კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

როგორც გასცემთ მოწყალებას, ღმერთიც ისე მოგაგებთ სამაგიეროს
წმიდა იოანე, მოწყალედ წოდებული, პატრიარქი ალექსანდრიისა, დილით ეკლესიაში მიდიოდა. გზად ერთმა საცოდავმა ქვრივმა ქალმა გააჩერა. ქალი მწარედ მოთქვამდა: ნათესავს ეწყენინებინა და ახლა პატრიარქს სთხოვდა დაცვას. მაგრამ, რადგან ღვთისმსახურების ჟამი დამდგარიყო, პატრიარქის გამყოლებმა ურჩიეს, ქვრივისთვის შინ დაბრუნების მერე მოესმინა. მაგრამ ღვთის კაცმა თქვა:
– როგორ მომისმენს მე უფალი, თუ ახლავე არ მოვუსმენ ამ ქალსო.
ადგილიდან არ დაძრულა, სანამ საქმე ბოლომდე არ განიხილა.
ერთხელ, ეკლესიაში მიმავალ წმიდა იოანე მოწყალეს გზად შეხვდა ადრე შეძლებული, ახლა კი გაღატაკებული კაცი და დახმარება სთხოვა. წმიდა იოანემ ეკონომოსს ტაძრის საგანძურიდან 15 ლიტრი ოქროს მიცემა უბრძანა, მაგრამ მან მხოლოდ 5 მისცა. როცა პატრიარქი ტაძრიდან დაბრუნდა, ერთმა მდიდარმა ქვრივმა ქალმა გააჩერა და ფურცელი გადასცა. წერდა, ეკლესიას 500 ოქროს ვწირავო. წმიდა იოანე სულიწმიდით მიხვდა, რომ ქალმა იმდენი არ შესწირა, რასაც ადრე ფიქრობდა. მოიხმო ეკონომოსი და ჰკითხა, „რამდენი მიეცი იმ მოქალაქესო?“ „15 ლიტრი ოქროო“, – უპასუხა. „თქვენგან მოითხოვს ღმერთი, რაც იმ ქალმა აღარ გაიღოო“, – ამხილა პატრიარქმა თავისი ანგარებიანი მნე. ქვრივი ქალი იხმო და ჰკითხა: – გვითხარი, ჭეშმარიტად ღვთის სიყვარულისთვის, რამდენის შეწირვა გსურდა ეკლესიისთვისო. „მეუფეო წმიდაო, მოწამეთა ღმერთი, რამდენიმე დღეა, ქარტიაზე 1 500 ოქრო მეწერა, მაგრამ, დილას რომ გავშალე ქაღალდი, არ ვიცი, ვის, 1 000 ამოეშალა და, ვიფიქრე ღმერთი 500 ოქროზე მეტის მოცემაზე არ მაკურთხებდა“. ეკონომოსებმა სირცხვილისგან არ იცოდნენ, სად დამალულიყვნენ. წმიდა იოანემ მათ უთხრა: „გახსოვდეთ, როგორც გასცემთ მოწყალებას, ღმერთიც ისე მოგაგებთ სამაგიეროს. გეშინოდეთ ღვთის სასჯელის, რადგან, რამდენი გლახაკი მოაკლდა თქვენ გამო არსობის პურს“.

скачать dle 11.3