კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცნენ ნუგზარ ჯუღელისა და რუსთაველის თეატრის მსახიობი მამაკაცების ცოლები ერთ ღამეში „უწესო“ ქალებად

„ხშირად სვამენ კითხვას – როგორი უნდა იყოს სპორტული კომენტატორი?.. ჩემი დაკვირვებით, კომენტატორი, უპირველეს ყოვლისა, საინტერესო პიროვნება უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე იყო. არის პოეტი, რომელიც ერთი ლექსით რჩება კაცობრიობას; არის კომენტატორი, რომელიც ერთი ფრაზით დაამახსოვრდება ყველას. მხედველობაში მყავს კოტე მახარაძე, როდესაც მან წაიყვანა რეპორტაჟი 1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფიდან... “
მაგრამ დღეს არც ერთის და არც მეორის დღიურებს არ გადაგიშლით, ამჯერად ნუგზარ ჯუღელის სპორტული ცხოვრების დღიურებს გადავავლებთ თვალს: ისიც მასახიობი-კომენტატორი; ისიც გასაოცარი, კომენტატორობისთვის საჭირო ხმის ტემბრითა და კარგი საუბრის მანერით. თავს ბედნიერ კაცად მიიჩნევს, რადგან ქართული ფეხბურთის ყველა ვარსკვლავი ცოცხლად ჰყავს ნანახი. რეპორტაჟის წაყვანის დროს ხშირად მოსდიოდა შეცდომები და სწორედ ამ შეცდომებმა შემოინახა ქართველი კომენტატორის სახალისო ისტორიები. მაშ ასე, ამ დღიურებს ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, „არარატთან“ თამაშით ვიწყებ:
„სომეხმა ფეხბურთელებმა გაგვიტანეს ბურთი, მაგრამ მსაჯმა რატომღაც არ ჩათვალა. არ ჩათვალაო! დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! გაგიჟდა ხალხი! ასეთ შემთხვევაში ეძებ იმ ობიექტს, რაზეც ან ვისზეც უნდა იყარო ჯავრი... უცებ ვიღაცამ მოიხედა ჩემკენ – შუშის ჯიხურში ვზივარ. ერთმა-ორმა მუშტიც მომიღერა. გამეცინა – რა უნდა ჩემგან-მეთქი? გაგეცინაო?! ვხედავ, ეს ხუთიათასკაციანი ბრბო ჩემკენ წამოვიდა... კიდევ უფრო ამიტყდა სიცილი... რა ჩემი ბრალია, ბურთი მსაჯმა არ ჩათვალა-მეთქი. აი, მომიხლოვდნენ... ამ დროს, წამოიღო ერთმა ერევნელმა ფეხბურთელმა ბურთი და გაგვიტანა! – ამოისუნთქეს იმათ და ამოვისუნთქე მეც. შესვენებისას მოვიდა ტექნიკური მუშაკი და მითხრა: შენი ჭირიმე, ოჯახის პატრონი ვარ, სამი შვილი მყავს. თუ ძმა ხარ, აგერ, შავი სათვალე, გაიკეთე, თორემ, შეიძლება მსაჯმა კიდევ არ ჩათვალოს გოლი და, იცოდე, ორივე დავიღუპებითო!..“ 
თარსი კატა
„ამბობენ, რაც უფრო მეტ შეცდომას უშვებ, მით უფრო მეტ გამოცდილებას იძენო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ თქვენი მონა-მორჩილი ერთ-ერთი გამოცდილი კაცი ყოფილა ამქვეყნად... მართლაც, ისე აეწყო, რომ, ბოლო ორი ათეული წელია, თუ ვინმეს რაიმე შეცდომა მოსდის რადიო ან ტელეგადაცემების დროს, ყველაფერს მე მომაწერენ ხოლმე...
თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ერთ დროს ალიოშა კოტრიკაძე იყო. ერთ-ერთი გასვლითი მატჩია. რეპორტაჟის დროს ვამბობ: „გუშინ სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში, თბილისელთა გუნდის მთავარ ბანაკში მთელი ღამე ენთო შუქი – ალიოშა კოტრიკაძე ფიქრობდა დღევანდელ მატჩზე!”... ის თამაში წავგეთ. მეორე დღეს ჩამოვდივარ თბილისში, ვიღაც მირეკავს და მეკითხება:  „ნუგზარ, თუ ღმერთი გწამს, გამაგებინე, ბოლოს და ბოლოს, ალიოშამ ჩააქრო სინათლე?”
 კვლავ ერევანი. ბურთი მიიღო ჩელებაძემ. მოატყუა რამდენიმე მეტოქე, შევიდა საჯარიმო მოედანზე, მოატყუა მეკარეც, კარი ცარიელია, ჩელებაძე... ცარიელი კარი... ბურთი... უკვე ვყვირი: „არის! არის!..” დაარტყა ჩელებაძემ და... ააცილა... ამის შემდეგ წავიდა ლენინგრადში გუნდი. მე ვარ კომენტატორი – წააგო; წავიდა ტაშკენტში, ისევ მე ვარ კომენტატორი – წააგო; წავიდა კიდევ სადღაც, კვალავ მე ვუძღვები რეპორტჟს – კვლავ წააგო. რა ხდება? ხომ უნდა მოიძებნოს ამ წაგებული თამაშების მიზეზი? დიდებული გუნდი გვყავს – თოთხმეტი კაცი სხვადასხვა ნაკრებში თამაშობს, ბრწყინვალე მწვრთნელი გვყავს – ნოდარ ახალკაცი. ვინ არის დამნაშავე? – კითხულობენ. ჯუღელი! რატომ? თარსია! შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი. დარეკეს ზემოდან: „მოაშორეთ ეგ ჯუღელი!” მომაშორეს. განვიცდი, კაცო, რა ჩემი ბრალია! ისინი აგებენ, მე რა შუაში ვარ? ის პერიოდია, იწვის კახეთი – საშინელი გვალვაა, იღუპება მოსავალი... მართალია, ფეხბურთს ჩამომაშორეს, მაგრამ, „მოამბე“ ხომ მიმყავს და, სულ ამ გვალვის ამბებს ვაშუქებ. მხვდება ერთი ახლობელი: „დინამოს“  წარუმატებლობა რომ დაგაბრალეს, კიდევ ჰო, მაგრამ, შენი ბედი რომ ვიცი, ახლა კახეთის გვალვაც შენ დაგბრალდებაო. დავწერე განცხადება და გავედი შვებულებაში. 
...სხვათა შორის, კალათბურთელი ამას არ იკადრებს. ერთი სეზონი იყო, ზედიზედ ოცი მატჩი წააგეს ჩვენმა კალათბურთელებმა, ოცივე რეპორტაჟი მე გადავეცი, მაგრამ, არცერთ მათგანს არ დასცდენია, ჯუღელის ბრალიაო. აქ კი, წავაგებდით ზედიზედ სამ თამაშს და – „ჯუღელი, დაისვენე!.. შენი ბრალია!”
თეატრიდან სტადიონამდე
სომერესტ მოემს აქვს ნათქვამი: მსახიობების საქმე მაშინ წავიდა ცუდად, როცა მათი დასაფლავება დაიწყეს ქრისტიანულ სასაფლაოზე და როდესაც მსახიობებმა დაიწყეს ზრუნვა, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენო. მსახიობს არ სჭირდება კარიერისკენ ლტოლვა. მსახიობები – ცალკე კასტაა... რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, როგორ შევცდი, როცა თეატრი მივატოვე.  
1959 წელს დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, გავმხდარიყავი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, მაგრამ განაწილებით რუსთაველის თეატრში წავედი, სადაც თერთმეტი წელი ვიმსახურე. ჩემთან ერთად ინსტიტუტიდან თეატრში მოვიდნენ კახი კავსაძე, სოსო ლაღიძე და რეზო ჩხაიძე. თერთმეტი წელი – ეს იყო უდიდესი ზეიმის პერიოდი. თეატრის შემდეგ გადავედი ტელევიზიაში. კინოსტუდიაშიც ვმუშაობდი გახმოვანებაზე. როგორც სპორტულ ჟურნალისტს, ძალიან ბევრ ქალაქში, ბევრ ორგანიზაციაში მიხდებოდა ყოფნა, ყველა ჯურის ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ თეატრი სულ სხვაა.
ხაკასეთის ჰაერით გათიშული ჯუღელი
...კალათბურთელებს გავყევი ნოვოსიბირსკში. ქარბუქია. ნოვოსიბირსკმა არ მიგვიღო. თვითმფრინავმა გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო და ხუთი საათის შემდეგ ხაკასეთის ავტონომიურ ოლქში დაჯდა, სადაც, თურმე, ხეც კი არ იზრდება. კი გაგვაფრთხილეს, ძალიან ცივა, 50 გრადუსიაო, მაგრამ, აინუნშიც არ ჩავაგდეთ ეს გაფრთხილება. თვითმფრინავიდან რომ გადავედით, შევისუნთქე ჰაერი და... გონება დავკარგე. ერთი საათი მასულიერებდნენ. თურმე, რაღაც უნდა აიფარო და ისე ისუნთქო.
სად გააქრეს გვერდწითელი?..
ფოთში ჩატარდა წყალსათხილამურო სპორტში ევროპის ჩემპიონატი. საზეიმო გახსნის გენერალური რეპეტიციაა. უნდა დავესწრო, მაგრამ, რად გინდა – დაგვესია კოღოები! ვგრძნობ, რომ შემჭამენ – არ ვიცი, ჩემი სისხლი მოეწონათ თუ რა იყო. ვიფიქრე, წავალ და მერე ჩავიწერ ყველაფერს, რაც და რა დროს უნდა გამოვაცხადო-მეთქი. მეორე დღეს პროგრამის რეჟისორმა თვითონ ჩამაწერინა გახსნის ცერემონიალის თანმიმდევრობა. დავიწყე რეპორტაჟი. დადგა კონცერტის ჯერი. ვაცხადებ: „კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილისა და პოეტ მორის ფოცხიშვილის საგანგებოდ ამ ჩემპიონატისთვის დაწერილ სიმღერას შეასრულებს თამრიკო გვერდწითელი!” – ამავე დროს, თბილისიდან მაქვს სატელეფონო კავშირი, იქიდან კი ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი მეძახის: „არაა, ნუგზარ, მაგი გვერდწითელი!” ესტრადა ჩემგან მოშორებითაა, წესიერად ვერც ვხედავ ვინ მღერის. პროგრამაში გვერდწითელი მიწერია; ხმას ვუსმენ – გვერდწითელია დიდ ტაბლოზე ანთია „გვერდწითელი.” რა ვქნა? – ხალხო, დამანებეთ თავი, მღერის გვერდწითელი, დამიჯერეთ! – არ არის გვერდწითელი! – ისევ... თურმე, მართლა არ არის გვერდწითელი. ფონოგრამა კი მისია, მაგრამ, ავად გამხდარა, ვერ მოვიდა და მის ნაცვლად სხვა გამოიყვანეს, რომელიც მარტო პირს აღებს... რა ქნას ამ დროს კომენტატორმა? ვინ არის დამნაშავე? რასკავირველია, ნუგზარ ჯუღელი.
 „გათახსირებული“ ცოლები
რუსთაველის თეატრის დასის მმართველი იყო ვანო ჯინჯიხაძე. მეგობრების წრეში იმით გამოირჩეოდა, რომ ასკეტურ ცხოვრებას ეწოდა – არასდროს ჰყოლია ცოლ-შვილი. ის ამტკიცებდა, რომ, იმ პირობებში, რომლებშიც მას უწევდა ცხოვრება, დანაშაული იყო,  კაცს ოჯახი შეექმნა, იმიტომ რომ, მონამ მონა არ უნდა მოიყვანოს ცოლად და მონა არ უნდა შვას. შეკრებილები ვართ ბატონ ვანოსთან: მე, გოგი ხარაბაძე, რობერტ სტურუა და გოგი ქავთარაძე. ორიოდე ბოთლი ღვინო გვაქვს. ნელ-ნელა ვსავმთ და ვსაუბრობთ ცხოვრების ავ-კარგზე. მივადექით ქალის თემას. ხუთი მამაკაცი ვმსჯელობთ ქალზე, მის პატიოსნებაზე; როგორ უნდა გავარკვიოთ, არიან თუ არა პატიოსანი ქალები ჩვენ ირგვლივ. ბატონი ვანო გვეუბნება:
– ეს ადვილი გასარკვევია, ბიჭებო! აი, ახლა ავიღებ რუსთაველის თეატრის დასის სიას და ჩვენი თეატრის მსახიობი ქალების სიის მიხედვით ვუყაროთ კენჭი – ვინ არის პატიოსანი და ვინ არა, შემდეგ კი საშუალო არითმეთიკული გამოვიყვანოთ, – აიღო სია, წაიკითხა ერთ-ერთი მსახიობის გვარი და თქვა:
– ვინ არის მომხრე, რომ ეს ქალი პატიოსანია?
დავიწყეთ კენჭისყრა. საბოლოოდ, საშუალო არითმეტიკულით გამოვიდა, რომ ათი ქალიდან რვა-ნახევარი არ აკმაყოფილებს ჩვენს კრიტერიუმებს, ესე იგი, ათიდან მხოლოდ ერთ-ნახევარი ქალი გამოვიდა პატიოსანი. შემდეგ ბატონი ვანო იმაგრებს თავის პოზიციებს და იქედნურად აცხადებს:
– ჩვენ ხუთნი ვართ. მე არ მყავს მეუღლე, თქვენ ოთხივეს გყავთ. ამ ოთხიდან საშუალო არითმეტიკულით გამოდის, რომ მხოლოდ ნახევარი ცოლია პატიოსანი?!
ცუდ დღეში ჩავცვივდით. როგორია?! არადა, გაიხარა ვანომ.  არ გვინდა, რომ ამ კაცმა ასე დაგვცინოს და, უცებ, აღარ მასხოვს, მგონი, გოგი ქავთარაძემ ჰკითხა:
– კი მაგრამ, ვანო, დედაც ხომ ცოლია?
ჩიხში მოექცა ვანო. დედა სიგიჟემდე უყვარდა. დაკარგა ყოველგვარი იუმორის გრძნობა, ჩავარდა ისტერიკაში და, ერთი სიტყვით, პანღურისკვრით გამოგვყარა იქიდან.
ზამთარია. ვანო ცხოვრობს კრწანისში, რესტორანთან. ღამის 4 საათია. ცივა. მოვდივართ დაშამათებულნი. ვხედავთ, იქვე, რესტორნის დარაჯს დაუნთია პატარა კოცონი, ზის და ხელებს ითბობს. ჩვენც მივუჩოჩდით. გოგი ხარაბაძე მოუყვა დარაჯს, რაც გადაგვხვდა თავს და ბოლოს ჰკითხა:
– ბიძია, როგორ ფიქრობ, ის კაცი მართალია, ჩვენს ცოლებზე ასეთი რამე რომ თქვა?
დარაჯმა ამოგვხედა:
– ახალგაზრდებო, რომელი საათია?
– ხუთის ნახევარი!
– აბა, დილის ხუთის ნახევრამდე კაცი სახლში რომ არ შევა, იმას რა ცოლი ეყოლებაო...”

скачать dle 11.3