კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააბა ატირებულმა ჩვილმა მოუხელთებელი ქურდი მილიციის მახეში

ჩემი თაობის მილიციელებს კარგად ემახსოვრებათ ცნობილი „დომუშნიკი“ გურამ ბაქრაძე, მეტსახელად „კოშკა“. გასული საუკუნის სამოციან წლებში ის რისხვად მოევლინა თბილისს. ბინას ბინაზე ქურდავდა, თან სწრაფად და ეფექტურად მუშაობდა: შეძვრებოდა ხოლმე ცარიელ ბინაში აივნიდან ან ფანჯრიდან, გაასუფთავებდა იქაურობას, შემდეგ კი კარს გააღებდა, გამოვიდოდა და უკვალოდ ქრებოდა. მთელი მილიცია ფეხზე ვიდექით, მაგრამ ვერ ვიხელთებდით.
ერთ მშვენიერ დღეს, გმირთა მოედანზე მდებარე თერთმეტსართულიანი სახლიდან დაგვირეკა ერთ-ერთმა მობინადრემ და გვითხრა, რომ მის ბინაში ქურდი იმყოფებოდა. გამოძახების ადგილზე სწრაფად მივედით. ბინის პატრონი სადარბაზოში აკანკალებული დაგვხვდა და მითხრა:
– უფროსო, რძეზე ვიყავი გასული, ათიოდე წუთში უკან დავბრუნდი და, რომ შევედი, ვიღაც უცნობ მამაკაცს მოვკარი თვალი, რომელიც ოთახებში ბუჯარაობდა. მან ვერ დამინახა და მე უკან გამოვედი. კივილი კი იმიტომ არ ავტეხე, რომ ბინაში მძინარე ჩვილი წევს, ჩემი შვილიშვილი და ბავშვს შეეშინდებოდა, – დაასრულა ბებომ, რომელიც თან გავიყოლეთ და ბინის კარი გავაღებინეთ. ის გარეთ დავტოვეთ, ჩვენ კი ბინაში შევედით.
შევედი თუ არა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა: ქურდს ატირებული ჩვილი ხელში ეჭირა და „იავნანას” უმღეროდა, რომ დაეძინებინა და, ისე იყო გართული თავისი საქმით, ვერც კი შეგვამჩნია. ჩემს კოლეგებს ვანიშნე, რომ ადგილიდან არ დაძრულიყვნენ. ქურდმა ბავშვი დააძინა, საწოლში ჩააწვინა და დააკვირდა, ხომ ღრმად ჩაეძინაო. ამასობაში მე მივუახლოვდი. ზურგზე ხელი დავადე და, რომ შემობრუნდა, ჩუმად ვუთხარი:
– აბა, კოშკა-ჯან, გაემზადე, „კაპეზეში“ მოგიწევს ამაღამ ძილი-მეთქი.
კოშკას ჩაეცინა. ტუჩებზე თითი მიიდო და მითხრა:
– ჩუმად, უფროსო, ბავშვი არ გააღვიძო, ძლივს დავაძინეო.
სიმართლე გითხრათ, კოშკა შემეცოდა, მაგრამ, ხომ არ გავუშვებდი და მილიციაში წავიყვენე, თუმცა, ხელბორკილების გარეშე.
თემურ ჯაშის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3