კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის აპირებდა ფულის შეგროვებას 20 წლის ლაშა დევიძე სიონის ტბაში დახრჩობამდე და რატომ მიაჩნდა მას თავისი ბოლო დაბადების დღე უბედნიერესად

წინა კვირას კიდევ ერთმა ახალგაზრდამ დაასრულა სიცოცხლე ტრაგიკულად. ლაშა დევიძე, რომელიც თიანეთში შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, 9 აგვისტოს სიონის ტბაში დაიხრჩო. ბიჭი, რომელიც სიცოცხლით ხარობდა და გარშემო მყოფებს სიყვარულით ავსებდა, ტრაგედიის წინა დღეს 20 წლის გახდა. ახლობლისთვის უთქვამს, რომ ეს მისთვის საუკეთესო დაბადების დღე იყო, რომლის მსგავსიც აღარასდროს ექნებოდა. ბიჭმა ცურვა არ იცოდა, მაშველებმა სამი საათი დააგვიანეს და... სამომავლო გეგმებითა და იმედებით სავსე ახალგაზრდისთვის, სამწუხაროდ, ეს დღე უკანასკნელი აღმოჩნდა.

 ნინო მჭედლიშვილი (ლაშას მეგობრის დედა): ლაშა ჩემი შვილის მეგობარი იყო, ფაქტობრივად, ერთად გაიზარდნენ. ერთ უბანში ვცხოვრობთ და ბავშვები ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ჩემი შვილი მასზე ორი წლით პატარაა. ძალიან დავახლოვდით. ჩვენთან ხშირად იყო და დედა რომ ურეკავდა, ეუბნებოდა: დედასთან ვარო. დედას მეძახდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა, სულ გარბოდა. თითქოს რაღაცას ასწრებდა. არ ვიცი, თითქოს წინასწარ გრძნობდა, რომ ასე უნდა მომხდარიყო. სახლში რომ შემოვიდოდა, დამჯდარს ერთი წუთით ვერ ნახავდი. სულ აქეთ-იქეთ დადიოდა, ტელეფონით საუბრობდა, მესიჯობდა. უამრავი მეგობარი ჰყავდა. მგონი, მთელ თბილისს იცნობდა. ჩემს შვილთან ერთად ერთი ფოტო აქვს გადაღებული და ერთხელ მასზე დაწერა: მე და ანი რომ მოვკვდებით, ეს სურათი გაგვიდიდეთო. თითქოს მართლა რაღაცას გრძნობდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, მე არ დავბერდებიო. მისი მეგობრებიც აღნიშნავენ, რომ ამბობდა, მალე უნდა მოვკვდეო, მაგრამ ამის მიზეზი არასდროს უთქვამს. არაფერი აწუხებდა, ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. სულ რაღაცას აკეთებდა. ბოლო დროს თითქმის ყოველ საღამოს მოდიოდა ჩვენთან და ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. რამდენიმე თვის წინ ერთი გოგონა შეუყვარდა. პირველად ჩემთან მოიყვანა და როგორც დედას, ისე გამაცნო. ლაშა ისეთი არასდროს მინახავს, ბედნიერებისგან დაფრინავდა. ვნატრობდი, ნეტავ, დიდხანს გაგრძელდეს მისი ბედნიერება-მეთქი. იმ დღესაც შეყვარებულთან ერთად იყო წასული იქ, საიდანაც აღარ დაბრუნებულა.
– რას ყვებიან ამ ამბის თვითმხილველები?
– როგორც მისი შეყვაებული, ნატა ყვება, ლაშა ნაპირთან ახლოს ყოფილა. მან ცურვა არ იცოდა, მაგრამ იმდენად ამაყი იყო, ეს ნატასთვის არ უთქვამს. ამბობენ, თითქოს ნასვამი იყოო. ასე არაა, არც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია. არ ვიცი, რა მოხდა. თითქმის ნაპირთან იყო, ხელი დამიქნია და ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა. მერე მეორე ხელიც დამიქნია და ჩაყვინთა. წამოვდექი, წყალში ჩავედი, მაგრამ ისე მღვრიე წყალი იყო, ვერაფერი დავინახე. ვყვიროდი, ორი ბიჭი მოვიდა, მაგრამ ვერაფერი ქნესო, მითხრა ნატამ. საწყალი გოგო სამი საათი ელოდა მაშველებს. ამდენი დრო დასჭირდა თბილისიდან სიონამდე ჩასვლას, მაგრამ, როცა მივიდნენ, უკვე აზრი აღარ ჰქონდა. ცხედარი ათ წუთში იპოვეს. იქვე ახლოს იყო. მალე რომ მისულიყვნენ მისი გადარჩენა ძალიან ადვილი იქნებოდა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამხელა კურორტზე ერთი მაშველი არ არსებობს.
– როგორც ცნობილი გახდა, ლაშას წინა დღით შეუსრულდა 20 წელი...
– კი. წინა დღით 20 წლის გახდა. მისალოცად რომ დავურეკე, მითხრა: ცხოვრებაში ყველაზე მაგარი დაბადების დღე მქონდა. დილით შეყვარებულმა გამაღვიძა ხაჭაპურებითა და კრუასანებით. დარწმუნებული ვარ, ასეთი მაგარი დაბადების დღე აღარასდროს მექნებაო. ჩემმა შვილმა, ანიმაც მიულოცა და მას უთხრა: დღეს როგორი თბილი ხარ, ნეტავ, სულ დაბადების დღე გქონდესო. ანისაც, ეტყობა, გულმა უგრძნო და მეორე დღეს მისწერა: დღეს დაბადების დღე არ გაქვს, მაგრამ მე მაინც მიყვარხარო. იმ დღეს დატრიალდა ეს ტრაგედია. ნატა იმ დღის შემდეგ სულ ტირის. რაც ჩამოვიდნენ, მისი მაისური აცვია და სასახლესთან ზის. ფეხზე არ ამდგარა. ყველაფერი მის თვალწინ მოხდა და ამაში თავის თავსაც ადანაშაულებს. ჩემს თავს ვერ ვაპატიებს, რომ ვერ მივხვდი, რას მანიშნებდა, როცა ხელი დამიქნიაო. ლაშა იმდენად ამაყი იყო, იხრჩობოდა, მაგრამ არ დაუყვირია, მიშველეთო. ამბობდა: სახლში ძალიან ბევრი ვცხოვრობთ, არადა, საშუალება რომ მქონდეს, ნატას დღესვე ცოლად მოვიყვანდი. ახლა ვფიქრობთ, ერთად ანაბარი გავხსნათ, ნელ-ნელა ფული დავაგროვოთ, ბინა ვიგირაოთ და ერთად გადავიდეთ საცხოვრებლადო. მასთან ურთიერთობით უბედნიერესი იყო. ას ჩვეულებრივ გოგოს არ გავცვლიდი ჩემს ერთ შეყვარებულზეო. ახლა მანქანის ყიდვასაც აპირებდა და მოკლედ, დიდი გეგმები ჰქონდა.
– რით იყო დაკავებული?
– ლაშა კომპანია „დეშელში“ ოპერატორად მუშაობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარი მოიარა. სხვათა შორის, იქ ყოფნა თავიდან მაინცდამაინც არ უნდოდა, მაგრამ მერე იმდენად მოეწეონა – იარაღი, ვარჯიში, ჯარისკაცის ფორმა, რომ ამბობდა: შეიძლება, ასეთ ცხოვრებას გავყვე კიდევაცო. რომ ჩამოვიდა, იმდენად შეცვლილი იყო, ვერც ვიცანი. დავაჟკაცებულა და ჯენტლმენური თვისებები შეუძენია იქ ყოფნისას.
– ლაშას დედმამიშვილები ჰყავს?
– კი. უფროსი და და ძმა ჰყავს. მათთან, მშობლებთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. და გათხოვილია იყო და პატარა შვილები ჰყავს. ხუმრობდა ხოლმე, სახლში იმდენი ვართ, დილაობით აბაზანაში შესასვლელად რიგში დგომა გვიწევსო. საოცარი იუმორი და გადმოცემის უნარი ჰქონდა. ძალიან უყვარდა საკუთარი თავი. ვეხუმრებოდი – ნარცისი ხარ-მეთქი. სულ სარკეში იყურებოდა და თმას ისწორებდა. კომპლიმენტების ხშირად მოსმენა სიამოვნებდა და თუ შენ არ ეტყოდი რამეს, თვითონ გეტყოდა: დღეს არ გითქვამს, რომ სიმპათიური ვარო. ერთი სიმღერა უყვარდა ძალიან – „სულ ყველაზე ლამაზი შენი თვალის ფერია“ და ხშირად ვუმღეროდი. ამბობდა, ეგ ჩემი სიმღერაა, ყველაზე ლამაზი თვალები მე მაქვსო. გიჟდებოდა თავის თვალებზე. ჩვენთან რომ მოდიოდა, ნარდს მეთამაშებოდა. ბოლოს ერთი ბეჭედი იყიდა და მეუბნებოდა: რაც ეს გავიკეთე, მის მერე მიგებო. ამიტომ, იხსნიდა და ისე თამაშობდა. ბეჭდის კი არა, იმის ბრალია, ცალ ხალში ტელეფონი რომ გიჭირავს და ფიქრებით ნატასთან ხარ, ისიც წამოგეყვნა, მის გარეშე მაინც არ ხარ ჩვენთან-მეთქი, – ვეუბნებოდი. შეყვარებულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ეჭვიანობდა კიდეც: ნატას არავინ შეხედოს, ნატა მარტო ხომ არ არის სადმეო?! სამსახურში ერთად მიდიოდნენ და მოდიოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდათ, საოცარი სიყვარული აკავშირებდათ, რომლის მსგავსი მართლა არც მინახავს.
– თქვენ როგორ გაიგეთ მომხდარის შესახებ?
 – ლაშას შეყვარებული ჩვენთან ხშირად მოჰყავდა ხოლმე და მასაც ძალიან დავუმეგობრდი. მირეკავდა, ნატას მოენატრეო და ორივე მოდიოდნენ. ეს ამბავი რომ მოხდა, ნატამ პირველად მე დამირეკა და მითხრა: უკვე ერთი საათია, წყალშია და ვერაფრს ვშველი, მაშველებს ვურეკავთ და არ მოდიანო. მითხარი, რომ ხუმრობ-მეთქი და ნეტავ, ეგრე იყოსო. მერე, მგონი, მთელი თბილისი 112-ზე რეკავდა. ბოლოს გვეუბნებოდნენ მისულები ვართო, მაგრამ ნატას რომ ვეკითხებოდი, არ მოსულანო. წარმოიდგინეთ, მათ ლაშას ძმამ მოასწრო იქ ჩასვლა. მოატყუეს, რომ ნატა გახდა ცუდადო და ბიჭი საჭესთან თვითონ იჯდა. რომ სცოდნოდა, მის ძმას რაც დაემართა, იქამდე როგორ ჩააღწევდა. მშობლებმა გვიან გაიგეს, ლაშას რაც შეემთხვა. მაშინ, როცა უკვე გარდაცვლილი სახლში მიიყვანეს.
სანამ სკოლას დაამთავრებდა, ამბობდა, მსახიობი უნდა გავხდეო. პროფესიით ჟურნალისტი ვარ და მეუბნებოდა: ცნობილი მსახიობი რომ გავხდები, პირველ ინტერვიუს შენ მოგცემო. თუმცა, ოჯახს მატერიალურად უჭირდა და უნივერსიტეტში ჩაბარება ვეღარ მოახერხა. მერე სამსახური იშოვა და ძალიან უხაროდა, რომ ოჯახის დახმარება შეეძლო. ჩემთანაც რომ მოდიოდა, რაღაცეები მოჰქონდა და ამით ძალიან ამაყობდა. დედაზე გიჟდებოდა, საჩუქრებს ყიდულობდა და გახარებული მეკითხებოდა: ხომ კარგია, ხომ მოეწონებაო?! ყველას მიმართ უზომოდ ყურადღებიანი იყო. ერთხელ, ჩემი შვილი ცუდად გახდა და დიდი ჩანთით ნატურალური წვენები მოუტანა. შენთვის ჭამა მაინც არ შეიძლება, გასუქდები და ეს სვიო. ახერხებდა, რომ თავისი სითბო და სიყვარული ყველასთვის გაენაწილებინა. ამიტომ, თვითონც ყველას ძალიან უყვარდა. მისი წასვლა ჩვენთვის აუტანელია. ვერ წარმომიდგენია, ვინ შეძლებს მისი დგილის შევსებას. არ მჯერა, რომ აღარასდროს შემოაღებს ჩემი სახლის კარს და აღარ იტყვის – მოვედიო.

скачать dle 11.3