კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არავითარი ემოციები...



ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთადაც კი რთულია. არსებობს დაუწერელი კანონები და უხილავი საზღვრები. პირველი უნდა მიიღო და დაემორჩილო, ხოლო მეორე – არ უნდა გადალახო. საღი აზრი ყველაზე საჭიროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. გრძნობა და ემოციები კარგია, მაგრამ მხოლოდ მათი აყოლა პრობლემებსაც ქმნის.
დაიმახსოვრეთ:
* თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას თუნდაც უმნიშვნელო შეცდომა დაუშვით, გაჯიუტების გარეშე აღიარეთ და ბოდიში მოუხადეთ. ეს თქვენს პიროვნებას არ დააკნინებს, პირიქით, თქვენი პარტნიორის კეთილგანწყობას მოიპოვებთ.
* ნურასდროს შეეცდებით კონფლიქტის გაღრმავებას; ნუ ჩაუღრმავდებით თუნდაც უსამართლო შენიშვნას. ჯობია, იმ მომენტში გაჩუმდეთ და მხოლოდ რაღაც პერიოდის შემდეგ უთხრათ, რომ მართალი არ იყო, ოღონდ, ყოველგვარი საყვედურებისა და პრეტენზიული ტონის გარეშე.
* ნუ შეეცდებით, თქვენს შეცდომებში მეუღლე დაადანაშაულოთ. თავის მართლებაც, როცა რაღაცას სწორად არ გააკეთებთ, დიდი სისულელეა. ვის რას დაუმტკიცებთ ამით?! აჯობებს, დაუფიქრდეთ, რა შეგეშალათ და თავადვე გამოასწოროთ.
* კრიტიკა მიიღეთ მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე. შეეცადეთ, მიხვდეთ, რატომ, რის გამო აქვს მეუღლეს თქვენთან პრეტენზია. ახსნასა და თავის მართლებას შორის დიდი სხვაობაა. როცა თავს იმართლებთ, იმ ბავშვს ჰგავხართ, რომელმაც რაღაც დააშავა და ახლა სასჯელის ეშინია; ახსნა კი ყოველთვის შედეგის მომტანია, მთავარია, ეს სწორად გააკეთოთ.

მყიფე მეგობრობა

ამბობენ, თითქოს ქალებს ერთმანეთთან გულწრფელი, უანგარო და ხანგრძლივი მეგობრობა არ შეუძლიათ... და რომ მათ ცხოვრებაში გაჩენილი მამაკაცი წერტილს უსვამს ყველაზე ძლიერი მეგობრობით დაკავშირებულ ურთიერთობას. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს სიმართლე არ არის, მშვენიერ სქესს შესანიშნავი მეგობრობა შეუძლია, თანაც, ეს სულაც არ არის იშვიათი მოვლენა. თუმცა, ქალური მეგობრობა ცოტათი მყიფეა, ანუ ფაქიზია – ერთი არასწორი ნაბიჯიც კი საკმარისია, რომ ყველაფერი კრახით დასრულდეს. რა თქმა უნდა, ამაზე ორივემ უნდა იფიქროს. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ, არცთუ იშვიათად, ქალებს შორის ჩხუბისა და გაუგებრობის მიზეზი ნამდვილად ხდება ხოლმე მამაკაცი. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალები კაცის გამო აუცილებლად დაერევიან ერთმანეთს და ვერ იყოფენ მას. ქალებიც უფრთხილდებიან მეგობრობას, უბრალოდ, ისინი კაცებზე გაცილებით ემოციურები, ეჭვიანები და მესაკუთრეები არიან. მამაკაცები კი ბევრად უფრო რაციონალურად უდგებიან ნებისმიერ ურთიერთობას.
იმისთვის, რომ ასეთი „მყიფე“ მეგობრობა ხელებში არ ჩაგვეფშვნას, ქალებმა ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: არასოდეს გავეჯიბროთ ჩვენს დაქალებს, რისი მიზეზიც ყველაზე ხშირად მამაკაცია ხოლმე. პრობლემის გადაჭრას ყოველთვის შველის გულახდილი საუბარი. არავითარი „თამაში“! დაპირისპირება და შედარებითობა შეუთავსებელია მეგობრობასთან. იდეალური ურთიერთობა გამორიცხავს ეგოისტობას. ნუ იქნებით ეგოისტები და, მაშინ, თქვენი მეგობრობა მყიფე კი არა, მტკიცე იქნება.

ის ამას ვერ იტანს

მამაკაცების დიდი უმრავლესობა ვერ იტანს, როცა ვინმე, თუნდაც საყვარელი მეუღლე, მის უსუსურობასა და უუნარობას ხედავს. ამიტომაც არჩევენ, არავის გაუმხილონ საკუთარი პრობლემები და ჩუმად, დამოუკიდებლად მონახონ მათი გადაჭრის გზები. მეუღლეც და მეგობრებიც მამაკაცს თავისი ტრიუმფის გასაზიარებლად სჭირდება. მით უფრო, თუკი ის ბუნებით ამბიციური და მიზანდასახულია. იშვიათია კაცი, რომელსაც მოეწონება, როცა გვერდით მყოფი ქალბატონი იცოდებს ან მიუთითებს სისუსტეზე, უუნარობასა და უმოქმედობაზე. როცა კაცი ნერვიულობს და თქვენ ამას ამჩნევთ, ჯობია, საერთოდ შეეშვათ და აცადოთ, გაერკვას საკუთარ თავში. ნუ შეეცდებით, გაიგოთ, სად აქვს პრობლემები – სამსახურში თუ რომელიმე მეგობართან. დატოვეთ თავის ფიქრებთან მარტო და არ იღელვოთ, მით უფრო – შესამჩნევად. მოიქეცით ისე, თითქოს არაფერი ხდება – გადით სხვა ოთახში და, თუ საქმე არ გაქვთ, მეგობრებს დაურეკეთ საჭორაოდ, ან, სალონში წადით და სახლში გალამაზებული დაბრუნდით. ნუ შეაწუხებთ შეკითხვებით – ის ამას ვერ იტანს. ხოლო, თუ მისთვის საჭირო იქნებით, ის თავადვე გეტყვით.

სიტყვები ყველაფერია

სიტყვებს სასწაულის მოხდენა შეუძლია... შეხებას, ჩახუტებას კი უიმედო სიტუაციის წარმატებისკენ შემობრუნება. ნეგატივი წუთში გაქრება და პოზიტივით აივსება თქვენი ცხოვრება. სხვათა შორის, თბილი სიტყვები, ჩახუტება და ალერსი მხოლოდ სიამოვნების მომტანი კი არ არის, სამკურნალო ეფექტებიც გააჩნია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფიზიკური, პოზიტიური სიახლოვისგან მიღებული დადებითი იმპულსები. არასდროს გამოგიცდიათ ამ ყველაფრის ჯადოსნური ძალა? მაშინ აუცილებლად სცადეთ და თავად დარწმუნდებით.
ათი წუთით საყვარელ ადამიანთან ჩახუტება ამცირებს არტერიულ წნევას, მთლიანად ხსნის სტრესს და დაძაბულობას, აძლიერებს იმუნიტეტს.
სამწუხაროდ, ადამიანებს ერთმანეთისთვის ტკივილის გამომწვევი, უხეში სიტყვების მიხლა უფრო გვეადვილება, ვიდრე თბილი, გულშიჩამწვდომი სიტყვების თქმა და ალერსი.
საყვარელი ადამიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლებიც გულის სიღრმეში სწვდება, ზოგჯერ წამალივით მოქმედებს. ამიტომაც ამბობენ, სიტყვები ყველაფერიაო. სიყვარულიც ყველაფერია და არასოდეს დაინანოთ თბილი სიტყვები საყვარელი ადამიანისთვის.

скачать dle 11.3