კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღუნიშნა ქართველ ფიზიკოსს დიდი დამსახურებისთვის 100 წლის იუბილე კარაკასის უნივერსიტეტმა და რისთვის გაუგზავნა მან ედუარდ შევარდნაძის მთავრობას მილიონ-ნახევარი

თითოეული წარმატებული ადამიანი ქვეყნისთვის დიდი სიამაყეა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მას სამშობლოს სახელი საზღვრებს გარეთ გააქვს. საბედნიეროდ, ასეთი ქართველი ბევრი გვყავს. მათ შორის ერთ-ერთს – დანიელ თორაძეს (დავით თოხაძე), ცოტა ხნის წინ შორეულ ვენესუელაში შეუსრულდა 101 წელი. ის კარაკასის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორია. წარმატებული ფიზიკოსის ცხოვრების შესახებ მისმა შვილმა, გილდა თორდინავამ გვიამბო.

 გილდა თორდინავა: მამაჩემი, დავით თოხაძე გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ აკეთში დაიბადა 1914 წელს. სკოლა მშობლიურ მხარეში დაამთავრა და ამის შემდეგ სწავლა საფეიქრო ტექნიკუმში განაგრძო. 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, ფიზიკის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის სრული კურსის გავლის შემდეგ ასპირანტურაში ჩააბარა და ზოგადი ფიზიკის დარგში ილო მირცხულავასთან მუშაობდა ასპირანტად. 1941 წელს, ეგრეთ წოდებული სამამულო ომი რომ დაიწყო, მამა ჯარში გაიწვიეს არტილერიის უფროსი ლეიტენანტის ჩინით. მაშინ 28 წლის იყო. როგორც ვიცი, ის ჩრდილოეთ კავკასიაში იბრძოდა, მდინარე ბაქსანთან და 1942 წელს ტყვედ ჩავარდა, თუმცა გაქცევა მოახერხა და რვა წლის განმავლობაში ავსტრიაში იმყოფებოდა. 1950 წელს ვენაში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური კომისია ჩავიდა – ისინი ემიგრანტებიდან საჭირო კადრებს არჩევდნენ. მათი ხელშეწყობით მამა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ უნივერსიტეტთან დაკავშირება მოახერხა. მან სამი ენა იცოდა –  ქართული, რუსული და გერმანული, მაგრამ იქ არცერთი არ გამოადგა. სანამ ესპანურს იწავლიდა, ფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობდა ლაბორანტად. თუმცა, იქ რომ მივიდა, არანაირი საბუთი არ ჰქონდა, რომლითაც თავის განათლებას დაამტკიცებდა და პატარა გამოცდა მოუწყვიათ. ყველა გაუკვირვებია, იმდენად სწარაფად ხსნიდა ფიზიკისა და მათემატიკის ურთულეს ამოცანებს. უკვე სამი წლის შემდეგ კი, მისი სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწო და იმავე წელს პედაგოგიურ მოღვაწეობასაც შეუდგა. მამა იხსენებს: ფიზიკის ლექციაზე პირველად რომ შევედი და კონკრეტულ საკითხზე დავიწყე საუბარი, სტუდენტები სულგანაბულები მისმენდნენო. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის სრულყოფილად არ ფლობდა ესპანურ ენას და მცირე შეცდომები მოსდიოდა, ამის გამო მსმენელი არ მოჰკლებია, რადგან, მოსწავლეების ხედავდნენ, რომ მათი პედაგოგი „ფიზიკის ენაში“ შეუმცდარი იყო. დაუღალავმა შრომამ შედეგი მალევე გამოიღო: კიდევ ერთი წლის შემდეგ მამა უკვე პროფესორად დანიშნეს „ფიზიკა-1 მექანიკის“ კათედრაზე. მას აქტიურად და ნაყოფიერად გაუგრძელებია მუშაობა და 1964 წლამდე სამეცნიერო ხარისხის ყველა კატეგორია გაუვლია. შესაბამისად, უმაღლესი კატეგორია – „პროფესორ ტიტულარის” ხარისხიც მიიღო. ამის შემდეგ, დაახლოებით ექვსი წლის განმავლობაში, დასავლეთ გერმანიაში, შტუდგარდშიც მუშაობდა „ფიზიკა 2-ის“ ინსტიტუტში და პენსიაში გასვლამდე ფიზიკის დეპარტამენტის უფროსი იყო. იქ სახელი და გვარი შეიცვალა, რადგან, უცხოელებისთვის „დავით თოხაძე” ცოტა რთული წარმოსათქმელი იყო და ამიტომ მამა დანიელ თორაძედ იქცა.
– თქვენ მამასთან ხშირი ურთიერთობა გაქვთ?
– როცა მამა ჯარში გაიწვიეს, ახალდაქორწინებული იყო. დედა მისი სტუდენტი ყოფილა, ერთმანეთი მისაღებ გამოცდაზე გაუცვნიათ. მშობლები დაქორწინებას უშლიდნენ – ომი იწყება და ახლა მაგის დრო არააო, მაგრამ მათ მაინც თავისი გაუტანიათ. როცა მამა ფრონტზე წავიდა, დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ. მე რომ დავიბადე, მამას არ ვუნახავვარ – არც კი იცოდა  ჩემი არსებობის შესახებ. იმ წლების განმავლობაში ჩვენთან დაკავშირება შეუძლებელი იყო და, ვფიქრობდით, რომ მამა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მერე მამა გვიყვებოდა: ვენესუელაში თავს მარტოსულად ვგრძნობდი, ჩემიანი არავინ მყავდაო და ამიტომ ოჯახის შექმნა თავიდან გადაწყვიტა. მან ცოლად შეირთო პოლონელი ქალი – ირინა, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი – თამარი და კაროლინა.
– თქვენ როგორ შეიტყვეთ, რომ ცოცხალი გადარჩა?
 – საქართველოსთან დაკავშირება მამამ პირველად 1958 წელს მოაერხა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან კომუნისტური რეჟიმი იყო, მამა წერილში საკუთარ ვინაობას არ ამხელდა და ხელს ანტონ ჭყონიას სახელით აწერდა. ვითომ დავით თოხაძე და ანტონი ერთად იყვნენ ხანგძლივი დროის განმავლობაში და ერთმანეთს მისცეს პირობა, რომ განშორების შემთხვევაში, ერთმანეთის ახლობლებს შეეხმიანებოდნენ. ბებიაჩემი წერილის მიღებისას მძიმედ ავად ყოფილა, მაგრამ შვილის ხელწერა მაშინვე უცვნია და ქალიშვილისთვის უთქვამს: ნახე, შენი ძმის წერილი მოვიდაო. მამიდაჩემს უფიქრია, რომ უფროსმა ძმამ, იოსებმა გამოუგზავნა წერილი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა, თუმცა, წაკითხვის შემდეგ ყველაფერს მიმხვდარა. ამის შემდეგ, ჭყონიას სახელით მამას კიდევ რამდენიმე წერილი გამოუგზავნია, თუმცა, მერე ძმას მიუწერია, რომ თავის სახელითაც შეეძლო მოწერა. ჩვენებისგან მიწერილი პირველივე წერილიდან შეუტყვია მამას, რომ ქალიშვილი შეეძინა. სხვათა შორის, ჩემი სახელი თვითონ შეურჩევია წასვლამდე. ამის შემდეგ ჩვენთან კონტაქტი აღარ დაუკარგავს.
– პირადად თუ გქონდათ ერთმანეთის ნახვის საშუალება?
– 1989 წელს მამამ მეუღლითა და შვილებით მიმიწვია კარაკასში. ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული და ემოციებით სავსე იყო. ოთხი წლის შემდეგ, 1993 წელს, მამამ საქართველოში ჩამოსვლა შეძლო და ყველა ახლობელი მოინახულა. უბედნიერესი იყო, თუმცა, უნივერსიტეტში რომ მივიდა, უკან დასევდიანებული დაბრუნდა – ჩემი თაობის არცერთი მეცნიერი ცოცხალი აღარ არისო. იმ დროს, მოგეხსენებათ, რა პროცესებიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ მამამ გადაწყვიტა, საქართველოს თავდაცვის ფონდისთვის თანხა შეეწირა და ასეც მოიქცა – მილიონ-ნახევარი გადმორიცხა,  რის გამოც, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისგან, ედუარდ შევარდნაძისგან, მადლობის წერილი მიიღო. მამას მეორედაც სურდა საქართველოში ჩამოსვლა, მაგრამ, ჩემი მეუღლის გარდაცვალების გამო, ეს ვიზიტი ვეღარ მოხერხდა. სხვათა შორის, ვენესუელაში ის კიდევ ერთმა ჩვენმა ახლობელმა მოინახულა 1989 წელს – ინგა წლების განმავლობაში ცეკვავდა „სუხიშვილებში“ და იმ წელიწადს ვენესუელაში იყო გასტროლზე. იცოდა, რომ მამა იქ ცხოვრობდა და ერთადერთი ქართული გვარი ტელეფონების წიგნის საშუალებით უპოვია. რომ დავრეკე და ავუხსენი, რა სიტუაციაც იყო და ვისაც ვეძებდი, ტელეფონში აცრემლებული ხმა შემომესმა – მე ვარ, დათიკოო. ხუთ წუთში მოვარდა და ჩამეხუტა. 55 წლის განმავლობაში ქართული სიტყვა არ გაეგონა და საოცრად ღელავდა. ეზოში „ადესა“ ჰქონდაო, – იგონებს ინგა.
მამა ახლა 101 წლისაა და, ბუნებრივია, ჩამოსვლას ვეღარ მოახერხებს, მაგრამ, ძალიან აქტიური ურთიერთობა გვაქვს. ყველაფერი აინტერესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ამიტომ, თითქმის ყოველდღე გვეკონტაქტება. ქართულ ჟურნალ-გაზეთებსაც ეცნობა, თუმცა ეს ცოტა დაგვიანებით ხერხდება, რაზეც ძალიან სწყდება გული.
– კარაკასში სხვა ქართველებიც თუ არიან?
– დიახ, იქ კიდევ იყო ორი ქართველი – გიორგაძე და კანკავა. ისინიც ომის შემდეგ შემორჩნენ ამ ქვეყანას და იქ შექმნეს ოჯახები. როგორც ვიცი, ისინი და მამა ერთმანეთის ხშირი სტუმრები იყვნენ. როცა მე მამასთან ვიყავი ჩასული, ტელეფონით შეატყობინეს, რომ ერთ-ერთი ქართველი – ბორის გიორგაძე გარდაიცვალა. მახსოვს, ტელეფონით რომ აგვარებდა მისი დაკრძალვის ამბებს. ბორისი თვითონ გაჭირვებულად ცხოვრობდა. თბილისში უნივერსიტეტი კი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ, თავის სფეროში მოღვაწეობა არ გაუგრძელებია და ამ დრომდე ფოტოაპარატით იყოო, – ამბობდა მამა.
შარშან კარაკასის უნივერსიტეტმა მამას, როგორც დამსახურებულ პროფესორს, 100 წლის იუბილე აღუნიშნა. საქართველოსგან განსხვავებით, დამსახურებულ პროფესორებს იქ ძალინ დიდი დაფასება აქვთ, ამიტომ მამა მატერიალურადაც მთლიანად უზრუნველყოფილია.

скачать dle 11.3