კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ჩანინგი: თითოეული ადამიანი მთელი ტომია, თუკი იცით, როგორ წაიკითხოთ.
შპენგლერი: თუ მართლაც ასეა, რომ ადამიანი მოაზროვნე არსებაა, ის მაინც შორსაა იმისგან, რომ იყოს ქმნილება, რომლის არსებობაც აზროვნებაში მდგომარეობს.
სენეკა: საუკეთესოა ის წიგნები, რომლებიც აზროვნებისთვის გვაძლევს საკვებს.
დემოკრიტე: პატიოსანია თუ არა ადამიანი, გამოიცნობა არა მხოლოდ საქმით, არამედ სურვილითაც.
ფოიერბახი: მაშინ წარმოადგენ რაღაცას, როცა ვინმე ან რამე გიყვარს, რადგან, არაფრის სიყვარული და არაფერი – ეს ერთი და იგივეა.
მონტესკიე: ყველაზე მკაცრია ის ტირანი, რომელიც გამოდის კანონის სახელითა და სამართლიანობის დროშით.
ლაროშფუკო: ჩვენი ბოროტმოქმედება იმდენ მტერსა და მდევნელს არ გვძენს, რამდენსაც ჩვენი ღირსება.
შექსპირი: უდიდესი წყენა, რომელიც შეიძლება პატიოსან ადამიანს მიაყენონ, ესაა დაეჭვდე მის წესიერებაში.
სენეკა: კეთილი საქმისადმი მოწოდება ძნელია დარიგებებით, მაგრამ ადვილია მაგალითით.
დრაიზერი: ის, რაც სავსებით ვარგისი იყო ასი წლის წინათ, არ შეიძლება ასევე ვარგისი იყოს დღესაც, თუმცა, ზოგ რამეში და, ალბათ, ბევრშიც, ის შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო გამოდგეს.
ჰიუგო: გონება ისევე გამოიწრთობა ან სუსტდება კითხვით, როგორც სხეული – სუფთა და დაბინძურებული ჰაერით.
დოდე: ყველაზე უკეთ იმ ნაკლოვანებების დაცინვაა შესაძლებელი, რომლებიც თავად გაგვაჩნია.
ჰეგელი: ვინც თვითონ არ არის თავისუფალი, მისთვის არც სხვები არიან თავისუფლები.
ვებერი: ადამიანთა მოღვაწეობაზე ინტერესები ბატონობს და არა იდეები.
ჟანლისი: ჭეშმარიტი სიდიადისკენ მიმავალ გზაზე ხშირად ქედმაღლობაა დაბრკოლება.
ფულერი: დაუფიქრებლად ლაპარაკი იგივეა, რაც დაუმიზნებლად სროლა.
ბალზაკი: ვისაც ყველაფერი გარეთ გამოაქვს, შიგნით აღარაფერი რჩება.
გოეთე: ყველაზე სასაცილო სურვილია – ყველას მოსწონდე.
ბრუნო: არასოდეს დავიჯერებ, რომ ღვთაებრივს ეზიარება ის, ვისაც მიწიერი ტანჯვის ეშინია.
დიდრო: რა არის ჭეშმარიტება? ჩვენი განსჯის თანხმობა სინამდვილესთან, რაც ბუნებას შეუქმნია.
ფრანსი: გულწრფელია ის ქალი, რომელიც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ამბობს ტყუილს.
პაული: ყველაზე გულახდილი აღიარების დროსაც კი, ქალი ყოველთვის რაღაცას იტოვებს თავისთვის.

скачать dle 11.3