ბექა ონიანის ანეკდოტები
ვაკელი დაქალების საუბარი:
– ვაიმე გოგო, ორსულობის ტესტი ჩავაბარე...
– რთული შეკითხვები იყო?
***
ქალი გინეკოლოგთან არის კონსულტაციაზე. ექიმი ეკითხება:
– ბავშვის მამა დაესწრება მშობიარობას?
– არა, არა მგონია, ჩემს ქმართან ნაჩხუბარია.
***
ქმარი ცოლს:
– რად გინდა, ამ კულინარიულ წიგნებს რომ კითხულობ, მაინც უგემურ საჭმელს აკეთებ და...
– კაი, კაცო! შენ რომ პორნოფილმებს უყურებ, რა რო?
***
ქუთაისელი მივა ყასაბთან და ეკითხება:
– ჯიგარი გაქვთ?
– არა!
– გული?
– არა!
– ტვინი?
– არა!
– რა არი, ბიჯო, ჩემი მეზობელი ბონდოია ხომ არ დაკალი?
***
კომპიუტერულ პროგრამებში გარკვეული გოგონას ფიქრები: „თავში „გუგლი” მჭირდება, გულში ანტივირუსი, სახეზე კი – ფოტოშოპი“.
***
პატრული მოძრაობის საპირისპიროდ მიმავალ მძღოლს აჩერებს და ეუბნება:
– სად მიდიხართ?
– არ ვიცი, მაგრამ, მგონი, დავაგვიანე – ყველა უკან მოდის...
***
ძმაკაცი უყვება მეგობარს:
– აუ, დღეს ისეთი „ნივიჟუ“ გამიკეთეს, პირადობაში ჩავიხედე და გადავამოწმე, მართლა მე ვიყავი თუ არა.
***
კახელ მიტოს სიდედრი ჰყავს აკიდებული ზურგზე და ვენახში, პლანებს შორის დარბის. მიხომ გასძახა:
– რას აკეთებ, ჯო?
– შაბიამანი გაძვირდა და ვენახს ამის ხშამიანი ენით ვწამლავ.
– ხოდა, ცოტა სირბილს მაუმატე ჯო, თორემა, მთელს ვენახს გაგიხმობს!
***
ჩინეთში არ არსებობს ცნება: „უღალატა“, არსებობს – „აერია“.
***
კოღოსგან დაკბენილ ტიპს ეუბნება მეორე ტიპი:
– აუ, რა დღეში ხარ, ძმა?
– ხო, ბიჭო, და, თან ამ კოღოებს ვერც ვწყევლი და ვერც ვაგინებ.
– რატომ?
– სისხლით ნათესავები გამოდიან და...
რეპერ მასტერის ანეკდოტები
კაცი შედის რესტორანში და გურულ ოფიციანტს ეკითხება:
– გარეული იხვი გაქვთ?
– შინაური რომ გადავრიოთ, არ წავა?
***
მეგრელი და გურული ეზოში, კაკლის ჩრდილში ნარდს აგორებენ. გააგორებს გურული და დასვამს „დუ შაშს“. გააგორებს მეგრელი და მოუვა – „დუ იაქე“. გააგორებს გურული და ისევ „დუ შაშს“ დასვამს. გადაირია მეგრელი:
– ხოხ, რა ამბავია ეს, ძამა?
გურული დაამშვიდებს:
– დაწყნარდი, თუ ძამია ხარ, აგი ნარდია, სექსი კი არა, ორივემ რომ ვისიამოვნოთ.
***
ქორწილიდან დაბრუნებული შვილი დედას უყვება:
– აუ, დედი, მაგარი სუფრა იყო.
– მაინც როგორი?
– აი, ისეთი დახვეული ტოლმა შემოიტანეს, რომ დასაშლელად ორი ფორმულა მოჰყვა.
***
ექიმი ეკითხება პაციენტს:
– ანუ, თქვენ ეროტიკული სიზმრები გაწუხებთ?
– მაწუხებს-მეთქი, არ მითქვამს...