ვიდრე სიკვდილი არ დააშორებთ
„სეპარატისტი სეპარატისტსო, მადლი ოკუპანტსო“
გასულ კვირას დე-ფაქტო და რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებული აფხაზეთის ოფიციალური დელეგაცია „საგარეო საქმეთა მინისტრ“ ჩირიკბას მეთაურობით, ასევე დე-ფაქტო და რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებულ ცხინვალს ესტუმრა, არც მეტი, არც ნაკლები „იუჟნაია ოსეტიაში“ აფხაზეთის საელჩოს გასახსნელად.
როგორც სეპარატისტები გვატყობინებენ, ცერემონიამ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა (პირადად მე გულს დამაკლდა, რომ დონეცკელი და ლუგანსკელი სეპარატისტები არ ამშვენებდნენ ღონისძიებას სეპარატისტული პეიზაჟის სრული სისავსისთვის).
„ელჩმა“ ალან ელბაკიევმა შენიშნა, რომ აფხაზეთის „საელჩო“ პირველად იხსნება ამ ორი რესპუბლიკის მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორიაში. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ჩირიკბამ კი ეს დღე კიდევ ერთ ნათელ თარიღად მოიხსენია ორი ძმური ხალხის ისტორიაში.
ბოლოს კი დასძინა, რომ (მომყავს ციტატა მეტი სიზუსტისთვის): „ჩვენს ორ ხალხს აერთიანებს სოლიდარობა, სულიერი ნათესაობა და მომავლის რწმენა. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენგან არც ისე შორს არის მეგობრული რესპუბლიკა, რომელიც მზადაა, ნებისმიერ მომენტში, გასაჭირსა თუ ლხინში, თქვენ გვერდით იყოს.“
თუ ამ სიტყვების პათოსს დავამატებთ, რომ საელჩოს შენობის გახსნაზე წთელი ლენტი ხსენებულმა ჩირიკბამ „იუჟნაია ოსეტიას“„პრ.“, თიბილოვთან, ერთად ჩაჭრა, ვითომ ირიბად სიყვარულში გამოუტყდა, პათოსით: ერთად ჭირსა და ლხინში, ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს?! –