კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გველის წინ მძიმე შემოდგომა და რას განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებაში აზრის ეკოლოგია

 მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ნეგატიური პროცესების გააქტიურებას ჩვენი სოციუმისთვის მძიმე და რთული პერიოდით ხსნის _  საზოგადოება ცხრაწლიანი ციკლის მეოთხე, ეგრეთ წოდებულ  ფორმირების ეტაპს გასული უშედეგო სამი წლით იწყებს, რაც, მეტაფიზიკოსის აზრით, სამყაროს კანონების წინააღმდეგ წასვლაა, რასაც სიკეთე არასდროს მოაქვს.   

 მალხაზ გველუკაშვილი:  ბოლო თვეების განმავლობაში ნეგატივის გააქტიურების პერიოდი გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის და საერთოდაც, ამ სამყაროში არაფერია შემთხვევითი. სამყაროს კანონების წინააღმდეგ სვლას სიკეთე არ მოაქვს – ეს ადამიანსაც ანგრევს და სოციუმსაც.   მეტაფიზიკაში დღეს ძალიან პოპულარულია  მიზიდულობის თეორია, რაზეც ამერიკელებმა  ფილმების გადაღებაც კი  დაიწყეს – მსგავსი აზრი იზიდავს მსგავს სიტუაციას.  ყველაფერი ამ კანონზეა აწყობილი.  როდესაც ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, დათრგუნულია ხალხი, რადგან დღითი დღე უარესდება მათი მდგომარეობა და ბევრი შიმშილის ზღვარზეა მისული; ადამიანები ვერ ხედავენ მომავალს და ვეღარ იყურებიან წინ; ისინი  არ ფიქრობენ კარგზე, ცუდზე ფიქრსა და ნეგატივს კი მოჰყვება  ნეგატივი და ამიტომაც დაგროვდა ამდენი ცუდი ინფორმაცია და სიტუაცია ჩვენს სოციუმში.  ყველამ ვიცით, რომ პირველად იყო სიტყვა და რომ სიტყვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს – ცუდი ინფორმაცია რეალიზდება სამყაროში და რეალურად  ხდება ის, რაც ხდება საქართველოში.  ეს ყველაფერი იწვევს უარყოფით დინებებს. დღეს მთელ მსოფლიოში პოპულარულია ადამიანის, აზრის ეკოლოგია – ნეგატიური განწყობა და ცნობიერება იწვევს ნეგატიურ პროცესებს ყველგან და ყველაფერში. ეს თეორია  არც ჩემი მოგონილია  და არც ახალი, ადამიანებს ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ამაზე, სინამდვილეში ეს თეორია ბევრ პროცესს განსაზღვრავს.    
– როგორ პერიოდს გადის ჩვენი საზოგადოება მეტაფიზიკის კანონების მიხედვით?
– უძველესი კანონების მიხედვით, 21-ე საუკუნე არის შინის ეპოქა.  ეს არის პერიოდი, როცა ადამიანი, როგორც სულელი, ბრმად   გამოდის სამყაროში და არ იყურება წინ, ისე დგას უფსკრულის პირას.    ასეც არის აღწერილი ძველ ნახატებში.  ადამიანმა უნდა გადალახოს ეს პერიოდი, თითქოს თავიდან უნდა დაიწყოს ცხოვრება – ის აუცილებლად უნდა გადავიდეს ახალ ეტაპზე, ამიტომაც ახლავს ამ პერიოდს  დიდი ცვლილებები. სამყაროში ყველაფერი ახალი   იწყება  მძიმედ, მათ შორის – ადამიანის გადასვლა გაცნობიერების ახალ ეტაპზე, მით უმეტეს, რომ  ეს არის  ამ საუკუნის მეორე ათწლეული –  ციფრი 2, რომელიც გვაქვს ამ ათწლეულში,  პირდაპირ არის დაკავშირებული ანტაგონიზმთან და  მუდმივი შინაგანი დაძაბვის პოზიციასთან. ანტაგონიზმი მოდებული აქვს მთელ სამყაროს, ამიტომაც არის ამდენი ნეგატივი ყველგან. ეს  განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში იგრძნობა, სადაც ადამიანის ელემენტარული სოციალური უფლება  არ არის დაცული და  მისი არსებობა  უმძიმეს ვითარებამდე მიდის.   გასულ წელს ვამბობდი, რომ წლევანდელი წელი განსაკუთრებით ნეგატიური იქნებოდა და ასეც არის,  თუმცა, შინის ეპოქას აქვს  დადებითი მომენტებიც – ამ პოზიციაზე ადამიანი ყრის ძველს, ისე გადადის ახალ ეტაპზე. მეოთხე წლიდან იწყება მატერიალიზაციის პროცესი, რაც გამოხატული იქნება  დიდი ცვლილებებით, რაც უკვე  დაიწყო.  საერთოდ, ამ პერიოდს ახასიათებს მნიშვნელოვანი თემების გააზრების პროცესი. დედამიწაზე მსოფლმხედველობების, ცნობიერების ცვალებადობის პროცესი  უკვე დაწყებულია. მსოფლიოსთვის მეორე ათწლეულის მეექვსე წელია, რაც ამ ანტაგონისტურ პერიოდში ახალი არჩევანი-გამოწვევის წინაშე აყენებს მსოფლიოს. ჩვენ შევედით ამ პერიოდში, რაც ჩვენისთანა ქვეყნისთვის რთული იქნება. იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეს საზოგადოება, კიდევ დრო გვჭირდება. ცხრაწლიანი ციკლის პირველი ეტაპის პირველი ნაწილი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, წელს მთავრდება.  მეორე ეტაპი  იქნება ფორმირების ეტაპი – ასეთი  უნდა იყოს  შემდეგი სამი წელი, თუმცა, ფორმირების პერიოდი შედეგიანი რომ იყოს, წინა სამი წელი კარგად უნდა იყოს „გამოყენებული”. ჩვენ ამ მხრივ „დავარღვიეთ” გასული სამი წელი. ამ სამი წლიდან პირველი წელი  იყო იმპულსური პერიოდი, როცა უნდა დამყარებულიყო ურთიერთობა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის; მეორე წელი უნდა ყოფილიყო ანტაგონისტური ემოციების გასწორების, მესამე წელი კი იდეის განხორციელების დასაწყისის, თუმცა, არცერთი წელი არ ყოფილა გამოყენებული და, შესაბამისად, ფორმირების პერიოდი რთულად დადგება.  თუ არ დადგა ფორმირების  პერიოდი, იწყება მისი დაშლა და ასე მოხდა ჩვენს უახლოეს წარსულში  –  ყველა ხელისუფლებამ, რაც იყო გასულ 20  წელიწადში, ცხრა-ცხრა წლიანი პერიოდები გაიარა, წინა ორივე   ხელისუფლებას მეოთხე წელს  დაეწყო პრობლემები.  ახლაც ასე იქნება, თუმცა  ამათ ისე დააგვიანეს, რომ, არა მგონია, ცხრაწლიანი ციკლი დაასრულონ –  მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, ერთეული პიროვნებების გარდა, არ აქვთ არანაირი შანსი. ასპარეზზე ჯერ  არ ჩანს პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც კარგი პერიოდი უნდა დადგეს, თუმცა, უახლოეს პერიოდში გამოჩნდებიან ერთეული  ადამიანები, რომლებიც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილან.  ახლა მოაზროვნე, მკაცრად ლოგიკური და ანალიტიკური  გონების მქონე ადამიანების პერიოდი იქნება როგორც პოლიტიკაში, ასევე ყველა სხვა სფეროში.
– როგორი შემოდგომა გველის?
– რთული. განსაკუთრებით გააქტიურდება სოციალური კრიზისი, რასაც მოჰყვება სოციალური პროტესტი,  რომლის გამოყენებას აუცილებლად შეეცდებიან გარკვეული ძალები, თუმცა მათთვის  ეს პროცესი ცუდად დასრულდება.  პროტესტი იქნება არა პატრიოტული თემატიკით, არამედ სოციალური პრობლემატიკით.  საზოგადოების განწყობაც სოციალური უკმაყოფილებისკენ მიდის. ეს სკალა დაღმავალია. საქართველოში ძალიან მცირე ნაწილს აქვს აღმავალი განწყობა, უმრავლესობას ემოციური  ნაწილი ძალიან დაღმავალი აქვს. მატულობს ემოციური აგრესია,   საზოგადოება იქცევა იმის მიხედვით, როგორიც არის გარემო, თუმცა, ისიც იკვეთება, რომ ბევრი ადამიანი ახელს თვალს. მთელი 25 წელი  საზოგადოება მიჰყვებოდა კერპთაყვანისმცემლობას და ასე იყო 70 წლის წინაც, ასი წლის წინაც – მას მუდმივად სჭირდებოდა კერპი, ავტორიტეტი. ზუსტად ამ ავტორიტეტების დაკარგვასთან მივდივართ ნელ-ნელა. ადამიანებს სულ ჰქონდათ განცდა, რომ ვიღაც გადაარჩენთ, რომ ვიღაცას უნდა „ჩამოეკიდონ”.  ეს ვიღაცეები იყვნენ პატივმოყვარე, ბრიყვი და ხარბი ტიპები, რომელთაც რეალურად არაფერი მოეკითხებათ და, შესაბამისად, საზოგადოება სულ იყო შეცდომაში.  დღეს საზოგადოება   უკვე ასწორებს თავის შეცდომებს,  აცნობიერებს, რომ მას ვერავინ გადაარჩენს, თუ თვითონ არ მოინდომა და თვითონ არ გადაირჩინა თავი.  ახლა რომ ჰკითხოთ იმ ადამიანებს, რომელთაგან ზოგი ძალიან აქტიურად და მძაფრად  ირჩევდა მიშას, ზოგი – ბიძინას, ზოგიც – შევარდნაძეს, დღეს  ნაკლებად სჯერათ მათ კონკრეტული ადამიანების. ისინი მიხვდნენ, რომ 1992 წლის შემდეგ მათ რეალურად ერთი და იგივე ხალხი მართავს.   ჩნდება საღი აზრი, იწყება გამოსავლის ძიება საკუთარ თავში და არა არარეალურში. გაჩნდა მოქმედების მოთხოვნის განცდა და არა  არარეალური მოლოდინის,  როგორც ეს მუდმივად იყო.  უკვე ერქმევა სახელი ყველას და ყველაფერს.  ეს ნიშნები უკვე მკვეთრად ჩანს:  საზოგადოება ფხიზლდება და უფრო საღი გონებით იწყებს შეფასებას. სულ მცირე ნაწილმაც რომ გაიაზროს ეს, უკვე კარგია, ასე რომ, რაც ხდება, მთლად ცუდი არ არის.   
– თუმცა, არსებობს ადამიანის „დამუშავების” უამრავი მექანიზმი, გააკეთებინო მას ის, რაც შენს გეგმებში შედის და რაც მუდმივად ყველა სოციუმში გამოიყენება.
– არსებობს ეგრეთ წოდებული ფსიქოომი, რომლის ისტორია საუკუნეებს მოიცავს. ეს ომი ფიზიკურ ომზე საშიშია. ცნობიერების კოდირებაზე ყველა დროში მუშაობდნენ. იცვლება მხოლოდ ფორმა, არსი კი იგივე რჩება. დღეს ფსიქოომი მიმდინარეობს ტელევიზიის, პრესის, კომპიუტერის საშუალებით. ამის შესახებ არსებობს გასაიდუმლოებული ლიტერატურა, რომლის მოპოვებაც თითქმის შეუძლებელია. ამ ლიტერატურით ძირითადად პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი. არსებობს ინფორმაციული ომიც, რომელიც ადამიანებზე ტექსტის პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით მოქმედებს, მაგრამ ფსიქოომს, რომელიც გაცილებით ძლიერია, სულ სხვა მექანიზმი აქვს: ადამიანის ტვინზე ზემოქმედება ხდება არა უშუალოდ მოწოდებული სიტყვების შინაარსით, არამედ იმ უხილავი ვიბრაციებით, რომლებსაც ისინი ადამიანის თავის ტვინში წარმოქმნიან და იწვევენ სულ სხვა ასოციაციებს. შეიძლება კაცმა დაგიწეროს მთელი ტექსტი, ამ ტექსტის უკან კი იდოს კიდევ სხვა რაღაც, რომელიც დაპროგრამებულია სიტყვის წყობაში, განლაგებაში, ბგერებში და, ამგვარად, გარკვეული კანონზომიერებით, სხვა ინფორმაციას გაწვდის. ეს არის ტრანსცენდენტური ლოგიკა, ფსიქოლინგვისტური მეთოდი. შენიღბული ინფორმაციის მოწოდება, რომლებიც გარკვეულ ვიბრაციებს იწვევს თავის ტვინში, ხდება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ვიზუალური ქმედებით, რიტმიკით, მუსიკით... დღეს მუსიკის დიდი ნაწილი იქითაა მიმართული, რომ აგრესია გამოიწვიოს, ან, პირიქით – მოადუნოს თავის ტვინი. უკვე არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები: რობოტრონული, ბიორეაქტორული, რომლებსაც სპეციალურად აძლევენ გარკვეულ სიხშირეებს, რომ ადამიანის თავის ტვინზე იმოქმედონ.
– რა შემთხვევაში უფრო იოლია ადამიანის დამორჩილება?
– ადამიანის დამორჩილება ყველაზე ადვილი მაშინ არის, როდესაც მთლიანად ართმევ ემოციებსა და ნებას. ასეთი ადამიანი ყოველთვის კუჭზე ფიქრობს, აბსოლუტურად მიწიერი ხდება და მისი დამორჩილება სირთულეს აღარ წარმოადგენს. ასევე იოლად დასამორჩილებლები არიან ჰომოსექსუალები. ისტორიის  ყველა პერიოდში, როცა  უნდოდათ, მამაკაცი მორჩილი გაეხადათ, მას აუპატიურებდნენ. ასეთს ყველაფერს გააკეთებინებ, ყველაფერზე თავს დაგიკრავს – ეს უკვე „დამუშავებული” ადამიანია.
– ჩვენს ქვეყანაში თუ მიმდინარეობს ადამიანის ეგრეთ წოდებული „დამუშავება”?
– რა თქმა უნდა. ამაზე ყველა ხელისუფლება მუშაობს. ეს პროცესი დღეს და გუშინ არ დაწყებულა; ამაზე ჯერ კიდევ კომუნისტები მუშაობდნენ, როდესაც ცდილობდნენ, ადამიანებისთვის მოეხსნათ ემოცია. დამუშავების შედეგად მასა შეიძლება პასიური, ინერტული გახადო, ან პირიქით – აგრესიული და ამბოხებული, იმის მიხედვით, თუ როდის რა აწყობს ამაზე მომუშავე ჯგუფს.

скачать dle 11.3