კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მთავარი პროფესიული პრინციპი ახსენდება საოპერაციოში შესვლამდე ექიმ თემურ ჩიგოგიძეს

უროლოგ თემურ ჩიგოგიძის კაბინეტთან პაციენტების  რიგია. ინტერვიუს ჩასაწერად მისი მოხელთება საკმაოდ რთულია,  თუმცა ბატონი თემური ისეთივე ყურადღებიანი რესპონდენტია, როგორიც ექიმი. სწორედ მისი პროფესიონალიზმი და გულისხმიერება გახლავთ იმ ფაქტის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომ ბატონი თემური წლის მოთხოვნად უროლოგად დასახელდა.

 

მინი-დოსიე: ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის მეოთხე უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 1980 წლიდან მუშაობს უროლოგიის ეროვნულ ცენტრში, სადაც გაიარა  პროფესიული დახელოვნების ყველა საფეხური, დაწყებული უფროსი ორდინატორიდან და  მთავარი მეცნიერ-მუშაკიდან, დირექტორის მოადგილეობით დამთავრებული.  ლექციებს კითხულობს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის უროლოგიური  დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. გახლავთ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჰყავს უამრავი წარმატებული სტუდენტი, ბატონი თემურის  ხელმძღვანელობით ბევრმა მათგანმა წარჩინებით დაიცვა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი  და დღეს ისინი პერსპექტიული ახალგაზრდა ექიმები არიან. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ  ბატონ ლაურ მანაგაძესთან ერთად, 1986 წლიდან იგი არის  ნაწლავისგან ხელოვნური შარდის ბუშტის ფორმირების ავტორი.
– ბატონო თემურ, ლაურ მაგაძესთან ერთად, თქვენ ერთ-ერთი პიონერი ხართ საქართველოში ამ უნიკალური ოპერაციის, როდესაც ადამიანს დაზიანებულ ან დაავადებულ შარდის ბუშტს ახლით უცვლით.
– ხშირადაა შემთხვევები, როცა შარდის ბუშტის სიმსივნის ან  სხვა დაავადებებისა და პათოლოგიების დროს, ადამიანს ესაჭიროება ახალი შარდის ბუშტის ფორმირება.  კათეტერით მოსიარულე პირებს  უჩნდებათ დისკომფორტი, არიან სოციალურად დათრგუნულები, ხოლო ხელოვნური შარდის ბუშტის ჩამოყალიბების შემდგომ, ისინი უკვე აღარ განიცდიან ფსიქოემოციურ დისკომფორტს.  ასეთი პაციენტი უკვე ბევრია საქართველოში – მათი რაოდენობა  400-ს აღწევს. პირველად სწორად ჩვენთან, უროლოგიის ცენტრში,  გაკეთდა ამ ტიპის ოპერაცია. ამ ოპერაციის შემდგომ პაციენტებს არ გამოუცვლიათ პროფესია, აქტიურად ცხოვრობენ და მეტიც – ისინი  თითქოს თავიდან იწყებენ ცხოვრებას. ამ სპეციალურ ოპერაციას მსოფლიო სამედიცინო სპექტრში უწოდეს ,,თბილისის ტოპრაკი”. სახელმწიფო  პრემიაც ჩვენ სწორედ ამ პროექტში, ხელოვნური შარდის ბუშტის ოპერაციისთვის მოგვცეს. გერმანიის უროლოგთა მრავალი თაობის აღმზრდელმა პროფესორმა რუდოლფ ჰოჰენფელერმა მას მისცა ვიზირება, რომ დარქმეოდა ,,თბილისის ტოპრაკი”. უკვე შემდგომ კი იაპონიაში, გერმანიაში, ინგლისში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში გამოცემულ უროლოგიურ ატლასებშიც შევიდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ოპერაცია.
მინდა გითხრათ, რომ უროლოგია საქართველოში ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული და  მსოფლიო უროლოგიური ორგანიზაციები ამას ღიად აღიარებენ. 
– ბატონო თემურ, კიდევ რომელი მნიშვნელოვანი ოპერაციები ტარდება თქვენს კლინიკაში?
– ოპერაციები შარდკენჭოვან დაავადებებზე,   ბუნებრივია, კეთდება როგორც გაჭრის გარეშე (ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური მეთოდით), ასევე, ტრადიციული, ღია წესით. ვატარებთ პლასტიკურ ოპერაციებს,  როდესაც პაციენტებს დაბადებიდან დაჰყვებათ ხოლმე დეფექტები. ასევე, ვატარებთ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, თირკმლის გადანერგვას და სხვა. ჩვენი უროლოგია პასუხობს ევროპულ სტანდარტებს, ამიტომაც, ქართველი პაციენტი პრაქტიკულად არ გადის უცხოეთში ასეთი ტიპის ოპერაციების ჩასატარებლად,
– თქვენს კლინიკაში  თუ არის მოთხოვნების ადეკვატური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და  სამედიცინო აპარატურა?
– ჩვენ გვაქვს თანამედროვე აპარატურა: ექოსკოპები, რენტგენის, ლაზერის დანადგარები; ფუნქციონირებს ლაპარასკოპიური, ენდოსკოპიური და რენტგენ საოპერაციოები; ტარდება თანამედროვე ლაბორატორიული კვლევები და ვპასუხობთ თანამედროვე მოთხოვნებს.                                                        
როდესაც უცხოეთიდან ჩამოდიან ჩვენი კოლეგები და ეცნობიან ოპერაციების სიას და სამუშაო დიაპაზონს, აღფრთოვანებული რჩებიან ჩვენი მაღალი კლასითა და პროფესიონალიზმით.
– ბატონო თემურ, რა განცდა გაქვთ, როდესაც საოპერაციოში შედიხართ? თუ განსხვავდება უკვე გამოცდილი ექიმი თემურ ჩიგოგიძე დამწყები თემურ ჩიგოგიძისგან?
– მთავარი პრინციპი გახლავთ ექიმის პასუხისმგებლობის გრძნობა – ასეა დასაწყისიდანვე და მიგყვება პროფესიული გზის ბოლომდე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამხელა  რამ გაბარია: ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა... ოჯახიდან რომ მოჰყავთ მამა-ბაბუა, ბევრს რომ ფიქრობენ და შენზე შეაჩერებენ არჩევანს, შენ რომ ამ ნდობას უღალატო, ეს იგივეა, უღალატო საკუთარ პროფესიას, ოჯახს და ადამიანობას. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითავისო, თუმცა, ასევე აუცილებელია მაღალი პროფესიონალიზმი და  ურთიერთობა პაციენტთან. ზოგადად, პაციენტი უნდა ენდობოდეს ექიმს, უნდა მოგყვებოდეს და, ეს ომი, რომელიც მიმდინარეობს საოპერაციო მაგიდაზე დაავადების წინააღმდეგ, მხოლოდ ექიმის მოსაგები ომი არაა, აქ პაციენტის როლიც უდიდესია.
ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით  ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის  უდიდეს სახელს მსოფლიო უროლოგიაში. ბატონი ლაურ მანაგაძის თაოსნობით ჩვენ კიდევ უფრო განვავითარეთ ცენტრის ფუნქციონირება, გვიჭირავს მაღალი თამასა და ვფიქრობ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს თანამედროვე ქართული მედიცინის განვითარებაში.

скачать dle 11.3