კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიეტა ავიტამინოზისა და სხვა გვერდითი მოვლენების გარეშე

უამრავი დიეტა არსებობს და გაცილებით უფრო მეტი – მათი „მიმდევარი“. მათი უმრავლესობა სხვადასხვა ასაკის ქალბატონია, რომლებიც გახდომას ცდილობენ, სჭირდებათ ეს თუ არა და, იმდენად არიან ამ იდეით შეპყრობილნი, ყურადღებას აღარ აქცევენ, თუ რა ზიანს აყენებენ ორგანიზმს, განსაკუთრებით – მკაცრი დიეტებით. ეს ზიანი აუცილებელი ვიტამინების დანაკლისში გამოიხატება, რასაც შედეგად მოჰყვება უამრავი სახის სიმპტომი, უფრო სწორად კი, კონკრეტული სიმპტომი კონკრეტული ვიტამინის დეფიციტზე მიანიშნებს. ზოგადად, ამ დეფიციტს ავიტამინოზი ეწოდება, რაც ძალზე საშიშია ჯანმრთელობისთვის. ეს რომ არ მოხდეს, უნდა იცოდეთ, რომელი პროდუქტი რომელი ვიტამინის წყაროა და რომელი სიმპტომი რომელი ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს. ეს ყველაფერი თუ გეცოდინებათ, თქვენი დიეტა უფრო გონივრული იქნება, შედეგი კი – უსაფრთხო.
მაშ, ასე:
A ვიტამინს ყველაზე ჭარბად შეიცავს: ღვიძლი, თევზის ქონი, ნაღები, ქაცვი, სტაფილო.
C ვიტამინს – ასკილი, შავი მოცხარი, წითელი ბულგარული წიწაკა, ციტრუსები.
D ვიტამინს – კვერცხის გული, ზეითუნის ზეთი.
E ვიტამინს – ზეითუნის, ქაცვის, სიმინდის ზეთი; გაღივებული მარცვლეული, სოია, სიმინდი.
K ვიტამინს – ისპანახი, მწვანე ბარდა, მარწყვი, ხბოს ხორცი.
H ვიტამინს – საქონლის თირკმელები, ღვიძლი, გული; კვერცხის გული, სოია.
PP ვიტამინს – ყავა, საფუარი, კურდღლის ხორცი, წიწიბურა.
B1 ვიტამინს – სოია, მუხუდო, საფუარი, ლობიო, ჭვავი, ნიგოზი.
B2 ვიტამინს – ღვიძლი, ყველი, ქამა სოკო, კვერცხის ცილა.
B5 ვიტამინს – ღვიძლი, საფუარი, ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი.
B6 ვიტამინს – თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა, ტომატ-პასტა, უჩენჩო ქერი („პერლოვკა“), ქიშმიში, კომბოსტო.
N9 ვიტამინს – ვირთევზას („ტრესკას“) ღვიძლი, ისპანახი, კაკაო, ჭვავის პური, მწვანე ხახვი.
B12 ვიტამინს – საქონლის თირკმელები, ტვინი, ვირთევზა, საქონლის ფილტვები, რძის პროდუქტები.
ახლა გაგაცნობთ რომელი ვიტამინის დეფიციტი რა სიმპტომით ვლინდება.
მომატებული გაღიზიანება – N5, B6, PP, D, E ვიტამინების დანაკლისი.
მოთენთილობა, ძილიანობა – B2, B5, B6, D, E ვიტამინების.
ყურადღებისა და მეხსიერების კონცენტრაციის დარღვევა – B1, B12 ვიტამინების.
კანის სიმშრალე, ნახეთქები ტუჩებზე – A, B2, C, PP ვიტამინების.
ფრჩხილების აქერცვლა და ღარები სიგანეზე – A, D, C, E, B5 ვიტამინების.
ცხვირიდან სისხლდენა – D, C, K ვიტამინების.
აღნაგობის დარღვევა – D, E, C ვიტამინების.
კუნთების საერთო სისუსტე – B6, D, E, C ვიტამინების.
სისხლდენა ღრძილებიდან – D, K, C, PP ვიტამინების.
უმიზეზო ტირილის სურვილი – B2, B5, D ვიტამინების.
მადის დაქვეითება – B1, B2, B12, C ვიტამინების.
წყვეტილი ძილი, უძილობა – B1, H ვიტამინების.
ხშირი თავის ტკივილი –  B2, B12, PP ვიტამინების.
ხელისგულებისა და ტერფების ოფლიანობა – D ვიტამინის.
ძვლების გამრუდება – C, D ვიტამინების.
მუცლის შებერილობა – A, B6, C ვიტამინების.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები რომ არ შეგექმნათ, ნებისმიერი დიეტის დროს თქვენი კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი; აუცილებლად, დღეში 2-3 საათი მაინც (დილა-საღამოს), ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე და არ დაგავიწყდეთ პროდუქტების სწორად შენახვა და დამუშავება.

скачать dle 11.3