კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეიზარდა სახელმწიფო სტრუქტურებმა კერძო ბანკები და რატომ უსხდებიან ისინი წილში მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაწეული სერვისის ანაზღაურების თანხაში

ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემაზე არაფერი მოქმედებს, ლამის მარადიული ჭეშმარიტებაა. შესაბამისად, მათი ყოველწლიური მოგებებიც იზრდება, რაც არ არის მთლად ცუდი (პრინციპით, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო), რადგან საბანკო სექტორის პრობლემები ქვეყანას მნიშვნელოვან გასაჭირს შეუქმნიდა, თუმცა ეს მაინც ვერ რეცხავს ბანკების ცოდვებს, რაც მომხმარებელთა წრეგადასულ ჩაგვრაში გამოიხატება (რის უფლებასაც მათ უმეტესად კანონიც აძლევს). ამ თუ სხვა მიზეზით, ამ წელს მხოლოდ საკომისიოებით ამ ჩვენს ბანკებს, არც მეტი, არც ნაკლები, 300 მილიონის შემოსავალი მიუღიათ. როგორია ბანკების შემოსავლების სტრუქტურა და რამდენად ადეკვატური? –  თემას ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად განვიხილავთ.

 –  ჩვენთან არ არსებობს საბანკო მომსახურების, კერძოდ, გადახდის ალტერნატიული საშუალებები, ყველა იღებს საკომისიოს. როგორია ბანკების შემოსავლების სტრუქტურა და რამდენად ადეკვატურია ის?
– დავიწყოთ იმით, რომ შემოსავლები განაპირობებს ბანკების აქტივების სიდიდეს, როდესაც საუბარია ბანკების შემოსავლების ზრდაზე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ იზრდება კომერციული ბანკების აქტივები და განსაკუთრებით, მათი სასესხო აქტივები, ანუ საკრედიტო პორტფელი. ჩვენ დღეს ასეთი სიტუაცია გვაქვს: მაისის მდგომარეობით წინა მაისთან შედარებით კომერციული ბანკების შემოსავლები დაახლეობით 64 პროცენტით გაიზარდა, საკრედიტო პორფელი კი –  40 პროცენტით.
– უფრო ნაკლებით.
– დიახ, მაგრამ ეს ზრდა მეტწილად განპირობებულია უცხოურ ვალუტაში არსებული ფასებით, იმიტომ რომ ეროვნული ბანკი ინფორმაციას ბანკების აქტივებისა და ვალდებულებების შესახებ მხოლოდ ლარში აქვეყნებს, მიუხედავად ამისა, ზრდა მაინც საგრძნობია, ლარის 30-პროცენტიანი გაუფასურებაც რომ გამოვრიცხოთ. ყველა მუხლში გაიზარდა კომერციული ბანკების შემოსავლები. რაც შეეხება საკომისიოებს. მაგალითად, მაისში საკომისიო შემოსავლებმა შეადგინა 112 მილიონი ლარი, თუმცა წინა წლის მაისში იყო 100 მილიონი, ანუ 12-მილიონიანი ზრდაა.
– მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, უფრო ხშირად აჯარიმებენ თუ მეტ საბუთს იღებენ?
– ვინაიდან იზრდება გაცემული სესხების რაოდენობა, ბუნებრივად იზრდება საკომისიოებიც. გარდა ამისა, ამ საკომისიოების მაღალი ციფრი იმითაცაა განპირობებული, რომ სესხებს გასცემენ არა პროცენტებით, არამედ საკომისიოთი. მაგალითად, ასე მუშაობს „ლიბერთი ბანკი“. ბუნებრივია, ესეც ზრდის საკომისიოს მოცულობას წლიურ გამოხატულებაში. თუმცა საკომისიოების კატასტროფულ ზრდას მე ვერ ვხედავ.
– მე ზრდაზე არც ვამბობ, საკომისიოების წილი ყოველთვის დიდი იყო და ამას ვამბობ.
– კომერციული ბანკები ცდილობენ, თავიანთი ხარჯები გადამალონ საკომისიოებში, ანუ არ გააძვირონ ძალიან სესხის პროცენტი და შესაბამისად, მსესხებელს დაუწესონ სხვა ფარული ხარჯი, როგორიცაა საკომისიო ხარჯი. ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში საკომისიოების დაწესების წესები მკაცრად რეგულირდება კანონმდებლობით, სამწუხაროდ, ჩვენთან ვერ მოიცალა ეროვნულმა ბანკმა, რომ ეს საკითხი მეტნაკლებად დაერეგულირებინა, ამიტომ დღეს კომერციული ბანკები თავისუფალნი არიან თავიანთ სურვილსა და მადაში, რომ დააწესონ საკომისიოები ისე, როგორც გაუხარდებათ. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკომისიოებით მიღებული შემოსავლებიდან ლომის წილი ეკუთვნის საკრედიტო ბარათებს და არა ჩვეულებრივ სესხებს. ზოგადად საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთი ძალიან ძვირია და მასზე მომსახურების საკომისიოც, შესაბამისად, არის ძვირი. ვინაიდან ეს არის არამიზნობრივი სესხი და ბანკი მიიჩნევს, რომ ეს საკმაოდ დიდი რისკისაა და აწესებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსაც და საკომისიოსაც. მიმდინარე წლის ტენდენცია კომერციული ბანკების შემოსავლების დიდად არ განსხვავდება გასული წლების ტენდენციისგან. და განსაკუთრებული ტენდენცია იმისა, რომ ძალიან დიდი შემოსავლები მიიღეს ამ წელს, ვერ ვამჩნევ. თქვენ იცით, რომ საკრედიტო პორტფელის 65 პროცენტი გაცემულია უცხოურ ვალუტაში და ეს 65 პროცენტი გადათვლილი ლარზე იძლევა აი, ასეთ დიდ რიცხვებს, თორემ სინამდვილეში ბანკების შემოსავლები ნამდვილად არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას: კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის მაისში 185 მილიონი ლარი შეადგინა, წინა წლის მაისში ეს მაჩვენებელი იყო 137 მილიონი; ანუ აქაც არ არის დიდი სხვაობა. მეორე მხრივ, როდესაც დაიწყო სავალუტო კრიზისი, მოსახლეობამ უცბად გადაიყვანა თავისი დანაზოგი დოლარებში და მიიტანა კომერციულ ბანკებში.
– იყო ასეთ ტენდენცია?
– რა თქმა უნდა, დეკემბერ-იანვარ-თებერვალში კომერციულ ბანკებს დეპოზიტების 38-პროცენტიანი ზრდა ჰქონდათ, ანუ ძალიან მკვეთრი ზრდა იყო იმის ხარჯზე, რომ მოსახლეობამ ბანკებში წაიღო თავისი დანაზოგები და კომერციულმა ბანკებმა ეს თანხები გამოიყენეს არა თავიანთი საკონვერსიო ოპერაციებისთვის, რომ შეეწყვიტათ ლარის ვარდნის პროცესი, არამედ დაიტოვეს საკრედიტო საქმიანობისთვის. სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა, როდესაც ჩვენ ვაფასებთ ლარის გაუფასურების პროცესს, თუ რატომ არ გამოიყენეს კომერციულმა ბანკებმა ახლად მოზიდული სახსრები იმისთვის, რომ განეხორციელებინათ საკონვერსიო ოპერაციები თავისივე სახსრებით და თავიდან აეცილებინათ ლარის კურსის დავალვირება. მაგრამ ეს სხვა თემაა და ამას ეროვნული ბანკის რეგულაციების პრობლემისკენ მივყავართ.
– საბანკო სერვისი კომფორტულია, ასევე, მნიშვნელოვანია აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლადაც, მაგრამ ის საკომისიო თანხა, რომლებიც დაწესებულია ჯარიმების, გადარიცხვების, კომუნალური გადასახდელების და ამგვარი მომსახურებისთვის, არის ადეკვატური იმ ძალისხმევის, რასაც გასწევს ბანკი ამ სერვისით?! საბოლოოდ, არც თუ მცირე თანხა გამოდის ამ 50-50 თეთრობით თუ ლარ-ლარობით? და კომუნალური გადასახდელებისთვის არ არსებობთ ალტერნატივა, არ არსებობს სერვისცენტრები, სადაც პირდაპირ გადაიხდიდი მომსახურების თანხას.
– ის, რომ კომუნალური მომსახურების სამსახურებმა გააუქმეს თავიანთი სერვისცენტრები, სადაც შეიძლებოდა უფასოდ მომსახურების გადახდა, აუცილებლად უნდა გახდეს ანტიმონოპოლიური სამსახურის ყურადღების საგანი, იმიტომ რომ შესაძლოა, აქ ხდებოდეს გარიგება.
– ვისსა და ვის შორის?
– კომერციულ ბანკებსა და კომუნალური მომსახურების მომწოდებლებს შორის. კომერციული ბანკის საკომისიო არის ორი სახეობის: როდესაც თქვენ იხდით ოპერატორთან და როდესაც იხდით ინტერნეტბანკის მეშვეობით. ინტერნეტით მომსახურება კომერციული ბანკისთვის ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ოპერატორის მომსახურება, ამიტომ იმ საკომისიოებს შორის, რომელსაც იხდით ოპერატორთან და ინტერნეტბანკით ან ინტერნეტის მეშვეობით, გრადაცია უნდა იყოს, თუ კომერციულ ბანკებს უნდათ, რომ კეთილსინდისიერად გამოიყურებოდნენ მოსახლეობის თვალში. რა თქმა უნდა, საკომისიო 50 თეთრი და ზოგ შემთხვევაში –  ერთი ლარი ზედმეტად მაღალია და ნამდვილად არ შეესაბამება კომერციული ბანკის ხარჯს, რასაც ის გასწევს თქვენი გადარიცხვების დამუშავებისთვის. ეს მოსახლეობაზე წიხლის დაჭერის ტოლფასია და მე არ მომწონს ის ტენდენცია, რომ კომერციული ბანკები ძალიან მჭიდროდ შეეზარდნენ სახელმწიფო სტრუქტურებს და თვით სახელმწიფო სტრუქტურებსაც კი, მომსახურების სააგენტო იქნება ეს თუ საჯარო რეესტრი, არ გააჩნიათ საკუთარი სალაროები და კომერციული ბანკების ოპერატორები გასწევენ ამ მომსახურებას. ანუ ამ ნაწილში სახელმწიფო ასაზრდოებს კომერციულ ბანკებს და აძლევს სამუშაოს, რაც პრინციპულად არასწორი მიდგომაა და გასაუქმებელია.
– შპს-ს დარეგისტრირებისა თუ ნებისმიერი საბუთის აღებისთვის ლარს იღებს ბანკი და ფაქტობრივად, იუსტიციის სახლში რომ ხალხი ირევა ყოველდღიურად თითო-თითო ლარიანია ბანკისთვის ყოველდღიურად.
– გამოდის, რომ კომერციული ბანკები საზრდოობენ სახელმწიფოსგან და სახელმწიფო უფლებას აძლევს კომერციულ ბანკებს, დამატებითი ხარკი გადაახდევინონ მოსახლეობას. ეს არის უსამართლო სოციალური პოზიცია და ის უნდა შეიცვალოს. კომერციული სტრუქტურა არ უნდა შეეზარდოს სახელმწიფო სტრუქტურებს და სახელმწიფო სტრუქტურა არ უნდა გახდეს ბიზნესსტრუქტურისთვის მის მიერ მოსახლეობის დამატებით დაბეგვრის ინსტრუმენტი. აქ ისევ ბანკების რეგულირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის პრობლემას მივადექით. თორემ თვითონ კომერციულ ბანკებს არ უჯდებათ 50 თეთრი თქვენი გადარიცხვის დამუშავება. უფრო მეტიც, იცით, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია რამდენიმე ანგარიში იქონიოს კომერციულ ბანკებში, ამიტომ მომსახურების მომწოდებლებს თითქმის ყველა ბანკში აქვს გასხნილი ანგარიშები და, როდესაც თქვენ იხდით კომუნალურ გადასახდელს, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ფული შეგაქვთ იმავე ბანკში, რომელშიც ანგარიში აქვს გახსნილი მომსახურების მომწოდებელს, რაც იგივეა, თქვენ რომ თქვენი ბანკის ერთი ანგარიშიდან მეორეზე გადაიტანოთ თანხა, რაც უფასო მომსახურებაა, მაგრამ თქვენ საკომისიოს მაინც გახდევინებენ. ანუ ესეც კანონმდებლობითაა დასარეგულირებელი, მაგრამ ეროვნული ბანკი ყურსაც არ იბერტყავს, თუმცა იმედია, ახალი სტრუქტურა ამ საკითხითაც დაინტერესდება.
– ზედამხედველობის სამსახური რადგან ახსენეთ, რამ გამოიწვია აჟიოტაჟი, რომ ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა დაანგრევს საბანკო სექტორს?
– ეს პანიკა წამოვიდა ეროვნული ბანკიდან, ეს ბუნებრივია, რომელ უწყებას გაუხარდება, როდესაც უფლებამოსილებას ართმევენ?! ეროვნულ ბანკს აქვს გარკვეული გავლენა და ამ გავლენის გამოყენებით შექმნა ერთგვარი პანიკა, რომ ეროვნული ბანკი ინგრევა და თავზე გვემხობა ქვეყანა. ეს ასე არ არის: ეროვნულ ბანკს, კონსტიტუციით, არ აკისრია საბანკო ზედამხედველობა, მისი ფუნქციაა ფინანსური სტაბილურობა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ამის განხორციელება მას შეუძლია საბანკო ზედამხედველობის გარეშეც. გამოყოფა არ ეწინააღმდეგება არც ჩვენს კონსტიტუციას და არც საერთაშორისო სამართლის ნორმებს. წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ ეროვნული ბანკი ვერ ერევა ვერც ერთ თავის ფუნქციას, ხედავთ, რამდენი პრობლემაა ბანკების საქმიანობაში, რომლებიც დასარეგულირებელია კანონმდებლობით. ამიტომ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, სადაც საბანკო ზედამხედველობა არ არის გაერთიანებული ცენტრალური ბანკის სტრუქტურებში, არაფერი დრამატული არ ხდება, ასევე, საქართველოშიც არაფერი მოხდება, პირიქით, საბანკო-საზედამხედველო საბჭოში მოვა კვალიფიციური ხალხი, რომლებიც დაარეგულირებენ ძალიან ბევრ ძველ პრობლემას, რაც დიდი ხანია, დგას საბანკო სექტორის წინაშე და ამავე დროს ხელს შეუწყობს ფინანსური მომხმარებლების უფლებების დაცვას. ისეთსაც, რაზეც ვისაუბრეთ: ვისაც დიდი შემოსავალი აქვს, მისთვის 50 თეთრი და ლარი თითოეულ გადარიცხვაზე არაფერია, მაგრამ არის ადამიანების კატეგორია, რომლებიც თითოეულ თეთრს ითვლიან და მათთვის ასეთი საბანკო ბეგარა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტვირთია.
– თქვით, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი კერძო ბანკები უარყოფითი მოვლენაა. ისევ იუსტიციის სახლებსა თუ მომსახურების სააგენტოს რომ დავუბრუნდეთ, როდესაც სახელმწიფოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდისას წილში ზის ბანკი, სახელმწიფოს შეუძლია, მათ დაუწესოს მინიმალური გადასახადი თუ თავისი სალაროები უნდა გახსნას ალტერნატიული?
– საჯარო დაწესებულებას აქვს კანონიერი უფლება, იქონიოს თავისი სალარო, ანუ თავისი ხარჯებით გადაუხადოს ხელფასი მოლარეს, აკრიფოს ფული, კანონიერი გადასახადები და მოლარის მეშვეობით შეიტანოს საკუთარ ანგარიშზე ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე. ამის უფლება მას აქვს, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ჩვენისთანა ღარიბ ქვეყანაში, სადაც ბიზნესი სახელმწიფოზე ძლიერია და საბანკო სექტორი უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი სახელმწიფო და ბიუჯეტი, ყოველთვის არის იმის დიდი ალბათობა, რომ ბიზნესს გააჩნია საკმაოდ ეფექტიანი მექანიზმები, გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე და ჩვენ ვიმკით ამას და ეს გრძელდება უკვე ათი წელია. თან, ჩვენისთანა ქვეყანაში არა მარტო ბიზნესია უკონტროლო და მას აკლია საკანონმდებლო რეგულაციები, არამედ მოსახლეობაც ბევრად უფრო დაჩაგრულია, იმიტომ რომ მისი უფლებების დამცველი სრულყოფილი მექანიზმები არ არსებობს.

скачать dle 11.3