კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შესაძლებელია თუ არა, მთვარეულმა ვინმეს სიცოცხლე შეიწიროს და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან საფრთხე

მთვარეულობა ანუ სომნაბულიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ეს არის მდგომარეობა, როცა მძინარე ადამიანი გადაადგილდება და სხვადასხვა ქმედებას ახორციელებს. ეს დაავადება უფრო მეტად ბავშვებშია გავრცელებული. ასაკის მატებასთან ერთად, მისი სიხშირე იკლებს, თუმცა, უფრო დრამატული ხდება. ზოგ შემთხვევაში მთვარეული გარშემო მყოფებისადმი აგრესიითაც გამოირჩევა, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვება. ბავშვებში კი ეს სენი უფრო ხშირად გვხვდება, თუმცა, ნაკლებ ხიფათის შემცველი შემთხვევები გვაქვს. 

თამარ ედიბერიძე (ბავშვთა ნევროლოგი): მთვარეულობა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა. ის ძილში გადაადგილებას გულისხმობს. სომნაბულიზმი – ძილში სიარული ანუ მთვარეულობა, განიხილება როგორც ძილის არაორგანული ტიპის დარღვევა. ძილს თავის სტადიები აქვს, რომლებიც ციკლურად მეორდება. ერთ-ერთია ნელტალღოვანი, ღრმა ძილის სტადია და მთვარეულობა დაახლოებით ამ სტადიაზე აღმოცენდება. ეს ყველაფერი ჩაძინებიდან გარკვეულ პერიოდში ვლინდება. რაც უფრო პატარა ასაკისაა ადამიანი, მით უფრო მალე მოხდება ეს ჩაძინებიდან და, შესაბამისად, რაც უფრო დიდია, მეტი დრო დასჭირდება. მთვარეულობის აღმოცენების პიკი დღემდე საკამათო თემაა. ეს დაახლოებით 6-დან  11 წლამდე პერიოდს მოიცავს.
– მიზეზი თუ არის დადგენილი?
– როგორც გითხარით, ეს არის არაორგანული ტიპის ძილის დარღვევა. მას თავის ტვინის ორგანული დაზიანება არ უდევს საფუძვლად. მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ, არსებობს მეორადად განვითარებული მთვარეულობა, როდესაც მის პროვოცირებას რომელიმე მედიკამენტი ახდენს. მთვარეულობის მიზეზი ხშირად ხდება ანტიფსიქოზური პრეპარატები და ანტიდეპრესანტები, რაც ძილის ფიზიოლოგიაზე მოქმედებს. ასევე, ზოგიერთი დაავადება და პათოლოგია. თუმცა, აღმოჩენილია გარკვეული გენები, რომელთა არსებობაც ზრდის სომნაბულიზმის განვითარების რისკს. ითვლება, რომ, თუ ბავშვობაში ერთი მშობელი მთვარეული იყო, მაშინ 40 პროცენტია შანსი იმისა, რომ ის შვილშიც განვითარდეს. თუ მსგავსი შემთხვევა ორივე მშობელთან იყო დაფიქსირებული, მაშინ ბავშვში მისი განმეორების ალბათობა 60 პროცენტამდე იზრდება. გავრცელება დაახლოებით 1-დან 15 პროცენტამდე აღწევს. აქტიურობა ძირითადად ბავშვებში აღინიშნება. მოზრდილობაში მისი შემთხვევები იკლებს, ხანდაზმულობაში კი ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. თუ მაინც დაფიქსირდა, იქ სხვა პათოლოგიას ვეძებთ და ეს ძირითადად მეორადი მდომარეობა აღმოჩნდება ხოლმე.
– როგორ ხდება მისი გამოვლინება?
– გამოვლინება სხვადასხვანაირია და ინდივიდუალურ შემთხვევებში სიხშირეც და მასშტაბებიც განსხვავდება. შეიძლება, ადამიანი წამოდგეს, ცოტა გაიაროს და შეასრულოს მისთვის ჩვეული ქმედება, ან ერთი კილომეტრის მანძილზე გადაადგილდეს. მთვარეულობის მთავარი თვისება ამნეზირებაა – მათ არ ახსოვთ, რა ჩაიდინეს. შეიძლება, ადგეს, ბევრი რამ გააკეთოს, მაგრამ, თვითონვე დაბრუნდეს საწოლში. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ რაღაც მომენტში დამოუკიდებლად ან სხვისი ზემოქმედებით გამოეღვიძოს.
– ეს სახიფათო არაა?
– ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. აგრესიულად გაღვიძება არავისთვის არაა კარგი და, მათ შორის, არც მთვარეულისთვის, თუმცა, არ დასტურდება, რომ ამას რამე ტრავმა გამოეწვიოს. მათ ხშირად დამოუკიდებლად ეღვიძებათ: ზოგს – ეზოში, ზოგს – გზაზე, ვენახში და ასე შემდეგ. როცა ეს პირველად ხდება, შიშს იწვევს, მაგრამ, თანდათან ეჩვევიან. რაც შეეხება ტრავმებს, თუ ადამიანი ნაცნობ ადგილებში მოძრაობს და გზად რაიმე გაუთვალისწინებელი ნივთი არ შეხვდა, დაზიანების ალბათობა ძალიან მცირეა. არსებობს რწმენა, რომ მთვარეულებს ბეწვის ხიდზე გაუვლიათ. ამ დროს ადამიანს განსაკუთრებული შესაძლებლობები ნამდვილად არ ეძლევა. უბრალოდ, შიშის შეგრძნება არ აქვს და უკეთ იყენებს იმ შესაძლებლობას, რომელიც მასშია. თუმცა, ვისაც საერთოდ არ აქვს სპორტულ ცხოვრებასთან შეხება, ის ვერც ძილში გაივლის თოკზე. აკრობატს კი ეს არც ძილში გაუჭირდება და არც სიფხიზლეში. მე ბავშვთა ნევროლოგი ვარ და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ ბავშვებს ზედმეტად დრამატული შემთხვევები ჰქონიათ, მაგრამ, გარკვეული რისკები მათ შემთხვევებშიც იყო. მაგალითად, სოფელში ზამთრის სიცივეში ფეხშიშველი და პერანგის ამარა ბავშვი სახლიდან მოშორებით იპოვეს. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი აბაზანაში შევიდა და სწორედ მაშინ მიუსწრეს, როცა მდუღარე წყლით შხაპის მიღებას აპირებდა. ერთი ბიჭი ადგა და ბუტერბროტებს იმზადებდა. დედამისი გაოცებული იყო – სიფხიზლეში თავისით წყალსაც არ სვამსო. მაგრამ, გაუმართლა, რომ პროდუქტები გამზადებული დახვდა და დანის გამოყენება არ დასჭირდა, ვინაიდან ეს საკმაოდ სახიფათოა. ამიტომ, ასეთი საგნები საგულდაგულოდ უნდა შევინახოთ. რაც უფრო ასაკით პატარაა ადამიანი, მით უფრო უმნიშვნელოა სომნაბულიზმის შემთხვევები. ასაკის მატებასთან ერთად, სიხშირე მცირდება, მაგრამ, შემთხვევების დრამატიზმი იზრდება. მოზრდილებში მთვარეულობის დროს საკმაოდ აგრესიული ქმედებებიცაა აღწერილი, მათ შორის – მკვლელობაც. ეს ძალიან მძიმე და იურიდიულად რთულად გასარკვევი შემთხვევაა. დასადგენია, რამდენად პასუხისმგებელია ამ დროს ადამიანი ჩადენილ დანაშაულზე. უმეტეს შემთხვევაში ისინი გამართლდნენ, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს არაადეკვატურები იყვნენ. თუმცა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მთვარეული დამნაშავედ ჩაითვალა, რადგან მკვლელობა ზედმეტად რთულად და დაგეგმილად მიიჩნიეს და არა ავტომატურ ქმედებად. აქ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
– აგრესიული მთვარეულების შემთხვევებში, პირველ ყოვლისა, ალბათ, ოჯახის წევრები არიან საფრთხეში, არა?
– დიახ, ძირითადად მეუღლეებზე და ოჯახის წევრებზე მიაქვთ ხოლმე იერიში. არის მკვლელობის, დანის ან სხვა რაიმე ბასრი საგნის დარტყმის, გაუპატიურების მცდელობები და ეს აგრესია მხოლოდ ოჯახის წევრების მიმართ არ ხორციელდება. თუ მთვარეულმა მოახერხა სახლის დატოვება, შეიძლება მისი ძალადობის მსხვერპლი სხვაც გახდეს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სიფხიზლეშიც აგრესიული არაა და შენ მას აგრესიის გამოვლენის დროს გამოაღვიძებ, იმწუთას შეიძლება მისთვის ეს ელდა იყოს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იმდენად მძაფრი რეაქცია არ ექნება, რომ მისი გამოღვიძება არ ღირდეს. თუ დანაშაულს სჩადის, რა თქმა უნდა, უნდა გამოაფხიზლო.
– ოჯახის წევრზე ძალადობას ხომ არ აქვს ხოლმე რამე წინაპირობა?
– ჰქონია თუ არა მსგავს ადამიანს ძალადობის მცდელობა ადრეც – ეს ბოლომდე შესწავლილი არაა. იმის მტკიცება, რომ ის სიფხიზლეშიც უპირებდა ვინმეს მოკვლას, შეუძლებელია, მაგრამ, შესაძლოა, მასა და მისი აგრესიის ობიექტს შორის გარკვეული უთანხმოება ყოფილიყო. ძილის დარღვევებს ყოველთვის დღის ემოციები უდევს საფუძვლად. ეს არის გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი სურვილები, რომლებიც ძილის დროს ტივტივდება. ასე რომ, სომნაბულიზმის დროს ჩადენილი ქმედება შეიძლება იყოს სიფხიზლეში დაუკმაყოფილებელი სურვილების რეალიზაცია, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი სიფხიზლეშიც ისეთი აგრესიორია და რომ ის პირდაპირი გაგებით მკვლელობას აპირებდა. ეს ქცევა არაადეკვატურად იმიტომაც ითვლება, რომ ჩამდენი შედეგებს ვერ აცნობიერებს – მისთვის არსებითი არაა, ვინმეს ბოთლს ურტყამს თავში თუ ქაღალდს.
– ვინც ისედაც აგრესიული ქმედებებისკენაა მიდრეკილი, ბუნებრივია, მასთან მეტი რისკი იქნება...
– ასეა, მაგრამ ეს პანიკის საფუძველს არ გვაძლევს, რადგან მოზრდილებში მთვარეულობა მაინც იშვიათობას წარმოადგენს. თუმცა, მთვარეულობის დასამარცხებლად წამალი არცერთი ასაკის ადამიანისთვის არ არსებობს. აქ მთავარია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. ჩაკეტილი კარი და ფანჯრები; არავითარი მჭრელი და მსხვრევადი საგნები; საწოლი, რომელიც ხმას გამოსცემს, თუკი მასზე მწოლიარე ფეხზე ადგება, რათა ოჯახის წევრმა მოახერხოს მისთვის ყურადღების მიქცევა და ასე შემდეგ. მთვარეულობის მაპროვოცირებელია უცხო გარემო, ამიტომ, ადამიანმა, რომელმაც იცის თავისი პრობლემის შესახებ, ასეთ დროს განსაკუთრებით უნდა გაამახვილოს ყურადღება. მთვარეულობის შემთხვევები ღამეში მხოლოდ ერთხელ, თითქმის ერთსა და იმავე დროს ხდება და ამიტომ მისი კონტროლი შესაძლებელია. როგორც გითხარით, მას კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ გააჩნია, მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გადაღლილობა, ზედმეტი საკვები, კომპიუტერის ხანგძლივად მოხმარება, სასმელი და ყველაფერი, რაც ძილის ხარისხს აქვეითებს, მის პროვოცირებას იწვევს.

скачать dle 11.3