კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი წინაპრის ცოდვა-მადლზე ვაგებთ პასუხს და რა ადგილი და ფუნქცია აქვს თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში

კოსმოსში ყველაფერი იგზავნება დედამიწიდან, ვარსკვლავებს კი, პირდაპირი კავშირი აქვს კონფლიქტებთან, ავტოკატასტროფებთან, ავადმყოფობებთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ასე შემდეგ. მთვარის სატანურ დღეებში მოზღვავებული შავი ძალების გავლენა, მაქსიმალურად უწყობს ხელს სხვადასხვა სახის ტრავმას, კატასტროფებსა და ავარიებს. ეს დღეებია ახალი მთვარიდან – მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე და ოცდამეცხრე. ამ დროს კოსმოსიდან მოდის დედამიწაზე უარყოფითი ენერგიის დიდი ნაკადი და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და გარკვეული ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვექვემდებარებით სხვადასხვა სეზონურ ცვლილებასა და პლანეტარულ ზემოქმედებას, მაინც არ მივეკუთვნებით აბსოლუტურად განპირობებულ ქმნილებებს – მხოლოდ ჩვენს ხელშია შესაძლებლობები, რაც, შეიძლება, გამოვიყენოთ ან არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბუნებისა და კოსმოსის კანონზომიერებათა შესწავლა.
ერთი თვის განმავლობაში მთვარე მთლიანად გადის ზოდიაქოს რკალს, თორმეტივე ნიშანს და ქმნის გარკვეულ კონფიგურაციებს სხვა პლანეტებთან მიმართებაში. როცა მთვარე ქმნის 90-გრადუსიან უარყოფით, დაძაბულ ასპექტს მარსთან, სატურნთან ან ურანთან, ეს მოქმედებს საჰაერო მოგზაურობასა და მოძრაობაზე. ამ პერიოდში მაღალი ალბათობაა იმისა, რომ უსიამოვნებები შეიქმნას ავია და ავტოტრანსპორტით მგზავრობისას. ამას თუ ემატება ახალმთვარეობის დღეები, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, რთულდება და, შესაბამისად, რისკიც იზრდება. სწორედ ახალმთვარეობის დროს იმატებს სტატისტიკურად მკვლელობების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადების გამოვლენის მაჩვენებელი. ყველა ადამიანს გარს აკრავს ენერგოინფორმაციული აურა, რომელიც შედგება გარკვეული მუხტისგან. ეს მუხტი შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. როცა ერთად იმყოფება რამდენიმე ადამიანი და მგზავრობს, ცხადია, ხდება მათი მუხტების, ანუ აურის შეგროვება და შეჯამება. თუ ამას დაემთხვა ახალმთვარეობა, მარსის, ან სატურნის 90-გრადუსიანი კვადრატული დამოკიდებულებით ერთმანეთთან, მაშინ მაღალია კატასტროფის რისკი. ასეთ დროს კი, შესაძლოა, დაიღუპოს ბევრი და გადარჩეს ერთი ანუ ის, ვისი აურაც ამ პერიოდისთვის დადებითია და არ შეესაბამება ამ მძიმე ენერგეტიკულ ფონს. ამ დროს კონკრეტული ადამიანის მფარველი ანგელოზი იწყებს გააქტიურებას. თუმცა, ის, რომ კატასტროფა ამ ადამიანს კოსმოსიდან მაინც დაატყდა, იმის მანიშნებელია, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებს და აუცილებელია, დედამიწაზე კოსმოსური ვალი მოიხადოს, ცხოვრებაში შეცვალოს რაღაც დეტალები. ეს ადამიანი უკვე მოხვდა ასეთ ჯგუფში, რაც ნიშნავს, განგებამ ასეთი სასიკეთო და „მსუბუქი“ სასჯელით მიანიშნა იმაზე, რომ ცვლილებები მისთვის გარდაუვალია, რათა შემდგომში უარესად არ დაისაჯოს. ასე რომ, ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ასტროლოგიასა და ვარსკვლავებთან, მათ მდებარეობასთან და ასე შემდეგ.
ზოგადად, ადამიანი მრავალგანზომილებიანი არსებაა, ისეთივე, როგორიცაა თვითონ სამყარო, რომლის ნაწილსაც ის წარმოადგენს. საკუთარი თავის უსასრულო სამყაროდ აღქმა შეუძლიათ მხოლოდ სუფთა ენერგეტიკული ველის მქონე ადამიანებს. ასევე, თუ ადამიანის ველი არ არის დაბინძურებული კარმებით, ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.
ენერგეტიკულ ველთა დაბინძურების მიზეზები მრავალგვარია. ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა და ჯანმრთელობა დამოკიდებულია წარსულში ჩვენ მიერ ჩადენილ ქმედებებზე, აზრებზე, რაც კარმულ დაბინძურებას  იძლევა შედეგად. მომავალი მდგომარეობა კი დამოკიდებულია ამჟამინდელ საქციელსა და აზრებზე.
კარმული დაბინძურების ნაწილი ენერგეტიკული ველების სფეროშია განლაგებული, ნაწილი კი ფიზიკურ სხეულში აღწევს და იწვევს ავადმყოფობას.
კარმა ჩვენი ფიქრების, სიტყვებისა და მოქმედების მიერ გაცემული ენერგიაა, რომელიც ბუმერანგის პრინციპით გვიბრუნდება უკან.  ჩვენ ვიხდით არა მხოლოდ ჩვენს ვალებს, არამედ წინაპართა ცოდვებზეც ვაგებთ პასუხს. საერთოდ, ადამიანი პასუხს აგებს ოთხი თაობის წინაპრის ცოდვა-მადლზე, ხოლო მის ნამოქმედარზე პასუხს აგებს მისი ოთხი თაობის შთამომავალი. ადამიანში მომხდარ ნებისმიერ ენერგეტიკულ ცვლილებას, მუხტს, ფიქრს, სიტყვას, მოქმედებას, აირეკლავს კოსმოსი და ბუმერანგის პრინციპით უკან გვიბრუნებს.

скачать dle 11.3