კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაიქცა ზალიკო სულაკაურისა და ნინო განუგრავას ჯვრისწერა თუშეთში დღეობად და რატომ გაატარა წყვილმა თაფლობის თვე კარავში

ცოტა ხნის წინ ზალიკო სულაკაურმა და ნინო განუგრავამ ულამაზეს თუშეთში, ზღვის დონიდან 2 080 მეტრზე მდებარე შენაქოს ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი. მათმა ჯვრისწერამ თუშებში დიდი სიხარული გამოიწვია და ნეფე-დედოფალს სათანადო დახვედრა მოუწყვეს.

 

ზალიკო სულაკაური: თუში რომ ვარ და თუშეთი ძალიან მიყვარს, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ნინო განუგრავა: ზალიკოს არც ვიცნობდი, როდესაც თუშეთში მოვხვდი და, ბოლო ხუთი  წელია, ყოველ წელს ჩავდივარ იქ. სოფელ შენაქოს ეკლესია მთელ თუშეთში ერთადერთი მოქმედი ტაძარია. ორი წლის წინ ზალიკოს ძმამ, მეგობრებმა და თავად ზალიკომ სრულიად უსასყიდლოდ მოხატეს ეს ეკლესია. იმ პერიოდში მეც იქ ვიყავი და მეც მივიღე მონაწილეობა. ხატვა არ ვიცი, სამაგიეროდ, ვაფერადებდი. ეს ტაძარი და ის ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ, გადავწყვიტეთ, სწორედ იქ დაგვეწერა ჯვარი. შარშან გვინდოდა ჯვრისწერა, მაგრამ სამსახურიდან „კაზანტიპზე“ გამიშვეს და გადამადებინეს, სამაგიეროდ, წელს ავიხდინეთ სურვილი.
– ფოტოები ვნახე, ულამაზესი ქორწილი გქონდათ.
– ყველამ იცოდა, რომ ქორწილი, თეთრი კაბა, ფატა – ასეთი რაღაც არასდროს მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში; ეს კი ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმოდგენილი მქონდა. მოვიძიე თუშური ტანსაცმელი, როგორი კაბები ჰქონდათ  და იმის მიხედვით შევიკერე – ლამაზი და სადა, რომელსაც თბილისშიც ჩავიცვამ. ზალიკომაც თუშური ზედა შეიკერა. ერთი სული აქვს, როდის აცივდება, ჩაიცვას. ჩვენს ლაბრადორის ლეკვსაც ჩევუკერეთ თუშური საქორწილო სამოსი. ეკლესიაში დამახვედრეს გვირილების თაიგული და ყვავილებისგან ხელით დაწნული გვირგვინები – ძალიან ლამაზი და მთის შესაფერისი იყო. სანთლებიც თავისი ხელით დაგვიმზადეს და ძალიან ბევრი თუშური საჩუქარი დაგვახვედრეს. თავი მეთერთმეტე საუკუნეში მეგონა. ჯვარი მამა დავით ჭვრიტიძემ დაგვწერა. სხვათა შორის, თუშეთში სულ მეუბნებოდნენ: შენ ისე იცნობ აქაურობას, ერთი თუში ბიჭი უნდა გაგირიგოთო. თან, გასაცნობად მოჰყავდათ ვიღაცეები.
ზალიკო: მერე, რომ გაიგეს ჩვენი ამბავი, ნინოს ურეკავდნენ: ისე გვრცხვენია, ეს რა გაგვიკეთეო.
ნინო: ჩემნაირებს, ვინც ხშირად ჩადის თუშეთში, „მოთუშულებს” ეძახიან. მეც მეუბნებდნენ შენც მოთუშული ხარო და ამიტომაც განსაკუთრებულად გაუხარდათ ჩვენი ამბავი.
ჯვრისწერის შემდეგ ძალიან ლამაზ ადგილას წავედით და იქაც სიურპრიზი დაგვახვედრეს – ცხვრები იყო დაკლული, დიდი ქვაბები თუხთუხებდა.
ზალიკო: როდესაც თუშეთში სუფრა იშლება, იქ ვერ ნახავ ტრადიციულ სადღეგრძელოებს. ყველაფერი განსხვავებული აქვთ: სასმისები, სადღეგრძელოს შინაარსი, ყველაფერი ძალიან ლამაზი და საინტერესოა. ამჯერადაც ყველაფერი თუშურ ყაიდაზე წარიმართა...
ნინო: თან, ტყეში ერთი დიდი სუფრა იყო გაშლილი, მეორე სუფრა – უკვე მზარეულებისთვის. ამ გადაძახილ-გადმოძახილში, მეგონა, ცაში  ვიყავი.
ზალიკო: ტაძრის მოხატვის შემდეგ პირველები ჩვენ ვიყავით, ვინც იქ ჯვარი დაწერა. დიდი, პატარა – ყველა იქ იყო, მთელმა თუშეთმა იცოდა... ბავშვი, მწყემსი – ყველა გვილოცავდა.
ნინო: ჩვენმა ახლობლებლმაც, ვინც იცოდა ჩვენი ჯვრისწერის ამბავი, დაამთხვიეს და უცხოელი ტურისტებიც ზუსტად იმ დროს ჩამოიყვანეს. ეკლესიაში გველოდებოდნენ, უყურეს ჯვრისწერას. სოფელში ნამდვილი დღესასწაული იყო, დღეობასავით. იცოდნენ, ჩვენ თუშური სამოსი რომ გვეცვა და თვითონ თუშებიც ცხენებით, თუშურ სამოსში გამოწყობილები დაგვხვდნენ. ჯვრისწერის შემდეგ რამდენიმე დღე თუშეთში დავრჩით, კარვებში გვეძინა მე, ზალიკოს და ჩვენს ლაბრადორს, ხან სად და ხან – სად.
– ხომ არ აპირებთ თუშეთში საცხოვრებლად გადასვლას?
– ზალიკოს ვეხვეწები, რომ ერთი ზამთარი იქ გავატაროთ. ოქტომბერში რომ დაიკეტება გზა, მაისის ბოლომდე ვერ გამოხვალ იქიდან. მპირდება და, იმედია, შემისრულებს.
ზალიკო: ცოტა რთული იქნება, მაგრამ ვნახოთ. ხუთი ჩხირით წინდების ქსოვა ვიციო, მაგრამ, არ ვუჯერებ.
ნინო: ჰოდა, ამ ზამთარს „ფეჩის“ გვერდით უნდა დავუმტკიცო.
– სამომავლოდ სად აპირებთ რაიმე მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნავს?
ზალიკო: თუშეთიდან უკვე დაგვიკვეთეს მომავალ წელს ბავშვის ნათლობა.
ნინო: ზუსტად ვიცი, რომ ყოველ წელს ვივლით იქ და, რას დავგეგმავთ, ჯერ არ გადაგვიწყვეტია. მეჯვარეებზე მოხდა საინტერესო ამბავი: ჩემი მეჯვარეა ლევან სუხიტაშვილი, ზალიკოსი – კატო ჯავახიშვილი. კატოს  წინა დღეს დეიდა გარდაეცვალა და ვერ ჩამოვიდა. ზალიკოს და ლევანს ერთნაირი ზედები ეცვათ, მე და კატოსაც ერთნაირი კაბები უნდა გვცმოდა. ზალიკოს სახლში ჰქონდა ძველი ხევსურული სამოსი – ყოველი შემთხვევისთვის  წავიღოთ, იქ უცებ გადავწყვეტ, ვინ იქნება ჩემი მეჯვარე და გადავაცმევო. ტაძარში რომ ვიდექით, ზალიკომ გაიხედა, გამოიხედა, თავისი მეგობარი ციხელა დაინახა, მას მისცა ეს თუშური ზედა – აბა, ჩაიცვი, როგორ გექნებაო... რომ ჩაიცვა, უთხრა: მოდი, ბარემ, ჩემი მეჯვარე იყავიო.
– თქვენს ოჯახში რამე ხდება დაგეგმილად?
ზალიკო: არა, ძირითადად ის ხდება, რაც თავში დაგვარტყამს.
ნინო: აქედან რომ წავედით თუშეთში, მე ვიჯექი საჭესთან. ერთ ადგილას ისე ჩავარტყი, რომ „გლუშიტელი“ ჩამოვარდა. ყოველ 15 წუთში ლევანი მანქანის ქვეშ იყო შემძვრალი და აკეთებდა, თან მთელი გზა გვაგინებდა. სულ ტალახში იყო ამოსვილი, სველი „სალფეტკებით“ გავასუფთავე და მერე ვხუმრობდი, „ხადავიკი“ მეჯვარე მყავს-მეთქი.

скачать dle 11.3