კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი ადამიანი რჩება ტაძარში სიარულის მიუხედავად ეკლესიის მიღმა

როდესაც მარიამს ერთი წელი შეუსრულდა, იოაკიმემ მოიწვია ღვთისმსახურები, მწიგნობრები, მოხუცები და მათ მარიამი დალოცეს. როდესაც ის 2 წლის იყო, გარშემო მყოფები გაოცებულები იყვნენ მისი გონებისა და გულის არაჩვეულებრივი განვითარებით, რაც მის ასაკს აღემატებოდა. 3 წლის ასაკში ის ტაძრად მიიყვანეს და მოათავსეს ქალწულთა სავანეში, რომელიც უძველესი დროიდან არსებობდა.
28 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. რატომ მთავრდება საეკლესიო ციკლი მიძინების დღესასწაულით,  როგორი სიკვდილი მიიჩნევა ადამიანისთვის სასჯელად და რისი კეთებაა მნიშვნელოვანი ყველა ქრისტიანისთვის, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 – თანამედროვე კალენდრით, 21 სექტემბერი – ეს არის ღვთისმშობლის შობა, ხოლო 28 აგვისტო – ღვთისმშობლის მიძინება. საეკლესიო  დღესასწაული, ეკლესიური ციკლი, იწყება სექტემბერში და მთავრდება შემდეგი წლის აგვისტოში, ანუ, იწყება ღვთისმშობლის შობით და მთავრდება მისი მიძინებით.  ტკივილების გარეშე შვა მან მაცხოვარი და მაცხოვარმაც ტკივილების გარეშე გაიყვანა მისი სული სხეულიდან – წმიდა სხეული გახრწნისგან დაიცვა. ამის შემდეგ ღვთისმშობლის სული უფლის ხელით, ზეიმითა და ზეციური ძალების თანხლებით ავიდა ცათა სასუფეველში. მისი სხეული კი ზეციური ნათლით ბრწყინავდა და მისგან საოცარი კეთილსურნელება მოდიოდა. მის სარეცელზე შეხებით ყველა კურნებას იღებდა. ერთმა იუდეველმა მღვდელმა საშინელი, ღვთის საგმობი სიტყვები იკადრა ღვთისმშობლის სარეცელთან, შემდეგ სარეცელს მივარდა, რათა ყოვლადწმიდა დედის ცხედარი ძირს გადმოეგდო. მაგრამ, როგორც კი ოდნავ შეეხო, ანგელოზმა ორივე ხელი წარჰკვეთა, მოკვეთილი ხელები სარეცელზე დაეცა, თვითონ კი საშინელი გოდებით დავარდა ძირს და მოციქულებს სთხოვა – შემიწყალეთო. პეტრე მოციქულმა უბრძანა, რწმენით მიემართა ღვთისმშობლისთვის და მკლავები სარეცელზე დაყრილი მოჭრილი ხელებისთვის მიედო. ხელები მაშინვე გაუმთელდა, მხოლოდ იდაყვების გასწვრივ შემორჩა ძაფივით წითელი ზოლები. ამის მხილველმა ბევრმა იუდეველმა შეინანა, იწამა ქრისტე და ღვთისმშობლის სარეცელს ემთხვია. ბევრი მათგანი განიკურნა, ბევრს კი მხედველობა დაუბრუნდა.
– ადამიანებს სიკვდილის მიმართ განსაკუთრებული შიში აქვთ, რაც ხშირად მთელი ცხოვრება მიჰყვებათ და ბევრ რამეში უშლით ხელს.
– სიკვდილმა ეს სახელი თავად უფლისგან მაშინ მიიღო, როდესაც ის, როგორც რეალობა, ჯერ კიდევ არ არსებობდა. როდესაც უფალმა ადამსა და ევას აუკრძალა კეთილისა და ბოროტის, ცნობადის ხის ნაყოფის ხმევა. შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი ღვთის განგებულებით არის განსაზღვრული, როგორც შედეგი ცოდვისა, რომელიც ჩვენი წინაპრების მიერ მთელ კაცობრიობაზე გავრცელდა, როგორც სასჯელი, რომელიც მან ადამსა და ევას დაადო. თუ ადამიანს სიკვდილი ეხსომება, ის აღარ შესცოდავს, მაგრამ, ადამიანური მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ მაინც დაეცემით, აღარ უნდა გადადოთ სინანული, აღსარება და მაშინვე სულიერ მოძღვარს უნდა მიაკითხოთ ცოდვებისგან გასაწმენდად. უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილისთვის მზადება წინასწარ არის საჭირო, ამგვარი ცხოვრებით ჩვენ ბევრად უკეთ შევიგნებთ ყოველივეს და სამომავლო, მარადიული ცხოვრებისთვის უკეთესად მოვემზადებით. სიკვდილზე ფიქრი იმ მადლს მოგვანიჭებს, რომლის მეოხებითაც მარადისობაში გადასვლა საშინელებად აღარ მოგვეჩვენება.
– რატომ მიიჩნევა მოულოდნელი სიკვდილი უფლის მრისხანებად?
– ადამიანისთვის ყველაზე საშინელია მოულოდნელი სიკვდილი – ეს არის უფლის მრისხანების მახვილი. ამგვარი სასტიკი სასჯელის მიზეზი კი არის ცოდვების სიყვარული, საკუთარი სულისა და მიწიერი ცხოვრების დასასრულის გამო უზრუნველობა და უდარდელობა. ძალიან მძიმე სასჯელია ადამიანისთვის მოულოდნელი სიკვდილი, განსაკუთრებით იმისთვის, ვინც საერთოდ არ ამბობს აღსარებას და არ არის ნაზიარები, რადგან, როგორ მდგომარეობაშიც მოგვისწრებს აღსასრული, იმგვარ მდგომარეობაში მოგვიწევს დარჩენა და მარადიული არსებობაც. სიკვდილის შემდეგ კი არც კეთილის მქმნელი შეიცვლება ბოროტის მქმნელად და არც ცოდვილი – უცოდველ ადამიანად. უდავოა, რომ სიკვდილისგან გათავისუფლება არავის შეგვიძლია, მაგრამ მისთვის მომზადება ყველას ხელგვეწიფება. ეს მომზადება კი იმაში გამოიხატება, რომ შეძლებისდაგვარად მოვაგვაროთ მიწიერი საქმეები და ვიზრუნოთ სულის გადარჩენისთვის; შევიმსუბუქოთ სული ცოდვებისგან, რაც აღსარებითა და ზიარებით არის შესაძლებელი. ამის შედეგად ჩვენს გულში ჩასახლდება სასოება და მადლი ღვთისა, მარადიული ნეტარების მოლოდინი და ადამიანს უკვე აღარ ექნება სიკვდილის, წუთისოფლისგან განშორების შიში. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როდესაც ცოდვებში ჩაფლულ ადამიანს თავს დაატყდება უეცარი სიკვდილი – მას უკვე წამიც კი აღარ რჩება სინანულისთვის, იმქვეყნად ცოდვებით დამძიმებული მიდის და მარადიულ, უფლის წიაღში ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ ახერხებს. ამიტომ, უცნობლად დატოვება იმისა, კეთილი იქნება ჩვენი აღსასრული თუ ბოროტი, ემსახურება იმას, რომ შეუცნობელის შიშმა გამოგვაფხიზლოს, ცოდვებს განვერიდოთ და მანკიერებისგან განშორებული წარვემატოთ სათნოებებში.
– რის კეთებაა ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, მნიშვნელოვანი?
– ქრისტიანული სწავლა ერთა შორის ურთიერთობაზე ეფუძნება უმთავრეს მცნებას მცნებათა შორის – სიყვარულს. სიყვარულით სავსე ადამიანის გულში აღარ არის ადგილი ბოროტებისთვის და ეშმაკსაც უჭირს იქ ადგილის დამკვიდრება. სიყვარული ყველაფრის მძლეველი ძალაა, ის ადამიანის გულში ჩადებულ ეგოიზმსაც სპობს. ჭეშმარიტი სიყვარული მზად არის, მოძებნოს სამართალი, დაეხმაროს სხვას, გაუწოდოს სიყვარულის, ნუგეშის ხელი და დაეხმაროს მას ბოროტების ჭაობიდან ამოსვლაში. რაც მთავარია, სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, რაც ჭეშმარიტია, ყველაფრის იმედი აქვს და ის არასდროს მთავრდება. ეკლესია აღიარებს ეროვნულ უფლებებს, მაგრამ ნაციონალური ეგოიზმის წინააღმდეგია. ის გვეუბნება, რომ ცათა სასუფეველში ყველასთვის არის ადგილი. ყველა ეროვნებას თავისი წვლილი შეაქვს საერთო საქმიანობაში. ქრისტიანობაში არ არსებობს და არც შეიძლება ჰქონდეს ადგილი დავას პირველობისთვის არც ადამიანებს და არც ერებს შორის. მოციქული პავლეს პირით ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ქრისტეში არ არის და არც იქნება არანაირი განყოფა. ადამიანური სიყვარულისთვის არსებობს საფეხურები, რომელთა გავლითაც ის აღწევს გარკვეულ ხარისხს – კაცობრიობის სიყვარულს. ერთ-ერთი საფეხური კი არის სიყვარული ყოველივე მშობლიურისადმი, შემდეგ – საკუთარი სამშობლოსი. შეუძლებელია, ადამიანმა ამტკიცოს, რომ უყვარს მთელი კაცობრიობა, რომელსაც სრულიად არ იცნობს, თუ მას არ უყვარს საკუთარი ახლობლები, რომლებთანაც დაკავშირებულია დაბადებიდან.
ვისაც უყვარს, ის ადამიანის კეთილდღეობისთვის ზრუნავს. ეს არის გზა, რომელსაც ზეცამდე მივყავართ და ქრისტეს მბაძველად და უფლის დარად გვხდის. ვინც ეგოისტურად, მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობს, ის უფლის, ეკლესიის მიღმა იმყოფება.

скачать dle 11.3