კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყიდე-გაყიდე

ანუ არასრულფასოვნების კომპლექსი კლავს!

მას შემდეგ, რაც აწ ხალხის რჩეულმა და ნახელისუფლარმა ბ-ნმა დარჩიაშვილმა ნოდარ დუმბაძის სამწერლობო ხელოვნება დაიწუნა (ქურდულ მენტალიტეტს ასხამდა ხოტბასო), თუმცა შემდგომ დასძინა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონს“ არ ვერჩიო (არ ამოვისუნთქეთ?!), მას მიმდევრებიც გამოუჩნდნენ და ქართველ მწერალთა კრიტიკის ისეთი ქარცეცხლი დააყენეს, გეგონებოდა, თითოეულს, სულ მცირე, „სტუმარ-მასპინძელი“ თუ არა, „შემოდგომა უმანკო ჩასახვის მამათა სავანეში“ მაინც აქვს შექმნილი. მაგრამ ამ ყოველივეს, რაც მთავარია, სიტყვის თავისუფლების ეგიდით აფორმებენ, შესაძლოა, ასეც ითქვას: ენას ძვალი არ აქვსო. – 
ამის პარალელურად, მაგალითად, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ თბილისის მერია და ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა სუპერთასის მატჩის ორგანიზების გამო, პათოსით, მატჩი კარგად იყო ორგანიზებული, ესაა, ქვეყანამ ეკონომიკური ეფექტი ვერ მიიღოო.
კერძოდ, ბ-ნი ჭყონია ბრძანებს: „55 ათასი კაცი მოვიდა სტადიონზე, რომელთაც წყუროდათ და ჩვენ ვერ ავუდიოდით „კოკა-კოლით“ მომარაგებას.  ეს იმიტომ, რომ თამაშამდე, როდესაც  ვუთხარით ორგანიზატორებს, რომ  გვჭირდებოდა 200 წერტილი იმისთვის, რომ სწრაფად მომხდარიყო „კოკა-კოლას“ რეალიზება, მათ მოგვცეს მხოლოდ 30.“
მართალია, ბიზენსმენს თავისი ბიზნესი ეწვის (რაც სავსებით ბუნებრივია), მაგრამ აი, ამ მოსაზრების გაუზიარებლობა შეუძლებელია: „ასეთ დროს მერია თვითონ უნდა აკეთებდეს ფულს, ასეთი დღეებისთვის სპეციალურად უნდა აქირავებდეს ადგილებს.“
ოღონდ, ჩვეულებისამებრ, გადაამლაშა: „სპორტს შეუძლია, რომ ქვეყნის ეკონომიკაში იმაზე მეტი როლი შეასრულოს, ვიდრე, მაგალითად, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. ერთი ფეხბურთელი მესი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი საქართველოს ენერგეტიკული სისტემა (პათოსით: ხუთ მანეთად ფოთის პოლიცმაისტერი გაიხდისო?!).“
ხოლო, რაკი, თურმე, მესი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი საქართველოს ენერგეტიკული სისტემა, კონსტანტინე გამსახურდია კი მწერლად დასაწუნია, იბადება რიტორიკული კითხვა: რა უფრო სწრაფად და ეფექტიანად კლავს, მოწევა თუ არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთარი წარმოშობის რომ გესირცხვილება?! –

скачать dle 11.3