„გოგა ასკურავას ბიზნესცენტრი“ – როგორ სწავლობენ ქართველი მინისტრები ინგლისურ ენას და რით არის გამორჩეული სწავლების ახალი, თანამედროვე მეთოდი
კომპანია „გოგა ასკურავას ბიზნესცენტრი” არსებობის 20 წლის ისტორიას ითვლის. აქ ინგლისური ენის შესწავლა თანამედროვე მაღალი სტანდარტის მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი, რაც, პირველ ყოვლისა, კომპანიის ხელმძღვანელის, ჩვენი ძველი რესპონდენტის, ბატონი გოგა ასკურავას დამსახურებაა. ბატონი გოგა ინგლისური ენის შესწავლის გამარტივებული კურსისთვის შექმნილი სახელმძღვანელოს ავტორია, თუმცა ამ თემაზე მასთან გასაუბრება ვერ შევძელით მისი უცხოეთში ყოფნის გამო. კომპანიის შესახებ რამდენიმე შეკითხვით აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, ლიკა მიქაბერიძეს მივმართეთ, რომლისგანაც შევიტყვეთ, რომ „გოგა ასკურავას ბიზნესცენტრის” მოსწავლეები, თურმე, საქართველოს მთავრობის წევრებიც არიან.
– ქალბატონო ლიკა, როგორია თქვენს კომპანიაში ინგლისურის სწავლების პროცესი?
– ჩვენთან სწავლების მეთოდოლოგიის მიზანია, შემსწავლელმა 4-6 თვის ვადაში მიაღწიოს ცოდნის ისეთ დონეს, რომ პრობლმების გარეშე შეძლოს მუშაობა და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიაში. ფუნქციონირების 20 წლის განმავლობაში ჩვენ მეთოდები დავხვეწეთ და წარმატების მაჩვენებელმა 70-80 პროცენტს მიაღწია, რაც ძალზე მაღალი შედეგია. დანარჩენი 20-30 პროცენტი შედარებით დაბალი შედეგების მქონე მსმენელთან დაკავშირებული სუბიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. წარმატებებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩვენს მოსწავლეთა შორის არიან: რამდენიმე მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილი ადამიანები და ასე შემდეგ. ასევე, ვახორციელებთ დისტანციურ სწავლებას რეგიონებში და უცხოეთის ქვეყნებში (სკაიპით). ჩვენი მეთოდი უნიკალურია და ემყარება სინქრონულ თარგმანს.
– ჩვენ მოვისმინეთ ბატონი გოგას მიერ შესრულებული თარგმანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკის ოფიციალური ვიზიტის დროს საქართველოში. ალბათ, ეს არის ყველაზე დიდი ნდობა, რაც თქვენი კომპანიის მიმართ არსებობს.
– რა თქმა უნდა, ეს დიდი ნდობაა. ბატონმა დონალდ ტუსკმა უმაღლეს დონეზე შესრულებული სინქრონული თარგმნისთვის ბატონ გოგას საჩუქარიც კი გადასცა. მანამდე ის „ნატოს” გენერალმა ჯან-პოლ პალამეროსმა დააჯილდოვა პირადი მედლით, რომელსაც სამოქალაქო პირებს იშვიათად გადასცემენ.
– თქვენი კომპანია ხშირად არის წარმოდგენილი საერთაშორისო ღონისძიებებზე?
– ჩვენ სრულ საკონფერენციო მომსახურებას ვუწევთ მრავალ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას: გაეროს, ეუთოს, სამინისტროებსა და ასე შემდეგ. მომსახურებას უწევს მათ სინქრონული, თანმიმდევრული, წერილობითი სრული საკონფერენციო აპარატურა; ქეითერინგი, ექსკურსიები – ეს მოვახერხეთ მსოფლიო დონის ჩინური კომპანიის მხარდაჭერით და, რაც მთავარია, ჩვენი მენეჯმენტის დაუღალავი შრომით, როგორც თბილისში, ასევე ჩვენს რეგიონულ ფილიალებში. ჩვენ ვაწარმოებთ თარჯიმანი სინქრონისტებისა და წერილობითი თარჯიმნების მომზადებას. სინქრონისტების სამუშაო ძალიან რთული და სტრესული პროფესიაა. სინქრონისტის ფორმირებას მრავალი წელი ესაჭიროება. ჩვენი კურსდამთავრებულები საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში ცდილობენ, ტოლი არ დაუდონ მრავალწლიანი სტაჟის მქონე კოლეგებს.
– როგორც გავიგე, ბატონმა გოგამ ინგლისური ენის გრამატიკის წიგნიც გამოსცა.
– დიახ, ეს არის ინგლისური ენის გრამატიკის გამარტივებული კურსი, თავისი რვეულით, რაც ძალიან გაუადვილებს მსურველებს ამ ენის შესწავლას.
– როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
– ჩვენ ვგეგმავთ კომპანიის გაფართოებას, ახალი ფილიალების გახსნას; ვაპირებთ, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტი და საუკეთესო პირობები შევთავაზოთ ჩვენთან მოსულ ადამიანებს.
დეტალური ინფორმაციისთვის
დარეკეთ ტელეფონებზე:
599 10 28 58, 599 54 49 94;
მისამართი: მცხეთის ქუჩა ¹4.
mail: Gaskurava@yahoo.com