კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიიყვანა ცოლმა ქმარი თვითმკვლელობამდე, რის შემდეგაც ისინი ზღაპრულად გამდიდრდნენ

ახალგაზრდობაში პლეხანოვზე ინსპექტორად ვმუშაობდი. ჩემი მონაკვეთი მქონდა და სხვადასხვა წვრილმანი კონფლიქტის მოგვარება მევალებოდა. ყველაზე ხშირად გევურქოვებთან მიწევდა სტუმრობა. სირანა და ბენო უშვილოები იყვნენ. ხშირად ჩხუბობდნენ ფულის გამო, რადგან მეწაღე ბენო ყოველ საღამოს გროშებით, თანაც გალეშილი ბრუნდებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, გევურქოვების ეზოსთან რომ გავიარე, ხმები მომესმა. ეზოში შევედი და რას ვხედავ, მთელი ეზოს წინ სირანას ბენო წიხლქვეშ გაუგდია და ურტყამს. მე რომ დამინახა, პაუზა გააკეთა, ბენომ კი ამით ისარგებლა და ხელიდან გაუსხლტა ცოლს. კიბისკენ გაიქცა და მიაძახა: მე შენ გიჩვენებ სეირს. თავს მოვიკლავ და დაგიჭერენო. ერთი სიტყვით, ბენო სახლში შევარდა, კარი ჩარაზა და მიყუჩდა. ჩვენ ზევით ავედით, მაგრამ ბინაში შესვლა ვერ შევძელით. ამ დროს ხეზე მყოფმა ბავშვმა, რომელიც გევურქოვების ბინაში იჭყიტებოდა, დამიყვირა: ძია ვარლამ, ბენომ ჭაღს თოკი ჩამოაბა და თავს იხრჩობსო. მე კარისკენ გავვარდი, შევანგრიე და დავინახე, როგორ დაენარცხა იატაკზე ყულფში თავგაყრილი ცოცხალი ბენო, რადგან ჭერი ჩამოინგრა და ჭაღიც ჩამოვარდა. ჭაღთან ერთად მომცრო ყუთიც დაენარცხა იატაკს, საიდანაც რამდენიმე ოქროს მონეტა გამოგორდა... სირანამ ყუთს ხალათი გადააფარა და ყველანი გარეთ გამოგვისტუმრა. კარი ცხვირწინ მოგვიხურა და მას მერე ცოლ-ქმარს აღარასოდეს უჩხუბია, მდიდრულად ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, განძით სავსე ყუთი ბენოს ბაბუას დაუმალავს, რომელიც ვაჭარი ყოფილა.
ვარლამ ჯელაძის მიხედვით

скачать dle 11.3