კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ქალმა საქმრო ნაჯახით

 31 წლის მარიკა ლ-შვილმა 37 წლის ლაშა კ-ძე ნაჯახით მოკლა.  მკვლელობა ახალგაზდების საცხოვრებელ ბინაში მოხდა, რომელიც წყვილის დაპირისპირების მიზეზი ქორწინებამდე გახდა.  გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები ახალგაზდა ქალს  მამაკაცთან განზრახ დაახლოებასა და  წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ამის გარდა, მას აბრალებდნენ კიდევ ერთ მკვლელობას, რაც მათი განცხადებით  მარიკა ლ-შვილმა ამ მკვლელობამდე ექვსი თვით ადრე ჩაიდინა.  
გამოძიების მასალების მიხედვით, მარიკამ და ლაშამ ერთმანეთი  75 წლის მარიამ ო-ძის მეშვეობით  გაიცნეს, რომელიც ლაშა კ-ძის ბებიის და იყო. მარტოხელა მოხუცმა  გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, სახლში დამხმარედ და მომვლელად მარიკა ლ-შვილი აიყვანა. ის იპოთეკურ სესხებზე მუშაობდა და დროდადრო ფულის გაპროცენტებაში ეხმარებოდა მოხუცს. მარტოხელა მოხუცს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც  მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა, ძალიან შეუყვარდა და მასთან საცხოვრებლად გადასვლა შესთავაზა.  მარიკა ლ-შვილის  ჩვენების მიხედვით, მარიამმა თავად შესთავაზა მასთან საცხოვრებლად გადასვლა. ამონაწერი მარიკა ლ-შვილის ჩვენებიდან: „ერთ დღეს ჩემთან ოფისში მოსულმა მარიამმა მითხრა: ამდენს შრომობ, ბავშვი მარტო გყავს დატოვებული, გადმოდი ჩემთან,  ქირას აღარ გადაიხდი და მეც მომეხმარებიო.  თავიდან არ მინდოდა მის წინადადებაზე დათანხმება, მაგრამ მერე მთხოვა: არავინ არ მყავს, ჩემი დის ორი შვილიშვილის გარდა, რომლებსაც ჩემთვის არ სცალიათ. არც აქვთ სურვილი, რომ მნახონ. შენ  გარდა არავის იმედი არ მაქვსო. ცოტა ვიფიქრე და მის შემოთავაზებას დავთანხმდი. მეც დამეხმარებოდა, ბავშვის დამტოვებელი მაინც მეყოლებოდა სახლში. სამი თვის გადასული ვიყავი მარიამთან, მის კუთვნილ ერთოთახიან ბინაში, როცა ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა. ხუთი თვე დედასავით მოვუარე. ბოლო ორი თვე აიჩემა, სახლი შენ უნდა დაგიმტკიცოო. თავისი ნებით, საღ ჭკუაზე მყოფმა დაწერა ჩუქების ხელშეკრულება ნოტარიუსთან და  ბინა მე გადმომცა. ორ თვეში გარდაიცვალა. მისი ავადმყოფობის ისტორია დღემდე შენახული მაქვს. ამ ისტორიის მიხედვით, მარიამს  გულის  სერიოზული პრობლემები ჰქონდა, რაც გახდა კიდეც მისი გარდაცვალების მიზეზი.”   
  საქმის მასალების მიხედვით,  გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ მარიკამ და ლაშამ ერთმანეთი  მარიამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნეს. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ მარიამ ო-ძემ ბინა მათთვის უცნობ ახალგაზრდა ქალს გადასცა, რაც მისი ნათესავებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ ქალის დაკრძალვის ხარჯების გაღება ახალგაზრდა ქალს დააკისრეს. ერთადერთი ადამიანი, ვინც  მარიკა ლ-შვილს დაეხმარა ქალის დაკრძალვაში ლაშა კ-ძე იყო. მან მარიკასთან ურთიერთობა ბებიის დასაფლავების შემდეგაც გააგრძელა. მოწმეთა ჩვენების მიხედვით,   ლაშა კ-ძეს ხშირად ხედავდნენ ბინაში, სადაც ის ადრე არ დადიოდა.  როგორც ისინი ფიქრობდნენ, მამაკაცს  მარტოხელა დედასთან რომანი ჰქონდა. ეს ამბავი ცნობილი გახდა ლაშა კ-ძის მშობლებისთვის. მათ სასტიკად გააპროტესტეს ეს ურთიერთობა. ამონაწერი ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან: „დიდი ხანია, მარიამ ო-ძის მეზობლად ვცხოვრობ, ეს ბიჭი აქ არასდროს მოდიოდა. მარიამი ძალიან გულნატკენი იყო იმის გამო, რომ დისშვილი და მისი შვილები ყურადღებას არ აქცევდნენ. ერთ დღეს გამოჩნდა ეს ახალგზარდა ქალი. მარიამმა მიამბო მის შესახებ. როცა მარიამი გარდაიცვალა, ლაშა და მისი  ოჯახი, მრავალი წელი რომ არ გამოჩენილან, სასწრაფოდ გამოცხადდნენ. როცა გაიგეს, რომ ბინა მარიკას  დაუტოვა, ძალიან გაბრაზდნენ. მას შემდეგ ლაშას ხშირად ვხედავდი სადარბაზოში. მეზობლები ამბობდნენ, მარიკა ცოლად მოიყვანაო. ერთ დღეს სახლში მისული სადარბაზოსთან დიდ ჩხუბს შევესწარი –  ლაშას დედა იყო მოსული. ჩხუბობდა, არ დავინახო ეს გოგო ამ სახლში, ჩემს შვილს ცოლად მოჰყავსო. მისგან გავიგე პირველად ვერსია, რომ მოხუცი თავისი სიკვდილით კი არ გარდაიცვალა, მარიკა ლ-შვილმა მოკლა.”
გამოძიების მასალების მიხედვით, მარიკა ლ-შვილი საქმროს ოჯახმა მოხუცის მკვლელობაში დაადანაშაულა. ისინი სამართალდამცველებთან განაცხადის შეტანას და საქმის თავიდან აღძვრას აპირებდნენ. ოჯახის  ინტერესების დამცველის განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მოხუცი დამხმარე ქალმა  განგებ მოკლა – მას წნევის დამარეგულირებელი მედიკამენტის სასიკვდილო დოზა დაალევინა. სამეზობლოში გაჩნდა მეორე ვერსიაც, რომ მარიამ ო-ძეს მოვლელმა ქალმა შხამი დაალევინა, რომლითაც სოფელში  თაგვებსა და მღრღნელებს ხოცავენ.  სწორედ ამ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება ქალსა და მის საქმროს შორის, რომელსაც მარიკა ლ-შვილის მეგობარი შეესწრო. ამონაწერი  მაკა რ-ძის ჩვენებიდან: „მოხუცის  გარდაცვალების შემდეგ, მარიკამ ლაშა გაგვაცნო. ერთ თვეში კი გამოგვიცხადა, რომ მისი საქმრო იყო და მალე ჯვარი უნდა დაეწერათ. ლაშა უკვე ხშირად რჩებოდა მარიკას სახლში, თუმცა ვიცოდით, რომ მისი ოჯახი ამას ძალიან აპროტესტებდა. კონფლიქტის  მიზეზი  რეალურად სადავო ბინა იყო, ლაშას ოჯახმა მარიკა  ბინის მიტაცებაში დაადანაშაულა და ბინის დაცლა მოსთხოვა. ბოლო დღეებში მარიკა ძალიან იყო გაღიზიანებული. ამბობდა, გვამის ექჰუმაცია მოითხოვონ, და დარწმუნდნენ, რომ მოხუცი თავისი სიკვდილით  გარდაიცვალაო. იმ დღეს, როცა ეს დანაშაული მოხდა, მე თვითონ შევესწარი ლაშასა და მარიკას კონფლიქტს. მარიკასთან ვიყავი სტუმრად, როცა ლაშა მოვიდა. მე ვიცოდი, რომ ბოლო დღეებში ურთიერთობა გაუფუჭდათ და ამ თემაზე სალაპარაკო ჰქონდათ. სამზარეულოში გავედი, ძალიან მალე ჩხუბის ხმა შემომესმა. მომერიდა იქ ყოფნა და ეზოში ჩავედი. ცოტა ხანში ალბათ, ათი წუთი იქნებოდა გასული  სადარბაზოში ყვირილი ატყდა: მარიკამ ლაშა მოკლაო. სახლისკენ გავიქეცი, ლაშა შესასვლელში დავინახე, სისხლით იყო მოსვრილი. მოგვიანებით გავაცნობიერე, რაც მოხდა. ჩემს იქ ყოფნაში მეზობელმა მარიკას შემოაწოდა ნაჯახი, რომლითაც მას ძველი ტახტის დამტვრევა უნდოდა. სწორედ ამ ნაჯახით გაეხეთქა თავი მას ლაშასთვის.”  
  შემთხვევის ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო სამსახური. თუმცა, მათ ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.  მარიკა ლ-შვილის განცხადებით, მან სამჯერ დაარტყა ნაჯახი საქმროს, რომელმაც განუცხადა, რომ მასთან დაშორებას აპირებდა. მარიკა ლ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და ეს ქმედება აფექტით ახსნა. მან სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ საქმროს მას შემდეგ გაუსწორდა, რაც მან მოხუცის მკვლელობაში დაადანაშაულა. მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაულის შემსუბუქება მოითხოვა. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ დანაშაული ბრალდებულის მიერ სულიერი აღელვების დროს იყო ჩადენილი და მას, როგორც მცირეწლოვანი ბავშვის დედას,  ჩადენილი მკვლელობისთვის ათი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3