალხი მწერდა: მინდა, თქვენნაირი პროკურორი გამოვიდეო (იცინის). ერთხელ, გადაღებებზე, გიორგი ლიფონავა ძალიან გავაბრაზე. ტექსტის სწავლა მცირე დროში უნდა მოგვესწრო. ისე მოხდა, რომ ძალიან დიდი ტექსტი მქონდა და ვერ მოვასწარი კარგად სწავლა. საკუთარი სიტყვებით ვყვებოდი შინაარსს. არადა, სპეციფიკური ტერმინოლოგია მქონდა, რომელიც მოწმდებოდა. მოკლედ, ძალიან გავაბრაზე გიორგი. მეც გავბრაზდი და ვთქვი: თუ ასეთ სიჩქარეში უნდა ვიმუშაოთ, ეს ტექსტი ტრაფარეტზე დამიწერეთ-მეთქი. მთელ გადამღებ ჯგუფს ტრაფარეტებით ვატარებდი (იცინის). ეს, სხვათა შორის, უცხოეთში მიღებული ფორმაა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად გამოვიდა. მაგრამ, დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის, მაშინ ტექსტი რომ ვერ ვისწავლე. გიორგის ნახვისას ყოველთვის ეს მახსენდება. ახლაც რომ მივედი, ვუთხარი: აბა, დამანახეთ, სად არის ტრაფარეტები-მეთქი? (იცინის) ერთგვარი პატივი იყო, როცა დუდუს ცოლის როლი შემომთავაზეს. სერიალის მაყურებელი მანამდეც ვიყავი და ყოველთვის მომწონდა, რადგან ჩვენს ყოფაზეა. თან, პროფესიულად მისმა ხარისხმა ძალიან აიწია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დუდუ ჩემი მეუღლეა და ალეკო ჩემი ბავშვობის მეგობარი, მისნაირი მამაკაცები არ მიყვარს, მუდმივად არასწორი გზებითა და ნაცნობობით რომ აგვარებენ პრობლემებს. ჩემი პერსონაჟიც საკმაოდ ცანცარა ქალია. საკუთარი გარეგნობისა და კეთილდღეობის გარდა, არაფერი ანაღვლებს. ფაქტია, რომ შვილების აღზრდა „გაეპარათ.” თუმცა, ვხედავ, რომ დუდუ ძალიან მოსწონს ხალხს. ამიტომ, იმედი მაქვს, ის კუბიდან დაბრუნდება. სხვათა შორის, ძალიან მწყდება გული, რადგან ალეკო ბეგალიშვილი, რომელიც მუსკომედიის თეატრში მუშაობს, ყოველთვის ძალიან კარგი მსახიობი იყო და მისი პროფესიონალიზმი აღმოჩენა არაა. ცუდია, რომ ეს ფართო მაყურებელმა აქამდე არ იცოდა.
– დუდუს გმირი არ მომწონსო, აღნიშნეთ, თუმცა იმ ფაქტს ვერ გავექცევით, რომ ქართულ რეალობაზე კარგად მორგებული პერსონაჟია.
– სხვათა შორის, ბოლო დროს, მგონი, ამ მხრივ, სიტუაცია ცოტა შეიცვალა. ჩემს ახალგაზრდობაში მართლა ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, რომ დუდუსნაირი მამის შვილები ყოველთვის იოლად გამოდიოდნენ. მიხარია, რომ სერიალში ეს ტენდენცია დაირღვა და ჩემი და დუდუს შვილი პასუხს აგებს საკუთარ დანაშაულზე.
– თქვენს ნამდვილ შვილზე გვიამბეთ.
– ჩემი შვილი 18 წლისაა და ახლა თეატრალურ ინსტიტუტში აბარებს. მიუხედავად ჩემი საშინელი წინააღმდეგობისა, მან მაინც ეს გზა აირჩია. ის არის ირაკლი ასათიანი – კარგი ვაჟკაცია, რომელიც სულ მეკამათება. სერიალში არ მოვეწონე, მითხრა: სულ იჯღანებიო. როგორ შეიძლება, ასეთ სიტუაციაში გაღიმებული სახით დავჯდე-მეთქი?! (იცინის)
– რეალურ ცხოვრებაში როგორი დედა ხართ?
– ჯვარი მწერია მსგავსი დედობისგან. ვერ ვიტყვი, არავინაა დაზღვეული იმისგან, რაც ჩემმა და დუდუს შვილმა გააკეთა-მეთქი. ბავშვს ძალიან ბევრი რამ ოჯახიდან მიაქვს. არა მგონია, ჩემმა შვილმა ქალის მიმართ მსგავსი სისასტიკე გამოიჩინოს, რადგან სხვა გარემოშია გაზრდილი. თუმცა, ვნანობ, რომ ჩემი პროფესიის გამო, მეტი დრო არ დავუთმე, რასაც ხანდახან ვიწვნევ ხოლმე. მასთან ურთიერთობაში დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მკაცრი ვიყავი. მერე მივხვდი, რომ ჯობდა, ჩვენ შორის მეგობრული დამოკიდებულება ყოფილიყო. თუმცა, ამანაც არ გაამართლა, რადგან ჩათვალა, რომ ბოლომდე ჩემი მეგობარი იყო და ამიტომ, ახლა ისევ ურთიერთობის ძველ ფორმას დავუბრუნდი (იცინის). მკაცრი არ ვარ, უბრალოდ, ბევრი რამ არ მომწონს და არ შემიძლია, ეს „გავატარო“.
– თქვენს „დუდუზეც“ გვიამბეთ.
– მე მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელთანაც 25-წლიანი „ტანდემი” მაკავშირებს. ურთულესი პერიოდები გამოვიარეთ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ძალიან დავმეგობრდით. ცოლად რომ მივყვებოდი, ასეთი მოთხოვნა მქონდა: იცოდე, მსახიობობას ვაპირებ და თუ გინდა, შენი ცოლი ვიყო, ეს კარგად გაითავისე-მეთქი. ალექსანდრე თვითონაც ხელოვანია, მინიატურისტი. ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. ჩვენთან ერთად პატარა ბავშვი იყო და მე მასთან ვჭიდაობდი. ქალურად ნამდვილად არ ვიქცეოდი და ზუსტად ეს მოეწონა (იცინის). მე, პირიქით, იმით მოვიხიბლე, რომ სუფრასთან კაცურად იჯდა, სვამდა, ეწეოდა. მაშინ ეს იყო კარგი ტონი (იცინის). სხვათა შორის, ძალიან სიმპათიური მეუღლე მყავს. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, მე მოვწონებოდი. უკვე შეყვარებული ვიყავი მომავალ პროფესიაზე. როგორც ჩანს, ეს გაიგო და თეატრში დამპატიჟა. რაღაც დროის შემდეგ, ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ და სოჭში გავიპარეთ (იცინის).

скачать dle 11.3