კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა ორი ჯვრის ერთდროულად ტარება?
პასუხი: ორი ჯვრის ერთდროულად ტარება შეიძლება, თუ საამისოდ სასულიერო პირის კურთხევა გაქვთ ან ეს ჯვარი წამოღებულია რომელიმე წმიდა ადგილიდან. მაგალითად, ნაკურთხია უფლის საფლავზე. ასეთ დროს არსებობს სხვა ჯვრის ტარების საფუძველი ნათლობის ჯვართან ერთად. სხვა შემთხვევაში, ერთი ჯვარი უნდა ვატაროთ, რადგან ქრისტე ერთ ჯვარზე ევნო.
კითხვა: თუ სტუმრად ვიმყოფები და გემოთმოყვარეობის ვნება შემიპყრობს, უნდა მივატოვო სუფრა?
პასუხი: თუ სხვებთან ერთად ტრაპეზობ, ნუ შეწყვეტ, მაგრამ შემწეობისთვის უფალს უხმე, რათა განაგდო ვნება და ისე მიიღე მცირედი. თუ მარტო ხარ და გშია, იხმიე პური და ისეთი საკვები, რაც ვნებას არ იწვევს.
კითხვა: ამაღლდა თუ არა ქრისტე ხორციელი ბუნებითაც?
პასუხი: ქრისტე ხორციელი ბუნებითაც ამაღლდა – ამაშია მთელი დიდება უფლისა – კაცი განეღვრთო. ღმერთმა ადამიანური ბუნება ზეცაში აიტანა, ადამიანი იქცა მარადიულად. ეს არის ამაღლებისა და აღდგომის მთელი საიდუმლო, თორემ თვით ღმერთი ისედაც უკვდავია. ქრისტეს ამაღლება ადამიანური ბუნების ამაღლებაა. წმიდა სამებაში ადამიანური ბუნებაც მოიაზრება.
კითხვა: მინდა, დავიცვა ჩემი ახლობლები ავი თვალისგან. არსებობს საამისოდ რამე თილისმები და შელოცვები?
პასუხი: ეკლესია არ ცნობს თილისმებს და მაგიურ შელოცვებს. მხოლოდ საღვთო მადლს, რომელიც ლოცვის მეშვეობით გვეძლევა, შეუძლია, დაიცვას ადამიანი ბოროტი ძალისგან.

скачать dle 11.3