კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კომფორტს უქმნის გათხოვილ ქალს ასაკით უფროსი საყვარელი

ზოგიერთი ადამიანი ცუდად იცნობს საკუთარ თავს. არ ესმის, რას სთხოვს მისი შინაგანი ხმა, მისი მეორე „მე“. საკუთარ თავთან დისბალანსს და უთანხმოებას, არცთუ იშვიათად, შეცდომებამდე მივყავართ. თუმცა, არის შეცდომები, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებენ და ისინი გაცილებით ძვირი გვიჯდება...

 მარიკო (29 წლის): გავთხოვდი სიყვარულით, რვა წლის წინ და ჩემი ქმარი დღემდე მიყვარს. ერთი შეხედვით, კარგი ოჯახი მაქვს და შვილიც გვყავს. ჩემი ქმარი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად არის. მეც ბედნიერი ვარ და ისიც. მამაკაცები ხომ ისეთი გულუბრყვილოები არიან. მეც გულუბრყვილო ვიყავი, როცა შევიყვარე. ოცდაერთი წელი რა ასაკია – არაფერი. ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი მეგონა... ნათელი ფერებით სავსე. მეგონა, ოჯახური ცხოვრებაც შეყვარებულობის პერიოდისთანა კაშკაშა და საინტერესო იქნებოდა. ჩემი ქმარი ნამდვილად იყო ჩემი დიდი და ყოვლისმომცველი სიყვარული, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა...
– არ აღმოჩნდა საკმარისი და საჭირო გახდა საყვარელი დეფიციტის შესავსებად...
– ასე გამოვიდა. რაც მე საერთოდ არ მიხარია. ნამდვილად არ მინატრია ასეთი ცხოვრება. მერჩივნა, მყოლოდა ერთი ქმარი და მასში ყოფილიყო ყველაფერი ის, რაც მინდოდა, მამაკაცს ჰქონოდა.
– ანუ, თქვენს ქმარს რაღაც ღირსებები არ აღმოაჩნდა?
– სამწუხაროდ, კი. ვიცი, ვიღაცეები ძალიან დამძრახავენ იმის გამო, რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ მე სიმართლის თქმა მირჩევნია. რა აზრი აქვს რამის დამალვას. ვინ მოვატყუო და რატომ. რას მომცემს მე ეს?
– საუბარი მოგცემთ რამეს?
– დიახ. ეს, იცით, როგორი მომენტია? როგორც ფსიქოლოგიურ სეანსზე: ლაპარაკობ და ამის მერე საკუთარი თავის დარწმუნებას ახერხებ, რომ არც ისეთი ცუდი ხარ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ცუდი არ ვარ. საშინელებას არ ჩავდივარ... კი, ჩემი ქმარი კარგი ადამიანია, მაგრამ ბევრი ისეთი ნაკლი აქვს, რასაც აპათიამდე და უიმედობამდე მივყავარ. უფრო სწორად, მივყავდი... იმან, რომ საყვარელი გავიჩინე, ჩემი ოჯახი გადაარჩინა, თანაც გადაარჩინა დანგრევას. არ ვხუმრობ, სრულიად სერიოზულად ვამბობ.
– კონკრეტულად, რას გულისხმობთ გადარჩენაში, რანაირად შეიძლება, ღალატი იყოს ოჯახის გადამრჩენი?
– მესმის, რომ გიკვირთ. ერთი შეხედვით მართლაც უცნაურად ჟღერს, მაგრამ მე გეტყვით და მიხვდებით. მე რომ ახლა საყვარელი არ მყავდეს და იმ დეფიციტს არ მივსებდეს, არ მიბალანსებდეს, ჩემს ოჯახში სკანდალები გარდაუვალი იქნებოდა.
– რატომ?
– იმიტომ რომ, ჩემს ქმარს ძალიან ბევრი აკლია სრულყოფილებამდე. სანამ თქვენ მკითხავთ, მე თვითონ გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ჩემს ქმარს არა აქვს, არ გააჩნია და საერთოდ ვერც კი ხვდება – უამრავი მამაკაცური თვისება. ვერც ვერასოდეს მიხვდება და შესაბამისად, ასეთადაც დარჩება. მე აღარ მაღელვებს ეს. იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ.
– საყვარელი გაბედნიერებთ?
– დიახ. მის გვერდით მე ქალი ვარ და დედოფალი. როგორ აგიხსნათ... როცა გავთხოვდი, ჩემი ქმარი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც ერთი შეხედვით მეგონა. შეყვარებულობის პერიოდში სულ სხვანაირი შეხედულება მქონდა მასზე. ან მე ვიყავი გამოუცდელი და ბევრი რაღაც ვერ დავინახე. სწორად ვერ შევაფასე. კონკრეტულად გეტყვით – აზრზე არ არის, ქალს რა სჭირდება. ვერ ხვდება, რა მწყინს, რა მიხარია. უწყინარია, მშვიდი, ნაკლებად ემოციური. კარგია – გეთანხმებით, მაგრამ საშინლად უინტერესოა. ძალიან ენერგიული, აქტიური და ემოციური ქალი ვარ. ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემი ქალურობის დაფასება, აღიარება და ყურადღება. გვერდით ძლიერ პიროვნებას ვერ ვგრძნობ. რთულ სიტუაციებში ჩემი ქმრის იმედი ვერ მექნება. ჯერ ვერ მიხვდება, რას ვითხოვ მისგან და რომც მიხვდეს, მაინც ვერაფერს გააკეთებს. ჩემი საყვარელი სულ სხვა შემთხვევაა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი. შეიძლება, იმიტომ, ჩემზე ბევრად უფროსია და ჩემს ქმარზეც, რა თქმა უნდა. ოცი წელი ცოტა არ არის...
– ორმოცდაათი წლის კაცთან გაქვთ რომანი?
– ორმოცდაცხრის არის. რომ დავინახე, გავოგნდი. ვერც ერთი სიმპათიური ბიჭი ვერ გაუწევს კონკურენციას. საოცრად სიმპათიური, მაღალი... სერიოზული, დახვეწილი და ღირსეული, განა ჩემი ქმარი არ არის ღირსეული, მაგრამ ის სულ სხვა ტიპია. სიტყვებით ვერც აღვწერ. მის გვერდით ისე ვარ, როგორც კლდესშეფარებული.
– ცოლიც ჰყავს?
– არა. დიდი ხნის წინ გაშორდა და ოჯახის შექმნა მეტად აღარ მოუნდა. კიდევ ერთხელ ყველაფრის დანგრევას ვერ გადავიტანო. მე ძალიან ბევრს ვდებ ურთიერთობაში და მერე გული მტკივა, უკან ვერაფერს რომ ვერ ვიბრუნებო.
– არ ფიქრობს თქვენზე სერიოზულად?
– შეგნებულად არ ფიქრობს. იმიტომ რომ, ვუთხარი, ქმარს არ გავშორდები-მეთქი. ეწყინა, მაგრამ მაინც ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს. სრულად მავსებს.
– და, ალბათ, საჩუქრებითაც განებივრებთ.
– დიახ. არც უმაგისობაა. საკმაოდ შეძლებული კაცია და შეუძლია, თავს ამისი უფლება მისცეს. მაგრამ მე ამის გამო არ ვარ მასთან. შეუდარებელია – ბავშვიც ვარ მის გვერდით და ვნებიანი, ზრდასრული ქალიც. ეს ორბუნებოვნება განმაცვიფრებელია. ნამდვილი სიგიჟეა და წარმოუდგენელი ნეტარება...
– გიყვართ?
– ქმარიც მიყვარს. მას თავისი ადგილი აქვს. ქმრის გარეშე ვერ ვიცხოვრებ. ოჯახიც აუცილებელია ჩემთვის. შვილი გვყავს. მშვენიერი მამაა. ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი. რატომ უნდა დავუკარგო ჩემს პატარას ნორმალურ ოჯახში აღზრდის შანსი?
– რომ ღალატობთ ქმარს, ხომ ატყუებთ?
– დიახ, ვატყუებ, მაგრამ ეს პოზიტიური ტყუილია. ეს რომანი საშუალებას მაძლევს, კარგი ცოლი ვიყო. გეღიმებათ, მაგრამ ასეა. არ ვეჩხუბები, არ ვჭირვეულობ, პრეტენზიებს არ ვუყენებ, ვუვლი და ვზრუნავ მასზე. უქმეებს ერთად ვატარებთ. ეს ცოტა არ არის. საყვარელს სხვა ფუნქცია აქვს. ის ისეთი მამაკაცია, რომელზეც ბევრი ქალი ოცნებობს. უსიტყვოდ ესმის ჩემი. გამოხედვით ხვდება, რა მინდა, რა მწყინს, რა მიხარია, სად მჭირდება შველა, სად უნდა გამომიწოდოს ხელი. ჩემს ქმარს მსგავსი არაფერი შეუძლია. ელემენტარულს ვერ ხვდება. რამე რომ მიჭირს, ეგრევე ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ. ყოვლისშემძლეა. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ახერხებს... ვგიჟდები მასზე.
– გაშორდით ქმარს და ცოლად გაჰყევით.
– არა. ხომ აგიხსენით უკვე. ოჯახი ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძვირფასი. ჩემს შვილზე სხვა კაცი არ უნდა ზრუნავდეს. თუნდაც ეს კაცი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს. ქმარიც მნიშვნელოვანია. ალბათ, ვერ აგიხსნით და არც შევეცდები. აზრი არა აქვს. ნებისმიერისთვის მე ვარ ქალი, რომელიც უსირცხვილოდ იქცევა – ქმარს ატყუებს და რქებს ადგამს.
– არ არის ასე?
– ჩემთვის არ არის. არ დამიჯერებთ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ქმარს ვღალატობ. ამ კაცისთვის ურთიერთობაზე უარი რომ მეთქვა, მაშინ, საკუთარ თავს მოვატყუებდი და ვუღალატებდი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა ქმარმა არაფერი გაიგოს. მართლა პატივს ვცემ, მიუხედავად ღალატისა, ჩემი ბრალი არ არის. ასე გამოვიდა.

скачать dle 11.3