კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უნდა დაისაჯოს თუ არა ბავშვი ტყუილისთვის და რა ასაკში იწყებს ის სახიფათო ტყულებით ცხოვრებას

ტყუილი პატარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, თუმცა, ასაკის მიხედივით, ის სხვადასხვა კატეგორიად იყოფა: უმცროსი ასაკის ბავშვის ტყუილი ფანტაზიურია, მოგვიანებით კი ის უფრო რეალური ხდება. გამომწვევი მიზეზი კი უამრავია. შეიძლება, ბავშვის ტყუილებმა ხშირი და სერიოზული სახე მიიღოს, რამაც, შესაძლოა, მატყუარა ადამიანის ჩამოყალიბების საფრთხის წინაშე დაგვაყენოს. თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამ უსიამოვნების ასაცილებლად, ამ თემაზე კვალიფიციური რჩევები „დავითიანის“ ცენტრის ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ მოგვცა.

 ნინო კერესელიძე: დაახლოებით 50 პროცენტი ბავშვებისა, რომელთა მშობლებიც ჩვენ მოგვმართავენ, საკმაოდ მძიმე ჯგუფს მიეკუთვნებიან ტყუილის თქმის რაოდენობის მიხედვით. ამიტომ, მშობლების მოთხოვნა ყოველთვის ასეთია: გვასწავლეთ, როგორ გადავაჩვიო ბავშვი ტყუილის თქმას. ეს საკმაოდ რთული პროცესია. პირობითად, ტყუილი შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს:
ეგრეთ წოდებული „ჯანსაღი ტყუილი” ბავშვის განვითარების ნაწილია. ბავშვები ასეთი ტყუილის თქმას ადრეული ასაკიდან იწყებენ. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს უჭირთ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფის გამიჯვნა რეალობისგან, თუმცა, განვითარების კვალდაკვალ, ბავშვი თანდათან უნდა ჩასწვდეს ტყუილისა და სიმართლის ცნებას. მის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზების დადგენაც.
ეგრეთ წოდებული „თეთრი ტყუილი” მიმართულია ადამიანის კეთილდღეობისკენ. მაგალითად, ასეთი ტყუილის თქმა არის მცდელობა, რომ თავიდან ავიცილოთ სხვა ადამიანის გულისტკენა და წყენინება. ტყუილების უმრავლესობა, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, ემსახურება საკუთარი თავისთვის სარგებლობის მოტანას, სასურველის მიღწევას ან არასასურველის თავიდან აცილებას. მაგალითად, მოსწავლე მშობელს ატყუებს, რომ გაკვეთილები უკვე მოამზადა, რათა მიიღოს ნებართვა კომპიუტერზე სათამაშოდ; იტყუება, რომ თავი სტკივა, რათა თავიდან აიცილოს მეცადინეობა; ბავშვი იტყუება, რომ ლარნაკი გატეხა მისმა პატარა დამ, რათა თავიდან აიცილოს დასჯა მშობლის მხრიდან.
– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა იცის, რომ ბავშვი იტყუება?
– მშობლის ქცევა რამდენიმე პუნქტად უნდა დავყოთ: პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია თავშეკავება. მშობელი უნდა ეცადოს, მეტისმეტად მწვავე რეაქციით არ შეხვდეს ბავშვის ტყუილს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს პრობლემა მკაცრი დასჯით ვერ აღმოიფხვრება. უმჯობესია, მშობელი დაფიქრდეს  და ბავშვთან ერთად, მშვიდი კომუნიკაციით შეეცადოს ტყუილის მოტივის გამოვლენას; გაითვალისწინოს ბავშვის ასაკის, განვითარებისა და ტყუილის  გაცნობიერების დონე; დაანახვოს მას ტყუილის გარეშე პრობლემის მოგვარების გზები. ტყუილის მიზეზის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია ჩარევა. თუ მოხდება ტყუილის მიზეზის, მაპროვოცირებელი ფაქტორების  დადგენა და შესაბამისი რეაგირება მათ მინიმუმამდე დასაყვანად, მაშინ შესაძლებელი იქნება, ანალოგიურ სიტუაციაში ტყუილის თქმის პრევენცია. მაგალითად, მოსწავლე იტყუება, რომ არ აქვს საშინაო დავალება მათემატიკაში. თუ დადგინდა, რომ მას საფუძვლად უდევს სასწავლო პროგრამის დაძლევის სირთულე და მოსწავლეს დავეხმარებით მათემატიკური დავალებების შესრულებაში, შემცირდება ტყუილის თქმის ალბათობა. მნიშვნელოვანია იარლიყების მიწებებაზე უარის თქმაც. თუ მშობელი ბავშვს „მატყუარას“ შეარქმევს, ამით კარგს ვერაფერს მიაღწევს; უფრო მეტიც, შესაძლოა, ამან განამტკიცოს კიდეც ეს ჩვევა. ბავშვმა, შესაძლოა, იფიქროს: დედა მაინც მატყუარას მეძახის და, შემიძლია, კიდევ ვიცრუოო. მშობელმა შვილს არ უნდა მისცეს ტყუილის თქმის დრო და საშუალება. თუ მშობლისთვის უკვე ცნობილია ბავშვის დანაშაულის შესახებ, პირდაპირ უნდა უთხრას, რომ მან ეს იცის. მაგალითად, თუ დაინახა, რომ მან გატეხა ლარნაკი, აღარ არის საჭირო შეკითხვა: „ვინ გატეხა ეს?”  – რადგან, ამ შემთხვევაში, ბავშვს ეძლევა დრო ტყუილის მოსაფიქრებლად. დიდი მნიშვნელობა აქვს ტყუილის თქმის შედეგების ახსნასაც. მშობელმა უნდა აუხსნას ბავშვს, თუ რატომ არის ტყუილი ცუდი და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამან. ამავდროულად, მშობელმა მუდმივად უნდა გაუსვას ხაზი გულწრფელობის მნიშვნელობას და წაახალისოს ბავშვის მიერ სიმართლის თქმა, მაშინაც კი, თუ ეს სიმართლე არასასურველია. თუ სიმართლის თქმას მოჰყვება მშობლის მხრიდან გაბრაზება და დასჯა, დიდია ალბათობა, რომ ბავშვი ტყუილის თქმას ამჯობინებს, რათა თავიდან აიცილოს მშობლის მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება. ალბათ, ძნელად მოიძებნება მშობელი, რომელსაც არ უთქვამს ტყუილი ბავშვის თანდასწრებით. მაგალითად: მოუტყუებია ბავშვის ასაკი კინოთეატრის ბილეთის შეღავათიან ფასში შესაძენად; უთხოვია შვილისთვის, მეზობელს უთხარი, დედა სახლში არ არისო. მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვები ბევრ რამეს სწორედ მათგან სწავლობენ, ახდენენ მათი ქცევის მოდელირებას. შესაბამისად, თუ ბავშვი მშობლის ტყუილს აფიქსირებს, ეს მისთვისაც მისაღები ხდება. სწორედ ამიტომ, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ საკუთარი ქცევები და იზრუნონ ბავშვებისთვის კარგი მოდელის შეთავაზებაზე. 4-5 წელი ბავშვი ფანტაზიურ ტყუილებშია. ხანდახან ამბობს, რომ დათუნიამ მოუყვა ზღაპარი. ეს ტყუილი რაციონალურობამდე უნდა დავიყვანოთ. ასაკის მატებასთან ერთად, მას უნდა ავუხსნათ, რომ დათვი არ ლაპარაკობს და ვერაფერს მოუყვებოდა. მაგრამ, როცა მშობელი თვითონვე წაახალისებს ასეთ ტყუილს და შვილს ეტყვის, მე ჩიტმა ენა მომიტანა და ამიტომ გსჯიო, მაშინ ბავშვისთვის გაუგებარია – თუ ჩიტს ლაპარაკი არ შეუძლია, რატომ ელაპარაკება მშობელს?! ამიტომ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან ერთად, მშობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი და აკონტროლოს საკუთარი საუბარი. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ხდება გაყრილ ოჯახებში. როცა ორივე მხარე სხვადასხვანაიარად არიგებს ბავშვს ერთიმეორის გასაბრაზებლად. ამ დროს ბავშვი იხლიჩება და ვეღარ იგებს, რა არის მართალი და რა – არა. ხშირად ამას შიშების ჩამოყალიბებამდე მივყავართ. ეს ბავშვზე პირდაპირი ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ჩვენთან დადიოდა 20 წლის გოგონა, რომელმაც გვითხრა: მე იმდენ ხანს მალაპარაკებდნენ ტყუილებს, ახლა არ ვიცი, როგორ მოვყვე უბრალო ამბავი ისე, რომ არ მოვიტყუო, თუნდაც ეს საერთოდ არ მჭირდებოდესო. მოზრდილ ასაკში ამ პრობლემის მოგვარება, გაცნობიერების შემთხვევაშიც კი, ძალიან რთულია. ტყუილი მის ქცევაშია გამჯდარი და გაუცნობიერებლად მოდის.
– მშობელს ყოველთვის შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება?
– ზოგჯერ, შესაძლოა, მხოლოდ მშობლის ძალისხმევა და სწორი მიდგომა არ იყოს საკმარისი ბავშვების ტყუილებთან გასამკლავებლად. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს იმ შემთხვევებში, როდესაც: ბავშვი იტყუება სისტემატურად, ტყუილი გადაზრდილი აქვს ჩვევაში; იტყუება უმიზეზოდ, მაშინაც კი, როდესაც ტყუილის თქმის სერიოზული მოტივი არ აქვს და არც მისი განვითარების საფეხურს შეესაბამება; არ აქვს დანაშაულის განცდა ტყუილის თქმასთან დაკავშირებით; გარშემო მყოფები ვეღარ ენდობიან ბავშვებს – აღარ სჯერათ, რომ ის ოდესმე სიმართლეს იტყვის; ტყუილს აქვს სერიოზული ხასიათი და ზიანს აყენებს თვითონ ბავშვსაც და გარშემო მყოფებსაც. ასეთ შემთხვევებში ფსიქოლოგის ჩარევა აუცილებელია. მხოლოდ მშობელი, ამ პრობლემის მარტივად გადაჭრას ვერ მოახერხებს. მსგავს ტყუილებს ბავშვი 8 წლიდან იწყებს.
– დასჯა მიზანშეწონილია?
– დასჯას ყოველთვის ჯობია მოლაპარაკება. თუ ბავშვი ტყუილს იტყვის, სასურველია, მშობელმა რაღაც პერიოდის განმავლობაში აუკრძალოს რომელიმე სათამაშოს გამოყენება ან შეასრულებინოს კონკრეტული ქცევა, მაგრამ, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ დედის გადაწყვეტილება. ეს უნდა იყოს ბავშვთან შეთანხმებული. თუ დედა თავს აარიდებს მოლაპარაკებას და ბავშვს დასჯის მიზნით, მაგალითად, კუთხეში დააყენებს, ეს გამოსავალი არ იქნება. ამ დროს ბავშვი დიდ სტრესს განიცდის და ფიქრობს: „როცა მოვბრუნდები, აგერ ნახე, რა გავაკეთო” – და, ხშირ შემთხვევაში, მერე უარესად იქცევა. როცა აღმზრდელი მისი საქციელის დადებით და უარყოფით მხარეებს აუხსნის, მაშინ გასაგები და მისაღები ხდება ეს ყველაფერი.

скачать dle 11.3