კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატი სიყვარულისთვის

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-32(763)

 ლაშამ ამოიოხრა... ანას ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა:
– გთხოვ, ტყუილუბრალოდ ნუღარ ინერვიულებ და ნუ ჩაიშხამებ ერთად ყოფნის სიამოვნებას.
– ჰო, მაგრამ, ჩემთვის ასე მარტივი არ არის ეს ყველაფერი.
– რატომ, გამაგებინე, რატომ? მითხარი, რას ვაშავებთ?
– ერთი შეხედვით, არაფერს.
– მეორე და მესამე შეხედვით?
– შენ ხუმრობ და ახლა მე მკითხე, – სახე დაუსევდიანდა ანას, – არ შემიძლია დანაშაულის განცდით ცხოვრება.
– ჰოდა, მეც მაგას გეუბნები, დანაშაულის განცდით არ იცხოვრო-მეთქი, იმიტომ რომ, ეს ჩვენი ცხოვრებაა, მარტო ჩვენი და სხვა არავისი.
 – ჰო, მაგრამ...
– არავითარი „მაგრამ.” ერთხელ უკვე გითხარი, ზრდასრული ადამიანები ვართ და არავის წინაშე არ გვაქვს ვალდებულება. დაიკიდე, გესმის? როცა გენდომება, მე სულ შენ გვერდით ვიქნები.
– როცა მენდომება... – ამოიოხრა ანამ, – შენ ან ვერაფერს ხვდები, ან არ გინდა, რომ მიხვდე.
კაცი შეიჭმუხნა:
– მომისმინე, ანა... ძალიან დიდხანს ვიცხოვრე მარტო. ცოლი არასდროს მყოლია... ვიცი, რომ ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან გაინტერესებდა ეს ამბავი, მაგრამ არ მეკითხებოდი... ჰო, არ მყოლია, მაგრამ, იმიტომ კი არა, რომ პასუხისმგებლობას გავურბივარ, უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვიყავი. არც ახლა ვარ მზად და უნდა გამიგო... დრო უნდა მომცე.
– მე არაფერს გთხოვ... – ხმა აუკანკალდა ანას, – მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა.
–  მეც მინდა შენთან ყოფნა და ვარ კიდეც. მოვლენების დაჩქარება ორივეს ჩიხში შეგვიყვანს. ყველაზე ძალიან იმას ვერ ვიტან, როცა რაღაცას მაძალებენ. ჭკვიანი ქალი ხარ, ლამაზი, დამოუკიდებელი... ნუ დაინახავ პრობლემას იქ, სადაც პრობლემა არ არის.
– მაინც ვერაფერი გავიგე, – ხელები გაშალა ანამ და მკერდზე ჩამოშლილი შავი, ოდნავ ხვეული თმა მხრებზე გადაიყარა.
– მითხარი, რა ვერ გაიგე? – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა ლაშამ.
– როგორ უნდა ვიცხოვრო ამის მერე...
– ჩვეულებრივად, ანა, ჩვეულებრივად... უბრალოდ, ახლა მარტო აღარ იქნები.
– მართლა? მპირდები?
– რა თქმა უნდა. მე შენი მამაკაცი ვარ და შენ – ჩემი ქალი, ოღონდ, სწორად უნდა გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა.
– სწორად გავიგო, ანუ, ოჯახზე არ ვიოცნებო?
ლაშა დაიჭყანა:
– აუ, როგორ მძულს ეგ სიტყვა... რატომ უნდა იოცნებო, როცა მარტივად შეგიძლია, იყო ბედნიერი იმით, რაც ახლა გაქვს? იქნებ, ოჯახიც შევქმნათ, თანაც, იმაზე ადრე, ვიდრე შენი ოცნება ასრულდება?
– ლაშა... – თავი გადააქნია ანამ.
– მომენდე, – კაცმა ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, – ბევრ ბედნიერ დღეს, უამრავ საათსა და უთვალავ წუთს გაჩუქებ.
***
ანამ შუბლზე მოისვა ხელი და ფიქრიდან გამოერკვა. როგორ უნდოდა, მეხსიერების შორეულ სიღრმეში კარგად დაემალა თავისი ცხოვრების ეს ეპიზოდები, მაგრამ, ამაოდ – თითქოს ჯიბრზე, მუდამ ზედაპირზე ტივტივებდნენ და სულს უფორიაქებდნენ.
ოთახში სოფომ შემოყო თავი. სახე აწითლებული ჰქონდა და თვალები უბრჭყვიალებდა.
– შეიძლება, შემოვიდე?
– მოდი. მოხდა რამე?
– უჰ, რა ვიცი... დავიღალე და დავისიცხე... ერთი საათი ვდიე ჩემს ქმარს და მაინც ვერ გამოვიჭირე ეგ საზიზღარი.
– რა ქენი?
– მანქანით უკან გავყევი, მაგრამ, პირდაპირ სამსახურში მივიდა, არსად გადაუხვევია. თუმცა, ისეთი ეშმაკია, შეიძლება, შემნიშნა. მოკლედ, არ გამოვდგები კერძო დეტექტივად.
– შენც, რატომ წვალობ? თავი დაანებე, დაივიწყე შენი ეჭვები და მშვიდად იცხოვრე. შემჩნეული გყავს რამეში?
სოფო შეყოყმანდა:
– ასე, კონკრეტულად არა. თუმცა, ზოგჯერ ვიღაცასთან მესიჯობს ხოლმე, მაგრამ, მერე, ეტყობა, შლის კიდეც, რადგან, ერთი-ორჯერ მობილური გულდასმით გავუქექე და ვერაფერს მივაგენი.
– მაშინ, აბა, რა გინდა? – ანამ ამოიოხრა.
– შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ არც ისეთი ანგელოზია, როგორადაც თავს მაჩვენებს. ვერ ვისვენებ, ბოლომდე ვერ ვენდობი.
– ჰო, კაცების ნდობა ძნელია – ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. ზოგჯერ მთელი საკაცეთი მძულს...
– ვერ დაივიწყე? – თანაგრძნობით ჰკითხა სოფომ.
– ასე ადვილია? შვილი გვყავს, სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებო.
– ჰო, მესმის, მაგრამ, რაღაცნაირად, უნდა აიძულო თავი და ახალი ცხოვრება დაიწყო მის გარეშე. იქნებ, სხვა ვინმე გაიცნო? – ღირსეული, შენზეც რომ იზრუნებს და ბავშვზეც.
– სოფო, დამცინი? ეგ შეუძლებელია.
– რატომ? ხომ გაგიგია, არასოდეს თქვა არასოდესო...
– კი, მაგრამ, მე რეალისტი ვარ, უფრო სწორად, გავხდი...
– ვიცი, შენ რაც გჭირდება! – ხელი ხელს შემოჰკრა სოფომ.
ანამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო და სევდიანად გაუღიმა.
– შაბათ-კვირას ქალაქგარეთ წასვლას ვაპირებთ მე და ნიკა, ბავშვიც მიგვყავს. წამოიყვანე ლილუ და წამოდი. მაგარი სასტუმრო უნდა დავჯავშნო, აუზით... კომფორტით... ნიკა ასეთ რაღაცეებში არ ძუნწობს ხოლმე.
– არ ვიცი... განწყობა არ მაქვს.
– განწყობა რომ არ გაქვს, იმიტომაც გეპატიჟები.
– არა. წადით ცოლ-ქმარი, ხელს არ შეგიშლით, – იუარა ანამ.
– ხელს რანაირად შეგვიშლი, სხვადასხვა ნომრებში ვიქნებით... წამოდი, რა, ბავშვებიც კარგად გაერთობიან ერთად.
– მოვიფიქრებ.
– ერთ საათს გაძლევ, მეტი დრო არ მაქვს, სასტუმრო ახლავე უნდა დავჯავშნო, მერე ადგილები აღარ იქნება.
ანამ ისე შეხედა, აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით და მექანიკურად უპასუხა.
– კარგი, წამოვალ.
***
ირინკა მობილურს დასწვდა და მესიჯი წაიკითხა. გაეცინა. არ უპასუხია, ყავა მოსვა და, გვერდით მჯდომ მამაკაცს, მის შიშველ მუხლზე რომ ედო ხელი, მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა...
– შეიძლება გავიგო, ვინ გწერს მესიჯებს?
– არა, – გამომწვევად მიუგო ირინკამ, – უნდა მოგიყვე, ვინ მემესიჯება და რატომ?
– შენი ნებაა, სიყვარულო. თუ ვინმე გაწუხებს, შეგიძლია მითხრა და პრობლემას მოგიგვარებ.
ირინკამ გადაიკისკისა:
– როგორც წესი, მამაკაცებს აქვთ ხოლმე ჩემგან პრობლემები...
– მართლა ასეთი საშიში ხარ? – კაცი უფრო თამამ ალერსზე გადავიდა და თვალებში მაცდურად ჩააშტერდა, – რომ არ გეტყობა?
– გააჩნია, ვისთვის ვარ საშიში, – აკისკისდა ირინკა კეკლუცად, – ცოლიანი კაცებისთვის – ნამდვილად, ოღონდ, მე არაფერ შუაში ვარ, თვითონ აიტეხენ ხოლმე შარს. აი, ეს, მაგალითად, ცეცხლს ეთამაშება, იმიტომ რომ, ვერ გაუგია, რა უნდა.
– შენ ყოველთვის იცი, რა გინდა?
– რა თქმა უნდა...
– ჩემთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
ირინკამ თავი გააქნია:
– არანაირი გეგმა არ მაქვს, საერთოდ არანაირი.
– ოჰო, ეს უკვე მომეწონა... ჩვენ ერთნაირები ვართ და ამიტომაც მივიღებთ სიამოვნებას ამ ურთიერთობიდან.
– მართლა? ანუ, მხოლოდ სიამოვნება და სხვა არაფერი?
– ასე არ მითხარი?
– ჰო, გითხარი. რატომ იძაბები? მოეშვი, მე თავისუფალი ქალი ვარ.
– თავიდან ასე ამბობენ ხოლმე... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა კაცმა.
– ჰა, ჰა, ჰა, როგორ შეუშინებიხარ ვიღაცას... ცოლად შერთვას გაიძულებს, ბავშვი გაგიჩინა თუ ფეხმძიმედ არის? პრობლემა გქონია, თანაც სერიოზული.
– რაღაც მაგდაგვარია, მაგრამ, პრობლემა აღარ არის, მოვაგვარე უკვე. შეგნებულია და თავი დამანება...
– ასეთი დაიმედებულიც ნუ იქნები. ქალებს სიურპრიზების მოწყობა გვიყვარს...
– მაგაში გეთანხმები, – კაცმა ცივი წვენი მოსვა და ირინკას მოშიშვლებულ მკერდზე აკოცა.
– რას იტყოდი, უიქენდის ერთად გატარება რომ შემომეთავაზებინა? ამ შაბათ-კვირას საქმიანი შეხვედრა მაქვს ერთ ფეშენებელურ სასტუმროში. ორი საათი და – მერე შენს განკარგულებაში ვიქნები. წამოდი და სასარგებლო სასიამოვნოს შევუთავსოთ.
– მგონი, არ გამოვა.
– რატომ?
– სხვა რაღაც მაქვს დაგეგმილი.
– ცუდია. არ მიყვარს სასტუმროში მარტო ყოფნა. შეიძლება, სულმა წამძლიოს და იქვე ვინმე ნაშა შევაბა.
– ჰა, ჰა, ჰა, როგორი გულახდილი ხარ!
– ვიცი, რომ არ გამიბრაზდები და იმიტომ. წამოდი, არ ინანებ. არ მინდა სხვა ნაშა.
– გეზარება ჩალიჩი? – დასცინა ირინკამ.
– ჩალიჩი არ მჭირდება ხოლმე, ეს არაფერ შუაშია. უბრალოდ, შენთან მინდა. აუზში ვიცურავებთ, გავირუჯებით, ბარში გავერთობით...
– მაცდუნებელი წინადადებაა, მაგრამ, სხვა რაღაც დავგეგმე და არ გამოვა.
– მეწყინა. უკვე წარმოვიდგინე ორი გიჟური ღამე შენთან ერთად.
– სხვა დროს იყოს... შენს წარმოდგენებში კი ძალიან ღრმად ნუ შეტოპავ – ეს ჩემი კეთილი რჩევაა.
კაცმა შეხედა მაცდურად მოღიმარ ირინკას და შეაჟრჟოლა:
– მაგარი ვინმე ხარ, ადვილად ვერ შეგელევი, – მერე ხელში აიტაცა და საწოლისკენ წაიყვანა. ირინკა ფეხებს იქნევდა და კისკისებდა.
***
სოფომ კომპიუტერის ღილაკს თითი დააჭირა და გახარებულმა აიღო მობილური:
– საყვარელო, დავჯავშნე! ორი დღე და სამი ღამე სულ რაღაც ხუთას სამოცი დოლარი დაგვიჯდება... აუ, რანაირად არის ძვირი, კვებით ავიღე... ახლა ნუ წუწუნებ... ხომ დამპირდი? ცოტა იაფიანი არ მინდა, თუ გართობაა და დასვენება, სრული პაკეტი მჭირდება... საღამოს არ დააგვიანო, რამე გემრიელს მოგიმზადებ.
ირინკამ თავი ასწია და დაუფარავი ირონიით ჰკითხა:
– შეაბი ქმარი?
– „შეაბი” რა სიტყვაა? – ეწყინა სოფოს, – თვითონ შემომთავაზა, შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გავატაროთო. ძალიან გამოსწორდა ბოლო დროს: მანქანა მიყიდა, უიქენდზე მივყავარ...
– კაცები ასე მაშინ „გამოსწორდებიან“ ხოლმე, როცა დანაშაულის დაფარვა და, შესაბამისად, ცოლების ყურადღების მოდუნება უნდათ. არ გაშინებ, მაგრამ, ფრთხილად იყავი, არაფერი გამოგეპაროს.
სოფოს აღფრთოვანებას მაშინვე ცივი წყალი გადაესხა:
– რა? შენ ასე ფიქრობ? ანუ, უკვე მიღალატა და ახლა ასე ცდილობს, დანაშაული გამოისყიდოს?
– მე ეგ არ მითქვამს, მხოლოდ გაგაფრთხილე. ნუ პანიკობ...
– გული გამიხეთქე და ახლა ნუ ვპანიკობ? მთელი სიხარული ჩამიშხამე...
– ვაიმე, მე მხოლოდ  გაგაფრთხილე, სულ ეს არის... კაცები ტყუილუბრალოდ არაფერს აკეთებენ – ეს მათ ხასიათშია. შეიძლება, შენი ქმარი გამონაკლისია, არ ვიცი.
– გამონაკლისი რატომ იქნება? – სოფომ მაშინვე მოიწყინა და ძლივს გადაგორებული ეჭვი განუახლდა.
– სოფო, ყოველთვის ასე  თუ დაიგრუზები, საერთოდ აღარაფერს გეტყვი. მე ვცდილობ, რაღაც გასწავლო, ცოტა შეგაჯანჯღარო და გამოგაფხიზლო... ვიცი, ახლა რასაც იზამ – სახლში წახვალ და ქმარს შეკითხვებით გადარევ. ეს კი არ უნდა გააკეთო, პირიქით, ისე უნდა მოიქცე, როგორც არ იქცევი ხოლმე, რომ თვითონ დაიზმენდეს, გაიგე? ყურადღებით ყოფნა კაცისთვის სულის ამოხდას არ ნიშნავს.
– ნეტავი, რით ვხდი სულს?
– ეჭვიანობით და შეკითხვებით. ამით კი საქმეს იფუჭებ.
– რა იცი, გათხოვილი ხომ არასდროს ყოფილხარ?
– არ სჭირდება ამას გათხოვება. ქართველი ცოლის ტიპური ნიმუში ხარ, ოღონდ, ესეც უკუღმა არ გაიგო, ცუდი არაფერი მიგულისხმია. კაცს ისეც არ უნდა მოუჭირო სადავე, რომ სული შეეხუთოს და არც ბოლომდე მიუშვა. ცხენზე ჯდომა იცი?
– არა. ეს რა შუაშია?
– რომ იცოდე, მიხვდებოდი, რას ვგულისხმობ. კაცს უნდა ეგონოს, რომ მიშვებულია, სინამდვილეში კი ოსტატურად უნდა აკონტროლო.
– მე მაგას ვერ შევძლებ.
– თუ მოინდომებ, შეძლებ, დამიჯერე. მანქანაც გიყიდა, უიქენდზეც მიჰყავხარ... – ის ახლა დარწმუნებულია, რომ შენ წინაშე ვალი მოიხადა.
– ჰო, ზუსტად ასეა.
ირინკამ თვალები მოჭუტა:
– სოფო, დაიხსომე: ქმარი არც ყურადღებით არ უნდა გაათამამო და არც უყურადღებობით...
– გავიგე, – ბეჯითი მოსწავლესავით გაიმეორა სოფომ. ირინკამ გაიცინა:
– არა, შენ მხოლოდ გგონია, რომ გაიგე, მაგრამ, არა უშავს, ნელ-ნელა ჩაგიჯდება გონებაში.
სოფომ მადლიერებით შეხედა:
– მაგარი ხარ. წარმომიდგენია, როცა გათხოვდები, ქმარს რას უზამ.
– არაფერსაც არ ვუზამ, უზომოდ ბედნიერი იქნება ჩემთან, მაგრამ, მე არ გავთხოვდები...
– აჰ, ახლა ასე ამბობ, მაგრამ, როგორც კი გამოჩნდება ვინმე...
– სოფო, იცი, რამდენი „ვინმეა“ ჩემ გარშემო? როგორ გგონია, მარტო ვარ?
სოფომ ამოიოხრა:
–  ეგ არ მგონია, მაგრამ, ეტყობა, ჯერ ერთობი. რამე სერიოზული რომ იყოს, გავიგებდით.
– ალბათ, როგორ გაინტერესებთ... ერთი სული გაქვთ, საჭორაო მასალას როდის მოგცემთ, არა?
– მე ჭორიკანა არ ვარ, – ეწყინა სოფოს, – სხვათა შორის, არც ანა...
– არ ვიცი, მე ჩემი მოსაზრებები მაქვს ყველაზე და ყველაფერზე. მაგალითად, დარწმუნებული ვარ, რომ ანას მაგრად არ ვევასები.
– საფუძველი? ასეთი ბოღმა გგონია?
– შეიძლება, ბოღმა არ არის, მაგრამ, გულზე აშკარად არ ვეხატები. ზოგადად, მე გათხოვილ ქალებს არ ვევასები ხოლმე.
– ანა განქორწინებულია.
– მით უმეტეს, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ირინკამ და სიგარეტს მოუკიდა... – მაგრამ, გულახდილად გეტყვი: მკიდია – ამ სიტყვის კარგი გაგებით. ახლა ერთ ძალიან მაგარ კაცს ვხვდები. თვითონ დარწმუნებულია, რომ შემაბა, ის კი არ იცის, როგორ ჩავავლებ და ჩემს ჭკუაზე ვათამაშებ, თანაც, სულ მალე...
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3