კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის ხატი „სამხელიანი“

ისტორია ღვთისმშობლის ხატისა, სახელწოდებით „სამხელიანი“ – წმიდა იოანე დამასკელის ცხოვრებასთან, მის სასწაულებრივ განკურნებასთან არის დაკავშირებული. იოანე დამასკელი იყო შვილი კეთილმორწმუნე ქრისტიანი მშობლებისა. მისი მამა – სერგი მანსური, ხალიფას კარის ხაზინადარი იყო. დიდად განსწავლული იოანე ხალიფას კარზე მალე დაწინაურდა და მისი პირველი მრჩეველი შეიქნა. ამასთანავე ის ქალაქ დამასკოს თავადაც დაადგინეს. იმჟამად ბიზანტიაში იმპერატორი ლეონ მესამე ისავრიელი მეფობდა (714-741), რომლის დროსაც ხატმებრძოლობის მწვალებლობა აღმოცენდა. იმპერატორი მწვალებლებს მიემხრო, რის გამოც ხატმებრძოლობამ მთელ იმპერიაში სწრაფად იწყო გავრცელება. იოანე დამასკელი მართლმადიდებლობის სიწმიდის დასაცავად მხნედ აღდგა და დაწერა სამი ტრაქტატი – „ხატმებრძოლთა წინააღმდეგ“. იოანე დამასკელის ღვთივგანბრძობილმა წერილებმა იმპერატორი ლეონ მესამე გაააფთარა. მაგრამ, რადგან მათი ავტორი ბიზანტიის ხელქვეითი არ იყო, მისი არც შეპყრობა შეეძლო და არც სიკვდილით დასჯა. მაშინ უსჯულო ლეონმა ცილისწამებას მიმართა. მისი ბრძანებით, დახელოვნებულმა კალიგრაფებმა მამა იოანეს ხელწერით ეპისტოლე დაწერეს, რომელშიც ხალიფას მრჩეველი იმპერატორს თითქოს სირიის დედაქალაქის დაპყრობაში ხელშეწყობას აღუთქვამდა. ეს ცრუ ეპისტოლე უღმრთო თვითმპყრობელმა თავისი, პირფერობითა და ლიქნით სავსე წერილთან ერთად, ხალიფას გაუგზავნა. განრისხებულმა ხალიფამ საქმის გამოუძიებლად, ისე, რომ წმიდანს თავის მართლების საშუალებაც არ მისცა, ბრძანა, ნეტარი თანამდებობიდან გადაეყენებინათ. მისთვის მარჯვენა მოეკვეთათ და სხვათა ჭკუის სასწავლებლად ქალაქის ბაზრის მოედანზე ჩამოეკიდათ. განაჩენი უმალ აღასრულეს... მოკვეთილი მტევანი იოანეს დასამარხად იმავე საღამოს დაუბრუნეს, რის შემდეგაც წმიდანი სალოცავ ოთახში ღვთისმშობლის ხატის წინ დაემხო. მოკვეთილი მტევანი მკლავს შეუერთა და ყოვლადწმიდა დედოფალს მხურვალედ შესთხოვა, მისთვის ხელი გაემთელებინა. ამ ვედრებაში იოანეს ჩაეძინა. სიზმრისეულ ჩვენებაში მას ხატზე გამოსახული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: „აჰა, განკურნებულ არს ხელი შენი და დაცხრომილ ტკივილთაგან, ამიერიდან ისწრაფე მიცემად ღმრთისა ლოცვათა შენთა“. გამოღვიძებულმა წმიდანმა იხილა, რომ მოკვეთილი მტევანი, მართლაც, მაჯასთან მკლავს მიერთებოდა. მხოლოდ წვრილი ვარდისფერი ზოლიღა მოაგონებდა იოანეს გადატანილ ტანჯვას. უფლის რჩეული სიხარულით აღივსო და უფალს შეჰღაღადა: „მარჯვენა შენი, უფალო, დიდებულ არს ძალითა შენითა, მარჯუენამან შენმან, უფალო, მოსრნა მტერნი“ (გამოსვლ. 15, 16). ამის შემდეგ იოანე დამასკელმა ვერცხლის ხელი გააკეთებინა და თავის მფარველ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე მიამაგრებინა. ამიერიდან ამ ხატს „ტრიხერუსა“ (სამხელიანი) ეწოდა.
მომხდარმა საშინელმა სასწაულმა დამასკოს მოსახლეობასთან ერთად, იოანეს უდანაშაულობაში ხალიფაც დაარწმუნა. ის კვლავ მეგობრულად განეწყო თავისი რჩეული ხელქვეითის მიმართ და სურდა, წყალობით გამოესყიდა დანაშაული, მაგრამ წმიდანმა ჩათვალა, რომ მისთვის სულ სხვა ცხოვრების ჟამი დადგა. იოანე დამასკელმა მთელი თავისი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმის მოსალოცად გაეშურა. ამ მოგზაურობაში იოანე ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს განუყრელად თან ატარებდა. წმიდა ადგილების მოხილვისა და მოლოცვის შემდეგ ნეტარი მამა სამოღვაწეოდ საბაწმიდის ლავრაში დაემკვიდრა.
იოანე დამასკელის გარდაცვალების შემდეგ, „ტრიხერუსა“ ლავრის საკუთრება გახდა. 1112 წელს სასწაულმოქმედი ხატი სავანის ბერებმა სტუმრად ჩამოსულ სერბეთის მთავარეპისკოპოს საბას (ხსენება 12 იანვარს) საჩუქრად მიართვეს თავად ღვთისმშობლის სურვილით.

скачать dle 11.3