კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენს ხარჯავს თეა წულუკიანი ყოველწლიურად ქართული და არაქართული სესხების მომსახურებაში

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 1975 წელსაა დაბადებული თბილისში. მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1992 წელს დაამთავრა ლიონის ამპერის სახელობის ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების ბაკალავრის დიპლომი. 1992 წელს კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1997 წელს დაამთავრა. თუმცა პარალელურად საგარეო  საქმეთა სამინისტროსთან არსებულ დიპლომატიის აკადემიაში სწავლობდა, რომელიც 1998 წელს დაუსრულებია. 1998-2000 წლებში საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA) სწავლობდა და მაგისტრის ხარისხიც დაუცავს საჯარო ადმინისტრაციაში.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1997 წელს დაწყებულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში (1998 წლამდე). 2000 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. 2005 წელს თეა წულუკიანმა მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი. 2006 წლიდან იყო სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი, 2009 წლიდან  – მომხსენებელი ერთი მოსამართლის მიერ განსახილველ საქმეებზე. 2010 წლის 24 თებერვალს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და საქართველოში დაბრუნდა. მალევე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა, 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კი კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნებიდან“ იყარა კენჭი ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად. ოღონდ დეპუტატობა არ დააცალეს და 2012 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრად დანიშნეს. ის თანამდებობაზე მთავრობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ დემარშის შემდეგაც დარჩა და ამჟამადაც განაგრძობს სამინისტრო საქმიანობას.
ქ-ნი წულუკიანის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2012 წლით თარიღდება, რომელიც მან იუსტიციის მინისტრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა მშობლები, გიული შანიძე და ავთანდილ წულუკიანი და ძმა, ბათუ.
იმხანად ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირად იყო გადანაწილებული: თეა წულუკიანის საკუთრებას წარმოადგენდა: მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ დიღომში (900 კვ.მ.) და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი (400 კვ.მ.); აგერთვე, საცხოვრებელი ბინა (120 კვ. მ.) და არასაცხოვრებელი ფართი (6 კვ. მ.) საფრანგეთში, სტრასბურგში. ბათუ წულუკიანის საკუთრება იყო – მიწის ნაკვეთი სოფელ მანავში (1 990 კვ. მ.), ავთანდილ წულუკიანს – მიწის ნაკვეთი სოფელ ანანურში (1 090 კვ.მ.) და სახლი (300 კვ.მ.), გიული შანიძეს კი ეკუთვნოდა ბინა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე (120 კვ.მ.) და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. ასევე, მიწის ნაკვეთი სამტრედიის რაიონში (1 297 კვ. მ.). გარდა ამისა, თეა წულუკიანს ჰყავდა 2003 წლის „მინი კუპერი“, მის ძმას კი – 2000 წლის „ბეემვე“. დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ მინისტრს ჰქონდა – 6 000 აშშ დოლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2011 წლის განმავლობაში ბათუ წულუკიანმა, როგორც საქართველოში ევროსაბჭოს პროექტის მენეჯერმა, 26 000 ლარი აიღო, თეა წულუკიანმა, როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორმა, 5 396 ლარი, ავთანდილ წულუკიანმა, როგორც პენსიონერმა, 14 400 ლარი, ხოლო გიული შანიძემ, ასევე, როგორც პენსიონერმა, 1 524 ლარი. თეა წულუკიანმა შემოსავალი მიიღო სტრასბურგში ბინის გაქირავებითაც – 13 200 ევრო, ხოლო ბინის შეძენისთვის აღებული კრედიტის დაფარვა 2011-ში 8 004 ევრო დაუჯდა (სულ ბინის ღირებულება 248 500 ევროა, 2011 წელს ნაშთი 94 239 ევროს შეადგენდა).
ბოლო დეკლარაცია ქ-ნმა წულუკიანმა 2015-ში შეავსო და ის უკვე მარტო ცხოვრობს. მისი არც უძრავი ქონების ოდენობა შეცვლილა (სახლი და მიწის ნაკვეთი დიღომში და ბინა სტრასბურგში), არც მოძრავისა (კვლავ „მინი კუპერი“ ჰყავს).
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში თეა წულუკიანმა, როგორც იუსტიციის მინისტრმა, 87 500 ლარი აიღო. შემოსავალი მოუტანა სტრასბურგში ბინის გაქირავებამაც – 14 400 ევრო.
რაც შეეხება გასავლებს: 2014-ში სტრასბურგის ბინის სესხის დაფარვა 8 112 ევრო დაუჯდა (ნაშთი – 85 318 ევრო), სამომხმარებლო სესხის მომსახურება – 13 400 ლარი, იპოთეკური სესხის (საერთო რაოდენობა – 39 840 აშშ დოლარი) მომსახურება კი – 10 368 აშშ დოლარი, ხოლო სამშენებლო სამუშაოებში 12 000 ლარი დახარჯა.

скачать dle 11.3