კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

დარისპანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დარისპანი, რომელიც სპარსული სიტყვიდან მომდინარეობს და ისპაჰანის კარს ნიშნავს.
ბერი დარისპანაშვილი გიორგი ჭანიშვილის მიერ გაცემული მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმედ არის მოხსენიებული ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში.
1872 წელს, ვინმე დარისპანამ ნასახლარი მიჰყიდა წმიდა დავითის მონასტრის წინამძღვარ პავლეს.
საქართველოში 652 დარისპანაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 191, თბილისში – 56, გურჯაანში – 13. არიან სხვაგანაც.
კილიასანიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კილასანი, რომელიც ორი ფუძისგან შედგება: კილა და სანი.
ამ გვარის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება ისტორიულ წყაროებში.
1858 წლის აღწერაში, ბორბალოში, სპირიდონ კილიასანიძე მოიხსენიება.
ამავე ძირისაა გვარები: კილასონია, კილასონიძე, კილოსანიძე.
საქართველოში 55 კილიასანიძე ცხოვრობს.
ქოქოსაძე
გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.
გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი ქოქოსა. შემდეგ კი, ის საფუძვლად დაედო ქოქოსაძეების გვარს.
მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანსა და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.
ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და, ამბობენ, რომ გვარი – ქოქოსაძე ხელობა-საქმიანობისგან მომდინარეობს.
საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.
იაშაღაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია ორი სიტყვა: იაშ და აღა. აღა თურქულ-სპარსული წარმოშობისაა და ძველად ის ბატონს, პატრონს ნიშნავდა. ამ სიტყვას ძირითადად ვაჭართა წრეში იყენებდნენ.
იაშაღაშვილების წინაპრები აზნაურები იყვნენ.
სამწუხაროდ, ისტორიულ საბუთებში ამ გვარის შესახებ მწირი ინფორმაციაა.
საქართველოში 557 იაშაღაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 290, გარდაბანში – 244, მცხეთაში – 2. არიან სხვაგანაც.
ბეკურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეკურა.
ენრიკო ბეკურაშვილი, დიდი ენაგეთის აღწერაში მოიხსენიება 1823 წელს.
დიდ ენაგეთში მცხოვრები იოსებ ბეკურაშვილი 1873 წელს ამავე სოფლის ეკლესიაში შვილს უნათლავს ფარცხისელ ივანე წულაძეს.
ამავე ძირისაა გვარი ბეკურიშვილი.
საქართველოში 411 ბეკურაშვილი ცხოვრობს.
ბუთბაია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბუთა.
ბუთ-ბა-ია ორსუფიქსიანი გვარ-სახელია. სუფიქსები ბა და ია ქართულია და ნიშნავს შვილს, ძეს, შობილს, დაბადებულს. ბუთბაიები ცხოვრობენ როგორც ზუგდიდსა და წალენჯიხაში, ასევე აფხაზეთში.
საქართველოში 256 ბუთბაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 145, თბილისში – 50, წალენჯიხაში –  12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3