კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიკოსის ღვთისმშობლის ხატი

კვიპროსის მონასტრებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი კიკოსი გახლავთ. აქ არის დაბრძანებული ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – კიკოსის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც წმიდა ლუკა მოციქულის მიერ თვით ღვთისმშობლის სახიდან არის გადმოღებული მისი მიწიერი ცხოვრების დროს. ეს ხატი კარგა ხანს ეგვიპტეში იმყოფებოდა – ის თვით ლუკა მოციქულმა გაუგზავნა მარკოზის მიერ მოქცეულ ქრისტიანებს. 980 წელს, როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ხატი კონსტანტინოპოლში ჩააბრძანეს. კვიპროსზე კი იგი თვით ზეციური დედოფლის ნებით მოხვდა. ერთხელ იმპერატორის ნაცვალი, ბიზანტიელი დიდებული მანუელ ეუტომიტისი შვლებზე სანადიროდ გაემართა. ტროოდოსის ტყეებში, მთის ბილიკზე ნაცვალი მეუდაბნოე ესაიას შეხვდა. განდეგილი ლოცულობდა და დიდებულს არ მიესალმა. აღშფოთებულმა მანუელმა  მსახურებს უბრძანა, მეუდაბნოე სასტიკად ეცემათ.
მალე კუნძულის მმართველს მძიმე სენი შეეყარა და ლოგინად ჩავარდა. მას გაახსენდა უსამართლოდ დასჯილი ბერი და მსახურები წარავლინა, რომ ბოდიში მოეხადათ. ესაიამ შეუნდო დიდებულს და მისი გამოჯანმრთელებისთვის ილოცა, მანუელი განიკურნა და მეუდაბნოეს ნებისმიერი თხოვნის შესრულება აღუთქვა. განდეგილმა განუცხადა, მქონდა ხილვა, რომ კონსტანტინოპოლში, იმპერატორ ალექსი კომნენოსთან უნდა გაემგზავრო და კვიპროსზე ჩამოაბრძანო ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ლუკა მოციქულმა დაწერაო. მაგრამ მანუელმა ვერ გაბედა, იმპერატორს ხლებოდა და იმასღა დასჯერდა, რომ ესაიას ტაძრის ასაგებად ფული შესწირა. მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყო.
იმ ხანებში იმპერატორის ქალიშვილს ისეთივე სენი შეეყარა, როგორიც მანუელს. კუნძულის გამგებელმა ამაში ღვთის განგება დაინახა, წარუდგა იმპერატორს და მეუდაბნოე მამის შესახებ უამბო. ესაია კონსტანტინოპოლში მიიწვიეს. ისიც მანუელთან ერთად იმპერატორს ეახლა. ესაიამ მეფის ასული განკურნა, მაგრამ იმპერატორი დანაპირების შესრულებას არ ჩქარობდა. მაშინ ქალიშვილი ისევ ლოგინად ჩავარდა. ალექსი კომნენოსმა მოინანია ურჩობა, მაგრამ ხატთან განშორება უჭირდა, გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეცადა ბერი. მან სასწაულმოქმედი ხატის ზუსტი ასლი შეუკვეთა, განდეგილს ორივე აჩვენა და არჩევანი მას მიანდო. უხუცესმა ილოცა და პასუხად სასწაულმოქმედ ხატზე ფუტკარი დაჯდა. ფუტკარი, როგორც სიმბოლო კიკოსის მონასტრისა, დღესაც ყველა ხატსა და ფრესკაზეა გამოსახული. იმპერატორი ვეღარ ეურჩა ღვთის ნებას და იძულებული გახდა, ხატი ესაიასთვის გაეტანებინა. მაგრამ ბრძანა: „ამიერიდან ვეღარავინ იხილავს ღვთისმშობლისა და ყრმის სახეს კონსტანტინოპოლში... მაშ, დაე, კვიპროსზეც ვერავინ დაინახოს – სასწაულთმოქმედი ხატი საბურველით იქნება „დაფარული“. იმპერატორის ბრძანება დღესაც სრულდება – ვერავინ ბედავს, თვალი გაუსწოროს ღვთისმშობლისა და ყრმის სახეებს, რომლებიც თვით პატრიარქისა და კვიპროსის მთავარეპისკოპოსისთვისაც კი დაფარულია.
სასწაულმოქმედი ხატის მარჯვნივ დაინახავთ გამხმარი ხელის ტვიფარს, რომელიც იმ ადამიანს მოგვაგონებს, სიწმიდის წაბილწვას რომ ლამობდა.
კიკოსის სავანეში ხატმა უამრავი სასწაული მოახდინა.
ოსმალთა ბატონობის დროს კუნძული გვალვამ მოიცვა. თურქეთის ფაშამ დაიბარა მონასტრის იღუმენი და უბრძანა, სასწაულთმოქმედი ხატის წინაშე წვიმის მოსვლისთვის ელოცა. „თუ არ გაწვიმდება”, – დაემუქრა ფაშა ბერს, – „ამ ხატს თავზე გადაგამტვრევთ“. იღუმენმა ილოცა და მოხდა სასწაული – გაწვიმდა. თურქეთის მმართველმა მონასტერს მადლობის ნიშნად გადასცა სიგელი, რომელიც სავანეს სამუდამოდ ათავისუფლებდა გადასახადებისგან.

скачать dle 11.3