კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ვარგა კარის ზღურბლზე დამშვიდობება, მაგიდის კუთხეში დაჯდომა და ონკანიდან წყლის ჟონვა

ადამიანი ყოველდღიურად უამრავ ქმედებას სჩადის და არ აკვირდება, ამას რა შედეგი მოაქვს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი დალი ამბობს, ყველა წვრილმანი უნდა გავითვალისწინოთ და ისე დავგეგმოთ ყოველი დღე. ანუ, ჩვენ თავად ვიქმნით ცხოვრებისეულ წარმატებებს და ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. როცა ამბობენ, გზიდან დაბრუნებულმა სარკეში უნდა ჩაიხედოთო, ამას არ ვითვალისწინებთ და ვამბობთ, რომ სისულელეა; ან, თუ ონკანიდან წყალი ჟონავს, ეგ არაფერი, როცა დრო მექნება, შევაკეთებო; არადა, თურმე, ასეთი აზროვნება ჩვენს საზიანოდ მოქმედებს და ბევრ წინაღობასა და პრობლემას გვპირდება მომავალში.

 

დალი: ჩემ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომ ეუბნები, ასე თუ მოიქცევი, გეშველებაო, ის ყურს არ გიგდებს და, მაინც თავის ჭკუაზე მოქმედებს. მერე კი, როცა ცხვირს წაიმტვრევს, ნანობს და ვიშვიშებს. მაგალითად,  რომ ამბობენ, გზიდან დაბრუნებულმა სარკეში ჩაიხედე და საფრთხეს აიცილებო, ეს ნამდვილად ასეა. სარკე მაგიური ნივთია და ის ბევრი რამისგან გვიცავს. თუ რაღაც მიზეზით გზიდან შინ მიბრუნება მოგიწიათ, ცოტა ხანს ჩამოჯექით, რომ სახლის ენერგია აიღოთ, თან სარკეშიც ჩაიხედეთ. წასვლის დროსაც ასე უნდა მოიქცეთ და კეთილი მგზავრობა გარანტირებული გექნებათ. ასევე, არ ვარგა საკუთარ თავზე მინიშნება, ანუ, თითით ჩვენებისას ვგზავნით ენერგეტიკულ მუხტს. თუ სხვის დაავადებაზე ლაპარაკობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს – ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ.
– იმასაც ხომ ამბობენ, თუ ზურგიდან ვინმე დაჟინებით გვაკვირდება, ამით ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის პრობლემებსო?
– დიახ, არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებით გაკვირდებათ, რადგან, ადამიანის ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეა.  დაჯინებული მზერა არღვევს ადამიანის ენერგეტიკას, ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ ჩანთაში სარკე გიდევთ, არაფრის შეგეშინდეთ, რადგან ის აირეკლავს ავ თვალს და მტრისგან დაგიცავთ.  სხვათა შორის, ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ, თუ სარკეს ჯიბით ატარებდნენ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას ის, უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა. დააკვირდით, ახლაც კი, სოფლებში სარკეს აივანზე კიდებენ – ეს ძველი ტრადიციაა, რომ სტუმრად მისულმა ადამიანმა ჯერ მასში ჩაიხედოს, დატოვოს ავი ზრახვები და მერე შევიდეს სახლში.
– თუ ვინმე დაჟინებით გვიყურებს და სარკე ჩანთაში არ გვიდევს?
– მაშინ, დააკვირდით: თუ დაგეწყებათ ფორიაქი, მოუსვენრობა, რაღაც პერიოდის შემდეგ კი მოგინდებათ ტირილი, ესე იგი, რაღაცაშია საქმე. ამ  დროს უეცრად გულის აჩქარებაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომ, კარგად უნდა დააკვირდეთ საკუთარ თავში ცვლილებებს და სათანადო ყურადღება გამოიჩინოთ.
– ალბათ, ბევრს ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა ჰგონია...
– მართალია, ბევრი ასე ფიქრობს, მაგრამ ეს ხომ მე არ მომიგონია? ზოგადად, კი დაბადების მომენტში, ყველას ჩვენ-ჩვენი ბედი დაგვეწერა, რასაც ვერც შევცვლით, მაგრამ, თავის დაზღვევა ყოველდღიური ნეგატიური მოვლენებისგან ნამდვილად შეგვიძლია. ასევე, არ ცდებოდნენ ჩვენი წინაპრები, როცა ამბობდნენ, რომ  ცუდ განწყობაზე ყოფნისას არ უნდა მოამზადო კერძი. თანამედროვე მეცნიერებისგან დადასტურებულია, რომ საკვები ისრუტავს ირგვლივ არსებულ ენერგიას, ჩვენ კი, ამ საკვების ჭამის დროს, კალორიებთან ერთად, ამ ენერგეტიკასაც ვიღებთ. ისიც მართალია, რომ ზღურბლზე დამშვიდობება ჩხუბის მომასწავებელია. ზღურბლი ენერგეტიკული გამყოფია ორ სამყაროს შორის: ერთ მხარეს თქვენი სამყაროა, მეორე მხარეს – უხილავი სამყარო, ეს უკანასკნელი კი ხელს უშლის ადამიანებს შორის სასიამოვნო ურთიერთობის დამყარებას. სამყაროდან სამყაროში გადაცემული ენერგია კი ორივე სამყაროში თანაბრად იხარჯება და ამიტომაც ირღვევა კავშირი ორ ადამიანს შორის.
– ახლა გამახსენდა, მახსოვს, ბავშვობაში, სოფელში ჩასულს, მეუბნებოდნენ, არ დაჯდე მაგიდის კუთშეში, თორემ შვიდი წელი ვერ გათხოვდებიო. მაგიდის კუთხეში დაჯდომას მართლა გაუთხოვრობა მოაქვს ქალისთვის?
– თუ დააკვირდებით, სოფლებში ძველად მრგვალ მაგიდებს ანიჭებდნენ უპირატესობას და ასეთი მაგიდები ბევრ ოჯახში, დღესაც აქვთ შემორჩენილი. მოზარდი რომ გახლდით, მეც მეუბნებოდა ბებია, არ დაჯდე მაგიდის კუთხეში, თორემ შვიდი წელი ვერ გათხოვდებიო. მართლაც, საკმაოდ ასაკში გავთხოვდი, თუმცა, ვერ გეტყვით, ეს მაგიდის კუთხეში ჯდომას უკავშირდება თუ არა (იცინის). საერთოდ, ადამიანისკენ მიმართული მაგიდის კუთხე, ნეგატიურ ენერგეტიკას ადვილად ისრუტავს და შემდეგ მასთან ახლოს მჯდომ ადამიანს გადასცემს, რომელიც მხოლოდ სიყვარულის კი არა, უსახსროდ და წარმატების გარეშეც გვტოვებს. თქვენც გაითვალისწინეთ ეს და არ დაჯდეთ მაგიდის კუთხეში.
– ისიც გამიგია, რომ თუ სახლში ონკანიდან წყალი ჟონავს, ეს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ძალიან ცუდიაო. რას გულისხმობენ, იქნებ განგვიმარტოთ?
– თუ ონკანიდან წყალი წვეთავს, ეს უფულობაზე მიგვანიშნებს. ანუ, თუ სანტექნიკა წყობიდან გამოდის, ეს იმის მიმანიშნებელია, რომ უიღბლობისთვის უნდა მოვემზადოთ. ამიტომ, სახლში მთავარი ყურადღება სწორედ წყალგაყვანილობას მიაქციეთ. სხვათა შორის, ეს არა მარტო ფინანსებზე, არამედ, ადამიანის ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება. თუ შენიშნავთ, რომ თქვენს ბინაში წყალსადენი მილები, ონკანი ან კანალიზაცია ხშირად გამოდის წყობიდან, ესე იგი, თქვენ არასწორად მართავთ გრძნობებს, ანუ თქვენი ემოციები შეზღუდულია და გამოვლინების საშუალებებს ეძებს. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. ასე რომ, თუ სრული ჰარმონიისა და ბარაქა-იდილიის შექმნა გსურთ, მეტად მიაქციეთ სახლს ყურადღება.

скачать dle 11.3