კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ახლა ხანდაზმული ადამიანი ვარ. მყავდა ათეისტი მშობლები და მე, ჩუმად, საკუთარი ნებით მოვინათლე, მათ დაუკითხავად. ისე, რომ ნათლია არ მყავდა. ვითვლები თუ არა მონათლულად?
პასუხი: დიახ, თქვენ მონათლული ხართ. ნურც ის გარემოება შეგაშფითებთ, რომ ნათლია არ გყოლიათ – თქვენი ნათლია არის ის მღვდელი, ვინც ნათლობის რიტუალი შეასრულა.
კითხვა: როგორ უნდა გავიღოთ მოწყალება?
პასუხი: მოწყალება უნდა გასცეთ ისე, რომ მარცხენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთებს მარჯვენა
კითხვა: იმდენად გამწარებული ვარ საკუთარ შვილზე, რომ მზად ვარ, გავანადგურო ჩემი ქონება, რათა ამ უღირსს არ დარჩეს. დავისჯები თუ არა ამისთვის უფლისგან?
პასუხი: თქვენ განაწყენებული ხართ შვილზე და ამ მდგომარეობას დიდი სატანჯველი მოაქვს იმისთვის, რომ აქვე, ამ ცხოვრებაში არ დაიწყოს თქვენთვის ჯოჯოხეთი. უპირველესად, ილოცეთ შვილისთვის, რომ ის გახდეს კეთილგონიერი და თქვენც გათავისუფლდეთ ამ დამთრგუნველი გრძნობისგან.
კითხვა: ძალიან მინდა ღვთისმშობლის ხატის მოქარგვა. აუცილებელია თუ არა ამისთვის კურთხევის აღება?
პასუხი: ძალიან კარგია, რომ ასეთი სურვილი გაგიჩნდათ, ეს ღვთისმშობლისადმი თქვენს სიყვარულზე მიუთითებს, თუმცა მართლმადიდებელი ხატის მოქარგვას აქვს თავისი კანონიკა, ამიტომ აუცილებელია, კურთხევა მოძღვრისგან აიღოთ.

скачать dle 11.3